საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოებში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესებს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ამ წლის 30 დეკემბრამდე საქართველოში არსებულმა ყველა კლინიკამ, ყველა ამბულატორიამ ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ კონტრაქტი.
გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…
„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკები ხარისხზე არიან ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
„ეს ჩართვა არის სამედიცინო დაწესებულებებისათვის, საქართველოში.
ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ სწორი ინფორმაცია, მოსახლეობამ მიიღოს საუკეთესო სერვისი საუკეთესო ხარისხით.
მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, ამა წლის 30 დეკემბრამდე საქართველოში არსებულმა ყველა კლინიკამ, ყველა ამბულატორიამ ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ კონტრაქტი, რომ ისინი ახორციელებენ აკრედიტაციას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
რაც შეეხება ამბულატორიებს, უნდა გაიარონ აკრედიტაცია ან ISO სერტიფიკაცია…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები