შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიუმე­ტე­სი შემ­თხვე­ვე­ბი უსიმ­პტო­მოა და ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა მა­თი ამოც­ნო­ბა; თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს...

უმე­ტე­სი შემ­თხვე­ვე­ბი უსიმ­პტო­მოა და ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა მა­თი ამოც­ნო­ბა; თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის ტი­პუ­რი სიმ­პტო­მე­ბი

A-ჰე­პა­ტი­ტი

A-ჰე­პა­ტი­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბა ფე­კა­ლურ­- ო­რა­ლუ­რი გზით (ერ­თი ადა­მი­ა­ნის გა­ნავ­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის პი­რის ღრუ­ში მოხ­ვედ­რით), ჩვე­უ­ლებ­რივ, ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გა­მო. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ­ზა­დებს საკ­ვებს და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლე­ბით. A-ჰე­პა­ტი­ტი ზოგ­ჯერ ვრცელ­დე­ბა სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში, სა­დაც აღ­მზრდე­ლებ­სა და ბავ­შვებს შე­იძ­ლე­ბა კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დეთ სა­ფე­ნებ­ში არ­სე­ბულ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ გა­ნა­ვალ­თან. იმ წყლებ­ში და­ჭე­რი­ლი მო­ლუს­კე­ბი, სა­დაც გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო წყა­ლი ჩა­ე­დი­ნე­ბა, ზოგ­ჯერ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი არი­ან და მა­თი უმად ჭა­მა შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის მი­ზე­ზი გახ­დეს.
ხში­რია სას­მე­ლი წყლის გა­ნავ­ლით და­ბინ­ძუ­რე­ბის გა­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში.

A-ჰე­პა­ტი­ტის უმე­ტე­სი შემ­თხვე­ვე­ბი უსიმ­პტო­მოა და ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა მა­თი ამოც­ნო­ბა; თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის ტი­პუ­რი სიმ­პტო­მე­ბი. მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ, ჩვე­უ­ლებ­რივ, სრუ­ლი გა­ჯან­სა­ღე­ბა ხდე­ბა, ელ­ვი­სე­ბუ­რი ფორ­მე­ბის გა­მოკ­ლე­ბით. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია (B-ჰე­პა­ტიტ­თან შე­და­რე­ბით). ადა­მი­ა­ნე­ბი A-ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ არ ხდე­ბი­ან მა­ტა­რებ­ლე­ბი და ვი­რუ­სი არ იწ­ვევს ქრო­ნი­კულ ჰე­პა­ტიტს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბი­სას და წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.
ვაქ­ცი­ნა A-ჰე­პა­ტი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ რე­კო­მენ­­დე­ბუ­ლია ყვე­ლა ბავ­შვის­თვის. აგ­რეთ­ვე, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მო­ზარ­დე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ინ­ფექ­ცი­ას­თან შე­ხე­ბის მა­ღა­ლი რის­კი აქვთ:
მოგ­ზა­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წის იმ ად­გი­ლებს სტუმ­რო­ბენ, სა­დაც A-ჰე­პა­ტი­ტი ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი;
სამ­ხედ­რო­ე­ბი;
სა­ბავ­შვო ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი;
და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კე­ბი;
ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ დი­აგ­ნოს­ტი­კურ ან კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში, სა­დაც შე­ხე­ბა აქვთ A-ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუს­თან;
ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც აქვთ ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ან სის­ხლის შე­დე­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბი;
კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც სექ­სი აქვთ კა­ცებ­თან;
წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი (რომ­ლე­ბიც, ხში­რად ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის გარ­და სხვა მი­ზე­ზე­ბი­თაც).
ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც შე­ხე­ბა ჰქონ­დათ A-ჰე­პა­ტიტ­თან, აძ­ლე­ვენ სტან­დარ­ტულ იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლინს*. ასე­თი მკურ­ნა­ლო­ბა ადა­მი­ანს აცი­ლებს ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას ან ამ­ცი­რებს მის სიმ­წვა­ვეს. იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნის მი­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად.

ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები