ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები

ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები

ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები

ალკოჰოლის მიღების აღკვეთას გადამწყვეტი მნი­შ­ვნელობა აქვს.
ციროზის მიზეზი ღვიძლის განმეორებადი ან უწყვეტი დაზიანება შეიძლება გახდეს. აშშ-ში ღვიძლის ციროზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლის მუდმი­ვი და ჭარბი რაოდენობით მიღება დიდი ხნის განმავლობაში. ასევე ხშირი მიზეზია ვირუსული ჰეპატიტი – ქრონი­კული ჩ ჰეპატიტი განვითარებულ ქვეყნებში და ქრონიკული B ჰეპატიტი აზიის და აფრიკის ბევრ რეგიონში. ღვიძლის გაცხიმოვნებამ (არაალკოჰოლური სტეატოჰეპა­ტიტი) და სხვა მეტაბოლურმა დარღვევებმა, როგორიცაა მაგალითად, რკინით გადატვირთვა (ჰემოქრომატოზი), აგრეთვე შეიძლება ციროზი გამოიწვიოს.
ციროზი 45-65 წლის ასაკის ადამიანების კო­ნ­ტი­ნ­გენტში სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზებს შო­­რის მესამე ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სიმსივნეების შემ­დეგ. ნა­წი­ბუროვანი ქსოვილი ქმნის ზონრებს ღვი­ძ­ლში, ნადგურდება ღვიძლის შინაგანი სტრუ­ქ­­ტურა, უარეს­დება ღვიძლის რეგენერაციის უნა­­რი, აგ­რეთვე მისი ფუნქცია, სახელდობრ, და­ქ­­ვე­ითე­ბუ­ლია შემდეგი პროცესების გან­ხორცი­ელების შესაძლებლობა:
ორგანიზმში წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქ­ტე­ბის და­შლა;
საკმარისი რაოდენობით ნაღვლის მარილების გა­მო­მუ­შავება, რომლებიც ორგანიზმს ცხი­მე­ბის შეწოვაში ეხმარება;
ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან;
მედიკამენტების გადამუშავება (მეტაბოლი­ზმი);
პროტეინების გამომუშავება, რომლებიც ხელს
უწყობს სისხლის შედედებას (შედედების ფა­ქ­­ტო­­რე­ბი), მათ შორის ალბუმინისა, რომელიც სისხლძარ­ღ­ვებში სი­თხეს აკავებს.
ნაწიბუროვანი ქსოვილი აგრეთვე აბრკოლებს კა­რის ვენაში (ვენა, რომელსაც გადააქვს სისხლი ნა­წ­ლავებიდან ღვიძლისკენ) სისხლის დინებას. ამის შედეგია მაღალი წნევა პორტულ ვენაში (პორტუ­ლი ჰიპერტენზია). გარდა ამისა, ნაწი­ბუროვანმა ქსოვილმა შეიძლება შეაფერხოს ნა­ღ­ვლის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი მომწვანო-­მოყვითალო ფერის საჭმლის მომნელებელი სი­თხე) გადმოდინება ღვიძ­ლიდან.
სიმპტომები
ციროზის მსუბუქი ფორმის დროს ბევრ პა­ცი­ენტს სიმპტომები წლების განმავლობაში არ აღე­ნიშნება, ისინი თავს კარგად გრძნობენ. და­ავა­დებულთა დაახლოებით 1/3-ს არასოდეს უვითარდება სიმპტომები, სხვებს აქვთ სისუსტის, დაღლილობის, ავად ყოფნის შეგრძნება, უმადობა და წონაში კლება. შესაძლოა ხელის თითების უკანასკნელი ფალანგების გადიდება (დოლის ჯო­ხისებრი თითები). თუ ნაღვლის დინება ქრო­ნი­კულად შეფერხებულია, შეიძლება განვითარ­დეს სიყვითლე, დაიწყოს ქავილი, მცირე ზო­მის ყვითელი წარმონაქმნები (კვანძები) გამოჩნდეს კან­ზე, განსაკუთრებით ქუთუთოების გარშემო. იმის გამო, რომ დაზიანებული ღვიძლი ვეღარ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ნაღვლის მარილებს, გაუარესებულია ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E და K) შეწოვა, რის შედეგადაც ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, აქვს ცხიმიანი და უსიამოვნო სუნის განავალი (სტეატორეა), უმადობა. საკვები ნივთიერებების არასაკმარისი რაოდენობით მიღება და წონაში კლება ცხიმებისა და ვიტამინების შეწოვის დაქვეითებისა და უმადობის შედეგია.
ციროზით დაავადებულ პაციენტებს ღვიძლის მწვავე უკმარისობისა და ალკოჰოლიზმის გა­მო შე­საძლოა გამოაჩნდეთ სხვა სიმპტომებიც, სახელდობრ:
კუნთების განლევა (ატროფია);
ხელისგულების სიწითლე (პალმარული ერითემა);
მაჯის მყესების შეჭმუხვნით გამოწვეული თითების დეფორმაცია (დუპუიტრენის კონტრაქტურა);
მცირე ზომის ობობასმაგვარი სისხლძარღვები კანზე;
სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
თავისა და ზურგის ტვინის გარეთ მდებარე ნერვების (პერიფერიული ნერვები) ფუნქციის მოშლა (იწვევს ნე­იროპათიას);
კაცებში სარძევე ჯირკვლების ზრდა (გინეკომასტია) და სათესლეების შეჭმუხვნა (ტესტიკულური ატროფია), რადგან დაზიანებული ღვიძლი ვეღარ შლის ესტროგენებს. იღლიაში თმიანობის შემცირება;
ელენთის გადიდება;
მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი);
ღვიძლის შეჭმუხვნა, ზოგჯერ გადიდება.
გართულებები: ციროზის მძიმე ფორმა და­მა­ტებითი პრობლემების წყაროა. კარის ვენაში წნე­ვის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის ქვედა ნაწილში (საყლაპავის ვარიკოზები), კუჭში (კუჭის ვარიკოზები) ან სწორ ნაწლავში (სწორი ნაწლავის ვარიკოზები) გაფართოებული, დაკლაკნილი ვენების ფორმირება. შესაძლებელია სისხლიანი ღებინება სისხლის დიდი რაოდენობის დაკარგვით, თუ სისხლდენის წყარო საყლაპავის ან კუჭის ვარიკოზებია. მაღალმა წნევამ კარის ვენაში და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მუ­­ცე­ლში სითხის დაგროვება (ასციტი). შესაძლოა გან­­ვი­­თარდეს თირკმლების უკმარისობა და ტვინის ფუნ­ქცი­ონი­რების დარღვევა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). ნაღვლის გამოყოფის გაუარესების გამო D ვიტამინი ცუდად შეიწოვება, რამაც ოსტეოპოროზი შეიძ­ლება გამოიწვიოს. K ვიტამინის შეწოვის დაქვეითება სისხლდენადობისკენ მიდრეკილების მი­ზე­ზია. ელენთის გადიდება ხელს უშლის სისხლის უჯ­რედებისა და თრომბოციტების გადას­ვლას სის­ხლის მიმოქცევის სისტემაში. თავის მხრივ თრომ­ბოციტების რაოდენობის (მნიშვნე­ლო­­ვა­ნია სისხლის შედედებისთვის) შემცირება სის­ხ­ლში სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს. საჭ­­მლის მომ­ნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა ანე­­მი­ის მი­ზე­ზია. შესაძლოა ღვიძლის სიმსივნე (ჰე­პა­ტო­ცე­ლულური კარცინომა ან ჰეპატომა) განვითარ­დეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ციროზის გამომწვევი B ან ჩ ჰეპატიტია, ან ალკოჰოლიზმი.
დიაგნოზი
ციროზის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს და რისკ­ფაქ­ტორების (მაგალითად, ალკოჰოლი­ზ­მი) გათვალის­წი­ნე­ბას. ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმმა შეი­ძლება შე­იგ­რძნოს მცირე ზომის მკვრივი ღვიძლი, ზოგჯერ – მცი­რე ზომის კვანძები ღვიძლის ზედაპირზე ან გადი­დე­ბული ელენთა.
ღვიძლის ფუნქციების შეფასების მიზნით სი­ს­­ხლის ანალიზები ტარდება. შედეგები ხშირად ნო­რ­მალურია, რადგანაც კვლევის ეს მეთოდი შედა­რებით ნაკლებად მგრძნობიარეა, ხოლო ღვიძლს ძალიან დიდი რეზერვები აქვს, მაშინაც კი შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, როდესაც მისი საერთო აქტივობა ნორმის 85%-ით არის შემცირებული. ტარდება სისხლის კლინიკური ანალიზი ანე­მი­ის ან სხვა გადახრების გამოსავლენად, ჰეპატი­ტის ან სხვა სავარაუდო მიზეზის დასადგენად. ულტრაბგე­რამ და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გა­მო­ავლინოს ღვიძლის შეჭმუხვნა ან პათოლოგიური კონფიგურაცია, რაც სავარაუდოს ხდის ციროზის არსებობას. რადიონუკლიდური სკა­ნირების (გამოიყენება რადიოაქტიური იზოტო­პი) დროს შეიძლება განისაზღვროს, ღვიძლის რომელი ნაწილი ფუნქციონირებს ნორმალურად და რომელია დანაწიბურებული. თუ დიაგნოზი ჯერ კიდევ და­უ­ზუს­ტებელია, ტარდება ღვიძლის ბიოფსია (ქსო­­ვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპით გამოკ­ვლევის მიზნით). ეს უკანასკნელი და, ზოგჯერ, სისხლის ანალიზები გვეხმარება ციროზის მიზეზის განსაზღვრაში.
თუ ციროზის დიაგნოზი დადასტურდა, ყოველ 6-12 თვეში უნდა ჩატარდეს გამოკვლევები ღვიძ­ლის სიმსივ­ნის გამოსავლენად; იგულისხმება სის­ხლის ანა­ლიზი ალ­ფა-ფე­ტოპროტეინის დონის განსასაზღვრავად და ულ­ტრ­ასო­ნოგ­რაფია. ალ­ფა-­ფე­ტოპროტეინის (ნაყოფის ღვიძ­ლის უმ­წიფარი უჯ­რედების მიერ წარმოქმნილი ცილა) დო­ნე იმა­ტებს, თუ ღვიძლში სიმსივნე ვითარდება.
პროგნოზი და მკურნალობა
ციროზი, ჩვეულებრივ, პროგრესირებადი და­ავა­დე­ბაა. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა აფე­რ­ხებს ღვიძლის შემდგომ დანაწიბურებას, მაგ­რამ უკვე მიყენებული ზი­ანის შებრუნება არ ხდე­ბა. ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღების გა­გრძელებაც კი განაპირობებს დაავადების პროგრესირებას და სერიოზულ გართულებებს, მათ შორის სისხლიან ღებინებას, სითხის დაგროვებას მუცლის ღრუში. გამოსავალი არაკეთილსაიმედოა.
ციროზის სამკურნალო მეთოდები არ არსებობს. პროგრესირების შეფერხება შესაძლებელია ადრეულ სტა­დი­ებზე. აუცი­ლებელია მიზეზის მოცილება და გართუ­ლე­ბების მკურნალობა. პაციენტმა უნდა მიაწოდოს ექიმს ინფორმაცია იმ წამლების შესახებ, რომლებსაც იღებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისა და კვებითი დანამატების შესახებ, რადგან დაზიანებულ ღვიძლში შეიძლება მათი გადამუშავება შეფერხდეს. თუ ადამიანი იღებს წამალს, რომელიც ღვიძლში გადამუშავდება, მაშინ დოზის შემცირებაა საჭირო იმისათვის, რომ დაზიანება არ გაღრმავდეს.
ღვიძლის ციროზის შორსწასული ფორმის დროს საკვებში ცილისა და სუფრის მარილის რა­ოდენობა უნდა შეიზღუდოს, სასურველია ვიტა­მინების მიღება.
ღვიძლის გადანერგვამ შეიძლება სიკვდილს გადაარჩინოს პაციენტები, რომელთაც ციროზის შორსწასული ფორმა აქვთ. თუ პაციენტი აგ­­­რძელებს ალკოჰოლის მიღებას, ან ვერ მოხდა სხვა გამომწვევი მიზეზის მოცილება, შეიძლება გადანერგილ ღვიძლშიც განვითარდეს ციროზი. ამის გამო, ღვიძლის გადანერგვა არ ტარდება, თუ ადამიანმა მინიმუმ 6 თვე მაინც არ შეიკავა თავი ალკოჰოლის მიღებისგან.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები