ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიენდომეტრიუმის პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში

ენდომეტრიუმის პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში

ენდომეტრიუმის პოლიპი
ენდომეტრიუმის პოლიპი – ენდომეტრიუმის უჯრედების უწესრიგო გამრავლების შედეგად განვითარებული წარმონაქმნია. მას გააჩნია თავისი მკვებავი სისხლძარღვი.
პოლიპი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ტანის (საშვილოსნოს ღრუში) ან საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალურ არხში);
ენდომეტრიუმის პოლიპი ვაგინალური პათოლოგიური სისხლდენის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია როგორც რეპროდუქციულ ასაკში, ასევე, მენოპაუზაში. ენდომეტრიუმის პოლიპი/პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში.
აგებულების მიხედვით პოლიპები შეიძლება იყოს: ჯირკვლოვანი, ჯირკვლოვან-ფიბროზული, ფიბროზული, ადენომატოზური.
ენდომეტრიუმის პოლიპის ზომა შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე და შეიძლება გაიზარდოს საშვილოსნოს ღრუს ნებისმიერ ადგილას.
ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. საშვილოსნოს პოლიპები გრძნობიარეა ჰორმონებისადმი და იზრდება სისხლში მოცირკულირე ესტროგენების ზეგავლენით.
ენდომეტრიუმს, სადაც ვითარდება პოლიპი, ახასიათებს ჰორმონული რეცეპტორული აპარატის შემდეგი თავისებურება: ჭარბობს ესტროგენის რეცეპტორები და ნაკლებია პროგესტერონის რეცეპტორების რაოდენობა. ესტროგენი იწვევს ენდომეტრიუმის უჯრედების სწრაფ გამრავლებას.
საშვილოსნოს პოლიპების განვითარების რისკ-ფაქტორები:
• ასაკი;
• მაღალი არტერიული წნევა;
• ჭარბი წონა;
• გარკვეული მედიკამენტი (ტამოქსიფენი);
• ენდომეტრიუმის ქრონიკული ანთებითი პროცესი;
საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის პოლიპების სიმპტომები:
• ხშირი, არარეგულარული, სხვადასხვა ხანგრძლივობის და ინტენსივობის მენსტრუალური სისხლდენა;
• სისხლიანი გამონადენი/სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა მენსტრუაციებს შორის პერიოდში;
• ჭარბი მენსტრუაცია;
• სისხლდენა მენოპაუზაში;
• უნაყოფობა;
პოლიპები მეტწილად კეთილთვისებიანია. პოლიპების ავთვისებიანი ტრანსფორმაცია ხდება 1%-ში. ალბათობა მატულობს რისკ-ფაქტორების არსებობისა და პოლიპის 15 მმ-ზე მეტი ზომის შემთხვევაში.
ენდომეტრიუმის პოლიპის დიაგნოსტიკა ხდება ტრანსვაგინალური ექოსკოპიით. პოლიპი ვიზუალიზდება სწორი კონტურების მქონე ჰიპერექოგენური წარმონაქმნის სახით. საშვილოსნოს პოლიპის გამორიცხვის მიზნით ყველაზე ინფორმაციულია ექოსკოპიის გაკეთება მენსტრუალური ციკლის პროლიფერაციულ ფაზასი, კერძოდ, მენსტრუალური ციკლის მე-10 დღეს.
მედიკამენტოზური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია ჩამოყალიბებული პოლიპების შემთხვევაში. ოქროს სტანდარტად სამკურნალოდ მოწოდებულია ჰისტეროსკოპია და პოლიპექტომია (პოლიპის ამოკვეთა). ჰისტეროსკოპიური პოლიპექტომიის შემდეგ იზრდება დაორსულების შანსიც. ჰისტეროსკოპიის შემდეგ რეციდივის ასაცილებლად აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში, საპროფილაქტიკო მკურნალობის ჩატარება.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი –  ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია

რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი – ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია

ოქტომბერი 31, 2024
ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს – რაზე საუბრობენ მლოცველები

ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს – რაზე საუბრობენ მლოცველები

31 ოქტომბერი 2024
რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი – ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია

რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი – ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია

ოქტომბერი 31, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

ოქტომბერი 30, 2024
ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

31 ოქტომბერი 2024
3 ნოემბერს რუსთაველი თეატრი ,,მიჯაჭვულ პრომეთეს” წარმოგიდგენთ

3 ნოემბერს რუსთაველი თეატრი ,,მიჯაჭვულ პრომეთეს” წარმოგიდგენთ

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები