პარასკევი, ნოემბერი 1, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისაშარდე გზების კენჭები - თირკმლის კენჭების წვრილ ნაწილებად დაშლა ზო­გჯერ ბგერითი ტალღების...

საშარდე გზების კენჭები – თირკმლის კენჭების წვრილ ნაწილებად დაშლა ზო­გჯერ ბგერითი ტალღების მეშვეობითაც შეიძლება

საშარდე გზების კენჭები

კენჭები მყარი წარმონაქმნებია, რომლებიც საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში შეიძლება წარმოიშვას და გამოიწვიოს ტკივილი, სისხლდენა, შარდის დინების შეფერხება ან ინფექცია.
ძალიან პატარა კენჭები შეიძლება უსიმპტომო იყოს, მაგრამ დიდი ზომის კენჭებმა შე­სა­ძლოა გაუსაძლისი ტკივილი გამოიწვიოს გვერ­დის ან წელის არეში.
მათი არსებობის დასადგენად შარდის ანალი­ზი ან გამოსახულებითი კვლევები კეთდება.
ზოგჯერ კენჭების წარმოქმნის თავიდან აცი­ლება სწორი კვებითაა შესაძლებელი.
კენჭებს, რომელთა გამოდევნაც თავისით არ ხდება, ლითოტრიფსიით ან ენდოსკოპიური გზით აშორებენ.
ადგილმდებარეობის მიხედვით კენჭი შეიძ­ლება იყოს თირკმლის, შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის. მათი წარმოქმნის პროცესს უროლითიაზს ან ნეფროლითიაზს უწოდებენ.
აშშ-ში ყოველწლიურად ათასიდან ერთი ზრდა­სრუ­ლი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში საშა­რდე გზების კენჭების გამო. ყველაზე ხშირად ისინი საშუალო და უფ­როსი ასაკის პირებს უვითარდება. ის უფრო ხშირია მა­მა­კაცებში. კენჭები ზომით განსხვავებულია და შეიძ­ლება იყოს იმდენად მცირე, რომ თვალით არც კი ჩანდეს ან მისი დიამეტრი 2,5 სმ-ს და მეტსაც აღწევდეს. ე.წ. მარჯნისებრი კენჭი შეიძლება თირკმლის მთელ მენჯსა და ფიალებს ავსებდეს (პატარა მი­ლაკებს, ფიალისებურ ჩაღრმავებებსა და იმ სივრცეს, სადაც შარდი საბოლოოდ გროვდება თირკმელში).
საშარდე გზების დახშობის შედეგად ობს­ტ­­რუ­ქ­ცი­ის ზემოთ დაგროვილ შარდში შეიძ­ლე­­ბა ბაქტერიები გა­მ­რავლდეს და ინფექცია გა­ნ­­ვი­თარდეს. როცა კენჭები სა­შარდე გზებს ხან­­გრძლივად ახშობს, შარდი უკან მი­ედი­ნება თირკმლის მილაკებში, წნევას ზრდის მასში და თირკმლის გაჭიმვას, გაფართოებას იწვევს. ამას ჰი­დ­­რონეფროზი ეწოდება და საბოლოოდ თირ­­კმელს აზი­ანებს.
მიზეზები
კენჭები ორი მიზეზით წარმოიშობა: შარდი ან გაჯე­რებულია კენჭების წარმომქმნელი მარილებით ან კე­ნ­­ჭის წა­რ­მოქმნის დამთრგუნველი ნივთიერებების ნაკ­­ლე­ბობაა მასში. ერთ-ერ­თი მათგანია ციტრატი, რომელიც ნო­­რმაში კალციუმს უკავშირდება და ხელს უშლის მას კენ­ჭებად დალექვაში. კენჭთა დაახლოებით 80% კალ­ცი­უ­მისაა, დანარჩენი კი შარდმჟავას, ცის­ტინის და ან სტრუვიტისგან წარმოიქმნება. კენჭოვანი დაავადება უფრო ხშირია გარკვეული დაავადების მქონე ადამიანში (მაგალითად, ჰიპერპარათირეოზი ან მოკლე ნაწლავის სინდრომი) და ცილის ან ჩ ვიტამინის ჭარბად შემცველი დიეტით კვებისას ან არასაკმარისი წყლი­სა და კალციუმის მიღების დროს. კალციუმის კენჭების წარმოქმნის რისკი უფრო დიდია, თუ ოჯახის წევრებსაც აღენიშნებოდათ ეს დარ­ღვევა.
სტრუვიტის კენჭებს, რომლებიც მაგნიუმის, ამონიუმისა და ფოსფატის ნარევისაგან ყალიბდება, ინფექციურ კენჭებსაც ეძახიან, რადგან ისინი მხოლოდ ინფიცირებულ შარდში წარმოიქმნება.
სიმპტომები
კენჭებმა, განსაკუთრებით კი მცირე ზომისამ, შეიძ­ლება სიმპტომები არც კი გამოიწვიოს. შარდის ბუშტში მათი არსებობა ზოგჯერ მუცლის ქვედა ნაწილში იწვევს ტკივილს. შარდსაწვეთის, თირკმლის მენჯის ან მისი რომელიმე მილაკის დახშობის შემთხვევაში წელის ტკივილი ან თირკმლის ჭვალი ვითარდება. ჭვლის დროს ტკივილი შეტევითი ხასიათისაა და გაუსაძლისია, როგორც წესი, წარმოიშობა გვერდში (სივრცე ნეკნებსა და თეძოს შორის), გადაეცემა მუცელში, საზარდულსა და ბარძაყის შიდა ზედაპირზე. ტკივილი მოვლითი ხასიათისაა, ნელ-ნელა იმა­ტებს, აღწევს პიკს და მერე კვლავ იკლებს 20-60 წუთის განმავლობაში. იგი შეიძლება მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულში, სათესლეებში ან ქალის გარეთა სასქესო ორგანოებში (ვულვაში) გადაეცემოდეს.
სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია გულისრე­ვა და ღებინება, მოუსვენრობა, ოფლიანობა და სისხლიანი შა­რდვა. ადამიანს შეიძლება ხშირად აწუხებდეს მოშარ­დ­ვის სურვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა კენჭი შა­რდსაწვეთის დასწვრივ მოძრაობს. ზოგჯერ შემცივნება, მაღალი ტემპერატურა და მუცლის შებერილობაც ვითარ­დება.

დიაგნოსტიკა
ექიმებს ეჭვი კენჭების არსებობაზე თირკმ­ლის ­ჭვლის დროს მიაქვთ. ზოგჯერ მაშინაც სა­ვარაუდოა ამ დაავა­დების არსებობა, როცა ადა­­მი­ანებს მტკივნეულობა აღე­ნიშნებათ წელის ან საზარდულის არეში ან ტკივილი სასქესო ორგანოების მიდამოშია და მიზეზი უცნობია. ზოგჯერ, სიმპტომები და გასინჯვის შედეგები იმდენად კარგად მიანიშნებს კენჭის არსებობაზე, რომ დამატებითი კვლევები საჭირო არც არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს ადრეც ჰქონია ეს პრობლემა. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას ძლიერ ტკივილთან ერთად ­სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომე­ბიც აქვთ და მათი გამორიცხვაც აუცილებელია. ამ დროს სა­უკეთესო კვლევაა სპირალური კომპიუტერუ­ლი ტომოგრაფია (კტ/ჩთ) საკონტრასტო ნივთიერე­ბის გარეშე. მისი საშუალებით შეიძლება ზუსტად გა­ნი­საზ­ღვროს კენჭის მდებარეობა და საშარდე გზების დახ­შობის ხარისხი. ეს კვლევა იმ ბევრი სხვა დაავა­დების სადიაგნოზოდაც გამოდგება, რომლებიც კენ­ჭებით გა­მოწ­ვეული ტკივილის მსგავს ტკივილს იწ­ვევენ. კომ­პიუტერული ტომოგრაფიის ცუდი მხარე ის არის, რომ ადამიანი ამ დროს სხივდება. თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება რაიმე მძიმე დაავადება იყოს, რომლის დიაგნოსტიკაც ამ კვლევის საშუ­ალებით მოხდება (მაგალითად, აორტის ანევრიზმა ან აპენდიციტი). კტ-ის ალტერნატიული მეთოდია ულტრასონოგრაფია, რომელიც არავითარ დასხივებას არ მოიცავს. თუმცა, ულტრასონოგრაფიის დროს კტ-სთან შედარებით შეიძლება უფრო ხშირად ვერ მოხერხდეს პატარა კენჭების აღმოჩენა (განსაკუთრებით თუ ისინი შარდსაწვეთშია), საშარდე გზების დახშობის ზუსტი ადგილის პოვნა ან რაიმე სხვა დაავადების დადგენა, რომელიც სიმპტომებს განაპირობებს.
ჩვეულებრივ, შარდის ანალიზიც კეთდება. შარდში შეიძლება აღმოჩნდეს სისხლი ან ჩირქი მიუხედავად იმისა, სიმპტომები გამოხატულია თუ არა.
როცა კენჭის არსებობა დადგენილია, ექიმი სპე­ცი­ფიკურ ანალიზებს ატარებს კენჭის ტიპის დასადგენად. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გა­მოდევნილი კენჭი შეინახოს. არსებობს სპეცი­ალური ფილტრებიც, რომელშიც შარდი გადის და კენჭი ზედ რჩება, შემდეგ კი გამოსაკვლევად იგზავნება. კენჭის ტიპის დადგენის შემდეგ შეიძლება შარდის ანალიზის, აგრეთვე, სისხლის ბიოქიმიური და ჰორმონული ანალიზების გაკეთება გახდეს საჭირო.

პრევენცია
ახალი კენჭების ფორმირების თავიდან აცი­ლება სხვა­­დასხვაგვარად ხდება, რაც კენჭის შე­მად­გენ­ლო­ბა­ზეა და­მოკიდებული.
ყველა შემთხვევაში სასურველია ყოველდღი­უ­რად დიდი რაოდენობით სითხის მიღება (8-10 ცალი 300-მი­ლი­ლიტრიანი ჭიქა), თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი, რამდენად ეფექტურია ეს. კალციუმის კენჭების მქონე ბევრ ადამიანს ჰიპერკალციურია აქვს, ანუ შარდით დიდი რაოდენობით გამოყოფენ ამ ნივთიერებას. მათთვის რეკომენდებულია ნატრიუმით ღარიბი და კალიუმით მდიდარი საკვების მიღება. მათ კალციუმი თითქმის ჩვეულებრივი რაოდენობით უნდა მიიღონ – 1000-1500 მილიგრამი დღეში. ცილისა და წითელი ხორცის შეზღუდვა კენჭების ფორმირების რისკს ამცირებს. თიაზიდური შარდმდენები, მაგალითად, ქლორთალიდონი ან ინდაპამიდი, ასევე აქვეითებს კალციუმის რაოდენობას შარდში და ახალი კენჭების წარმოქმნის რისკს ამცირებს. კალიუმის ციტრატი ინიშნება შარდში ციტრატის შემცველობის გასაზრდელად, რაც კალციუმის კენჭების ფო­რ­მირებას თრგუნავს.
კალციუმის კენჭების ფორმირებას შარდში არსებუ­ლი დიდი რაოდენობით ოქსალატიც უწ­ყობს ხელს, რაც შეიძლება ნაწლავის ზოგიერთი დაავადებით ან ოქ­სა­ლატების ჭარბად შემცველი საკვების (მაგალითად, ის­პა­ნახი, რევანდის, კაკაო, ნიგოზი, წიწაკა, ჩაი) მიღებით იყოს გამოწვეული. შარდში ოქსალატის დონის შემცირება შესაძლებელია კალციუმის ციტრატის, ქოლესტირამინის მიღებით, საკვებში ოქსალატისა და ცხიმის შეზღუდვით. ეს ნივთიერება ორგანიზ­მშიც წარმოიქმნება, რასაც პირიდოქსინი თრგუნავს.
იშვიათად კალციუმის კენჭები ჰიპერპარათირეოზის, სარკოიდოზის, D-ვიტამინით მოწამვლის, თირკმლის მილაკოვანი აციდოზის ან სიმსივნის გამო წარმოიქმნება. ამ დროს საჭიროა შესაბამისი დაავადების მკურნალობა.
შარდმჟავას შემცველი კენჭების თავიდან ასა­ცი­ლებლად სასურველია ნაკლები წითელი ხო­რცის მიღება, რადგან იგი ზრდის შარდმჟავას შემცველობას შარდში. თუკი ეს ეფექტური არ არის, შარდმჟავას წარმოქმნის დასაქვეი­თე­ბ­ლად ინიშნება ალოპურინოლი. შარდმჟავას კე­­ნ­­ჭები შარდის მაღალი მჟავიანობის დროს წარ­­მო­იქმნება. შესაბამისად, საჭიროა შარდის გა­­ტუ­ტი­ანება, რაც კალიუმის ციტრატის მიღებით ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად სითხის დიდი რაოდენობის მიღებაც.
ცისტინისგან წარმოქმნილი კენჭების დროს შარდში ამ ნივთიერების შემცველობის დაქვეითებაა საჭირო, რაც დიდი რაოდენობით სითხეებისა და ზოგჯერ ალფა-მეკაპტოპროპიონილგლიცინის (თიოპრონინის) ან პე­ნი­ცი­ლამინის მიღებით ხერხდება.
სტრუვიტის კენჭების განმეორებითი წარ­მო­ქ­მნის შე­­მთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტი­კების რეგულა­რულად მიღება, რათა საშარდე გზე­ბის ინფექცია განი­კურნოს. ამ დროს შეიძ­ლე­ბა ასევე ეფექტური იყოს აცე­ტო­ჰიდროქსა­მის მჟავა.

მკურნალობა
პატარა კენჭებს, რომლებიც სიმპტომებს, სა­­შა­­რდე გზების დახშობას ან ინფექციას არ იწ­ვევს, როგორც წესი, მკურნალობა არ სჭირდე­ბა. კენ­ჭების გამოდევნისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის დალევა ან ინტრავენურად გადასხმა, მაგრამ ზუსტად არაა დამტკიცებული, ეფექტურია თუ არა ეს ხერხი. მედიკამენტებიდან შეიძლება დაინიშნოს ალფა-­ადრენერგული ბლოკერები (მაგალითად, ტამსულოზინი) ან კალციუმის არხის ბლოკერები (დილთიაზემი, ნიფედიპინი, ვერაპამილი). კენჭის გამოდევნის შემდეგ რაიმე დაუყოვნებლივი მკურნალობა საჭირო არ არის. თირკმლის ჭვლის ტკივილის გაყუჩება შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასას) ან ოპიოიდების გამოყენებით.
თირკმლის მენჯში ან შარდსაწვეთის ზედა ნაწილში მოთავსებული ერთი სანტიმეტრის ან უფრო მცირე დიამეტრის კენჭის დაშლა ბგერი­თი ტალღების მეშვეობითაა შესაძლებელი, რო­მელ­საც სპეციალური გენერატორი გამოიმუ­შა­­ვებს და პირდაპირ კენჭისკენ მიმართავს (ექ­­ს­­­ტ­რა­­­კორ­პორული დარტყმით-ტალღოვანი ლი­­­­თო­­­­ტ­რი­ფ­სია). კენჭის ნაწილები შემდეგ შარდთან ერთად გამო­იყოფა. ზოგჯერ, კანის მცირე გა­­­­ნა­­­კ­­­ვე­­­თიდან შეჰყავთ ენდოსკოპი (სპეციალური კა­მერიანი მილი) და პინცეტით იღებენ კენჭს. მი­სი დაშლა კონტაქტური ლითოტრიფსიითაც შე­­იძ­­­ლება და შემდეგ ნამსხვრევები შარდით გამო­იდევნება.
პატარა კენჭები, რომლებიც შარდსაწვეთის ქვე­და ნაწილებშია და მკურნალობას საჭიროებს, შეიძლება სპეციალური დრეკადი ენდოსკოპით – ურეტეროსკოპით გამოიღონ. იგი შარდსადენისა და შარდის ბუშტის გავლით შეჰყავთ საჭირო ადგილას. ზოგჯერ მას კენჭების დასაშლელადაც გამოიყენებენ, ნამსხვრევებს კი გამოიღებენ ან თავისით გამოჰყვება შარდს (ინტრაკორპორული ლითოტრიფსია). ყველაზე ხშირად ლაზერული აპარატი გამოიყენება. ამ შემთხვევაში პროცე­დურას ჰქვია ლითოტრიფსია ჰოლმიუმის ლა­­­ზე­რით.
შარდმჟავას კენჭები შეიძლება ნელ-ნელა და­­ი­შა­ლოს და გაიხსნას შარდის გატუტიანების შე­მ­­თხ­ვევაში (მაგ. 4-6 თვის მანძილზე კალიუმის ცი­ტ­რატის დალევით), მაგ­რამ სხვა კენჭებს ეს არ ეხება. ზოგჯერ დიდი ზომის, სა­შარდე გზების ობ­ს­ტრუქციის გამომწვევი კენჭების მო­სა­შო­რებ­­ლად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
სტრუვიტის კენჭების მოსაცილებლად ენდო­სკო­პი­ური ქირურგია გამოიყენება. კენჭის მო­შო­რების გარეშე სა­შა­რდე გზების ინფექციის ანტიბიოტიკებით მკურნა­ლობა ეფექტური არ არის.

იცით თუ არა, რომ…
ადამიანები, რომელთაც ხშირად აქვთ კენჭების პრობლემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ხშირად გადაღებას უნდა მოერიდონ, რათა ნაკლებად დასხივდნენ.
კენჭის დაშლა ბგერითი ტალღების საშუალებით
თირკმლის კენჭების წვრილ ნაწილებად დაშლა ზო­გჯერ ბგერითი ტალღების მეშვეობითაც შეიძლება. ტალღებს სპეციალური აპარატი, ლითოტრიპტორი წა­რ­­მოქმნის, ხოლო პროცედურას ექსტრაკორპორული დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია ეწოდება. ულტრასონოგრაფით ან ფლუოროსკოპით კენჭის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, ლითოტრიპტორი ზურგზე თავსდება და ბგერით ტალღებს ზუსტად კენჭს უმიზნებს, რაც ამსხვრევს მას. შემდეგ ადამიანი ბევრ სითხეს იღებს, რათა თირკმლიდან კენჭის პატარა ნაწილები შარდით გამოირეცხოს. ზოგჯერ პროცედურის შემდეგ შარდში სისხლი ჩნდება ან მუცელზე – დაჟეჟილობა, თუმცა სერიოზული გართულებები იშვიათია.

ჰიდრონეფროზი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
კოპენჰაგენის 9 საუკეთესო მაღაზია

კოპენჰაგენის 9 საუკეთესო მაღაზია

31 October, 2024
“კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ  კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე

“კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ  კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე

ოქტომბერი 31, 2024
რადიო “პოზიტივის ” დღის ამბები 31 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის ” დღის ამბები 31 ოქტომბერი

31 ოქტომბერი 2024
ერთადერთი მამაკაცი საქართველოში, რომელმაც “ვეფხიტყაოსანი” ზეპირად იცის

ერთადერთი მამაკაცი საქართველოში, რომელმაც “ვეფხიტყაოსანი” ზეპირად იცის

ოქტომბერი 31, 2024
„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

31 ოქტომბერი 2024
საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

ოქტომბერი 31, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

31 ოქტომბერი 2024
რიყის პარკი – თბილისის ბუნებისა და კულტურის ცენტრი

რიყის პარკი – თბილისის ბუნებისა და კულტურის ცენტრი

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები