ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებითირ­კმლე­ბი ლო­ბი­ოს მარ­ცვლის ფორ­მის ორ­­­გა­­ნო­ე­ბი­ა, რო­მელ­თა სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ნ­­ტი­მეტ­რი­ა

თირ­კმლე­ბი ლო­ბი­ოს მარ­ცვლის ფორ­მის ორ­­­გა­­ნო­ე­ბი­ა, რო­მელ­თა სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ნ­­ტი­მეტ­რი­ა

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის
ბი­ო­ლო­გია

ადა­მი­ანს ორი თირ­კმე­ლი აქვს. სა­შარ­დე გზე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლე­ბი­ა: ორი შარ­დსაწ­ვე­თი (ი­სი­ნი თი­თო­ე­ულ თირ­კმელს აკავ­ში­რებს შარ­დის ბუშ­ტთან), შარ­დის ბუშ­ტი და შარ­დსა­დე­ნი (მი­ლი, რო­მე­ლიც შარ­დის ბუშ­ტი­დან სხე­უ­ლის გა­რეთ მი­ე­მარ­თე­ბა). თი­თო­ე­უ­ლი თირ­კმე­ლი მუდ­მი­ვად წარ­მოქ­მნის შარდს, რო­მე­ლიც შარ­დსაწ­ვე­თე­ბის გავ­ლით შარ­დის ბუშ­ტში და­ბა­ლი წნე­ვით ჩა­ე­დი­ნე­ბა. შემ­დეგ შარ­დი შარ­დსა­დე­ნის გავ­ლით გა­მო­დის სხე­უ­ლი­დან, მა­მა­კა­ცებ­ში პე­ნი­სით, ხო­ლო ქა­ლებ­ში – ვულ­ვის სი­ახ­ლო­ვეს. შარ­დში ნორ­მა­ში, რო­გორც წე­სი, არ არის ბაქ­ტე­რი­ე­ბი და სხვა პა­თო­ლო­გი­უ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი.

თირ­კმლე­ბი
თირ­კმლე­ბი ლო­ბი­ოს მარ­ცვლის ფორ­მის ორ­­­გა­­ნო­ე­ბი­ა, რო­მელ­თა სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ნ­­ტი­მეტ­რი­ა. ისი­ნი ხერ­ხემ­ლის აქეთ­-ი­ქით, სა­ჭ­­­­­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის შემ­ცვე­ლი მუც­­­ლის ღრუს უკა­ნაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სისხლს აორ­ტის ტო­ტე­ბი­დან – თირ­კმლე­ბის არ­ტე­რი­ე­ბი­დან იღებს. სის­ხლი მათ­გან უფ­რო და უფ­რო მცი­რე არ­ტე­რი­ებ­ში მი­ე­დი­ნე­ბა, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე მცი­რე ზო­მი­სას არ­ტე­რი­ო­ლე­ბი ეწო­დე­ბა. არ­ტე­რი­ო­ლე­ბი­დან სის­ხლი გლო­მე­რუ­ლებ­ში, ანუ გორ­გლებ­ში გა­და­დის, სა­დაც უმ­ცი­რე­სი სის­ხლძარ­ღვე­ბის – კა­პი­ლა­რე­ბის ქსე­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი. გლო­მე­რუ­ლე­ბი­დან სის­ხლი არ­ტე­რი­ო­ლე­ბით გა­მო­დის და პა­ტა­რა ვე­ნებ­ში გა­და­ე­დი­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ან­დე­ბა და წარ­მოქ­მნის თირ­კმლის ვე­ნას, რო­მელ­საც ამ ორ­გა­ნო­დან სის­ხლი გა­აქვს.
ნეფ­რო­ნი თირ­კმლის უმ­ცი­რე­სი, მიკ­როს­კო­პი­უ­ლი ერ­­თე­­უ­ლი­ა, რო­მე­ლიც ფილ­ტრავს სისხლს და წარ­მოქ­მნის შარდს. თი­თო­ე­ულ თირ­კმელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი მი­ლი­ო­ნი ნეფ­რო­ნი­ა. ისი­ნი შედ­გე­ბა გლო­მე­რუ­ლის, მი­ლა­კი­სა და შემ­კრე­ბი სა­დინა­რის­გან. გლო­მე­რუ­ლას, ანუ გორ­გალს, გარს აკ­რავს თხე­ლი, თა­სის ფორ­მის ბო­უ­მე­ნის კაფ­სუ­ლა. კაფ­სუ­ლის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ბო­უ­მე­ნის სივ­რცი­დან გა­ფილ­ტრუ­ლი სითხე (შარ­დი) მი­ლა­კით გა­ე­დი­ნე­ბა. ნეფ­რო­ნის მე­სა­მე ნა­წი­ლი შემ­კრე­ბი სა­დი­ნა­რი­ა, რო­მელ­შიც შარ­დი რამ­დე­ნი­მე მი­ლა­კი­დან გროვ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მი­ლა­კი, თა­ვის მხრივ, სა­მი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: პროქ­სი­მა­ლუ­რი კლაკ­ნი­ლი მი­ლა­კი, ჰენ­ლეს მარ­ყუ­ჟი და დის­ტა­ლუ­რი კლაკ­ნი­ლი მი­ლა­კი.
თირ­კმელ­ში ორი ნა­წი­ლი გა­მო­ი­ყო­ფა: გა­რე­თა (ქერ­ქო­ვა­ნი) ნა­წი­ლი და შიგ­ნი­თა (ტვი­ნო­ვა­ნი) ნა­წი­ლი. ყვე­ლა გლო­მე­რუ­ლა გა­რე­თა ნა­წილ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მი­ლა­კე­ბი კი – რო­გორც ქერ­ქო­ვან, ისე ტვი­ნო­ვან ნა­წი­ლებ­ში. ათა­სო­ბით ნეფ­რო­ნის შემ­კრე­ბი სა­დინ­არი­დან შარ­დი თირ­კმლე­ბის ფი­ა­ლებ­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა. თი­თო­ე­ულ თირ­კმელ­ში რამ­დე­ნი­მე ფი­ა­ლა­ა, რომ­ლე­ბიც ცენ­ტრა­ლურ სივ­რცეს – თირ­კმლე­ბის მენჯს უკავ­შირ­დე­ბა. მენ­ჯი­დან შარ­დი შარ­დსაწ­ვეთ­ში გა­და­დის.

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები