ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები„ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და...

„ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და მკურნალობაც კი“

„ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ქვია ბორელიოზი (ლაიმის დაავადება). კარგია, რომ გაიზარდა ამ საკითხზე ინფორმირებულობა, მაგრამ ხშირად ამ დაავადებასთან დაკავშირებული შფოთვა გადაჭარბებულია ხოლმე“.
ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ხშირად ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და მკურნალობაც კი.
ბორელიოზის გადამტანია ტკიპა. ზოგჯერ ეჭვი მიაქვთ ძაღლის ტკიპის კბენის შემთხვევაშიც, თუმცა ძაღლის ტკიპა ბორელიოზის გადამტანი არ არის (ზოგიერთი სხვა ინფექციის გადამტანი შეიძლება იყოს). ძაღლის ტკიპა ზომით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ბორელიოზის გადამტანი ტკიპები, რომელთა ზომა არაუმეტეს 3 მმ-ია და შავი ფერისაა. ეს ტკიპები ძირითადად ტყიან და მცენარეებით მდიდარ გარემოში გვხვდება, ხოლო ძაღლის ტკიპა არ საჭიროებს ამ პირობებს.
გარეთ, ბუნებაში სეირნობის შემდეგ სასურველია შხაპის მიღება და კანის დათვალიერება, განსაკუთრებით ბავშვის, რომ არ გაგვეპაროს ტკიპის კანში ჩაჯდომის ფაქტი და დროულად მოხდეს მოცილება.
ტკიპის მოცილება ხდება პინცეტით, კარგად უნდა მოეჭიდოს კანთან ახლოს და ფრთხილად ამოვიღოთ, შემდეგ კანი და ხელები დავიმუშავოთ სპირტით. ტკიპა არ გავჭყლიტოთ.
არ არის საჭირო ტკიპის ამოსაღებად სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა.
ბორელიოზზე ანალიზის გაკეთებას ტკიპის კბენისთანავე აზრი არა აქვს, 2 კვირა მაინც ჭირდება ანტისხეულების გამომუშავებას.
ბორელიოზის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს კბენიდან 3-30 დღის განმავლობაში. იშვიათად შეიძლება უსიმპტომოდაც წარიმართოს. ყველაზე ხშირი სიმპტომია ე.წ. მიგრირებადი ერითემა, ანუ კანზე წითელი ლაქა, რომელიც გარშემო ფერმკრთალია და შემდეგ წითელი რკალით არის გარშემორტყმული. შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას (ანუ არ არის აუცილებელი ნაკბენის ადგილზე).
როგორც წესი, ბორელიის გამონაყარს არ ახასითებს ტკივილი და ქავილი.
სხვა შესაძლო სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, კუნთების და სახსრების ტკივილი.
არანამკურნალევ შემთხვევებში შესაძლებელია შორეული გართულებები, ძირითადად ნერვული სისტემის მხრივ.
ნებისმიერი მწერის ნებისმიერი ნაკბენი არ საჭიროებს ბორელიოზზე მკურნალობას!“- წერს  მაია ბუწაშვილი.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები