ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, მი­ზე­ზე­ბი, სიმ­პტო­მე­ბი, პრე­ვენ­ცია და მკურნალობა...

სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, მი­ზე­ზე­ბი, სიმ­პტო­მე­ბი, პრე­ვენ­ცია და მკურნალობა…

სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი

ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ში შარ­დის ბუშ­ტში და­გ­რო­ვი­ლი შარ­დი სტე­რი­ლუ­რია – ბაქ­ტე­რი­ებ­სა და სხვა ინ­ფექ­ცი­ურ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებს არ შე­ი­ცავს. შარ­დის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მომ­ტა­ნი მი­ლი – შარ­დსა­დე­ნიც არ შე­ი­ცავს ბაქ­ტე­რი­ებს ან ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არა იმ­დენს, რომ ინ­ფექ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, ინ­ფექ­ცია სა­შარ­დე გზე­ბის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს და მას სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ას უწო­დე­ბენ (სგი).
სგი ორ ჯგუ­ფად იყო­ფა: ზე­და და ქვე­და, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ნა­წილ­ში გან­ვი­თარ­და. ქვე­და სგი შარ­დსა­დე­ნის ან შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­ა­ა. ზო­გი ექი­მი თვლის, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ინ­ფექ­ცი­აც (პროს­ტა­ტი­ტი) ამ ჯგუფს უნ­და მი­ე­კუთ­ვნოს. ზე­და სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი თირ­კმელ­ში ვი­თარ­დე­ბა (პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი). წყვილ ორ­გა­ნო­ებ­ში, მათ შო­რის თირ­კმლებ­შიც, ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი ან ორი­ვე ორ­გა­ნო და­ა­ზი­ა­ნოს. სგი შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვებ­შიც გან­ვი­თარ­დეს და ზრდას­რუ­ლებ­შიც.

მი­ზე­ზე­ბი
ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი სა­შარ­დე გზებ­ში ორი­დან ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ხვდე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად ისი­ნი ორ­გა­ნიზ­მში სა­შარ­დე გზე­ბის უკი­დუ­რე­სი ქვე­და ნა­წი­ლი­დან – შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრე­ლი­დან შე­აღ­წე­ვენ, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებ­ში ასოს თავ­ზე, ხო­ლო ქა­ლებ­ში ვულ­ვა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ინ­ფექ­ცია აღ­მა­ვა­ლი გზით მი­ე­მარ­თე­ბა შარ­დის ბუშ­ტის­კენ და ზოგ­ჯერ, თირ­კმლე­ბის­კე­ნაც. მე­ო­რე გზა, რომ­ლი­თაც მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი სა­შარ­დე გზებ­ში ხვდე­ბა, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ა. ამ დროს ისი­ნი, რო­გორც წე­სი, თირ­კმელ­ში ხვდე­ბი­ან.
სგი­-ე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის ბაქ­ტე­რი­ე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა ზოგ­ჯერ მი­ზე­ზი შე­იძ­­ლე­ბა ვი­რუ­სი, სო­კო ან პა­რა­ზი­ტიც იყოს. სგი­-ე­ბის 85%-ზე მეტს ნაწ­ლა­ვე­ბი­დან ან სა­შო­დან მოხ­ვე­დ­­რი­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი იწ­ვევს. თუმ­ცა, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­შარ­დე გზებ­ში შეღ­წე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი შა­რ­­დის ნა­კა­დით გა­მო­ი­დევ­ნე­ბა ბუშ­ტის დაც­ლა­ს­­თან ერ­თად.
ბაქ­ტე­რი­ე­ბი: ქვე­და სა­შარ­დე გზე­ბის, ანუ შარდ­­სა­დე­ნის და შარ­დის ბუშ­ტის, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­­ფექ­­ცი­­ე­ბი ძა­ლი­ან ხში­რი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­­გაზ­რდა სქე­სობ­რი­ვად აქ­ტი­ურ ქა­ლებ­ში. ინ­ფექ­ცი­ის ყვე­ლა­ზე ხში­რი გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი­ა. რო­ცა ადა­მი­ანს თირ­კმლის კენ­ჭი აქვს, სა­შარ­დე გზებ­ში შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი ბაქ­ტე­რია – პრო­ტე­უ­სი გამ­რავ­ლდეს. 20-50 წლის ასაკ­ში სგი­-ე­ბი 50-ჯერ უფ­რო ხში­რია ქა­ლებ­ში, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში. ამის მი­ზე­ზი კა­ცებ­ში შარ­დსა­დე­ნის მე­ტი სიგ­რძე­ა, რის გა­მოც ბაქ­ტე­რი­ებს უჭირთ იმ­დე­ნად ზე­ვით შეღ­წე­ვა, რომ ინ­ფექ­ცია გა­მო­იწ­ვი­ონ. 50 წლის ზე­მოთ სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი ორი­ვე სქეს­ში ხშირ­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბაც ნაკ­ლე­ბი­ა.
ვი­რუ­სე­ბი: შარ­დსა­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ა­ინ­ფი­ცი­როს მე­ო­რე ტი­პის მარ­ტივ­მა ჰერ­პე­სის ვი­რუს­მა (HშV-2), რაც იწ­ვევს ტკი­ვილს შარ­დვი­სას და აძ­ნე­ლებს შარ­დის ბუშ­ტის დაც­ლას.
სო­კო­ე­ბი: სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­მო­წ­ვე­ვა ზო­გი­ერთ სო­კოს, მათ შო­რის სა­ფუ­ა­რა­საც, შე­უძ­ლია (სა­­ფუ­­ა­რა სო­კო­ე­ბი ვა­გი­ნიტ­საც იწ­ვევს). მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­ზე­ზი სო­კო კან­დი­და­ა. კან­დი­და საკ­მა­ოდ ხში­რად იწ­ვევს სგი-ს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის ან შარ­დის ბუშ­ტის კა­თე­ტე­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში. იშ­ვი­ა­თად სგი-ს მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა სხვა სა­ხის სო­კო­ე­ბიც იყოს, მაგ. ბლას­ტო­მი­კო­ზი­სა და კოკ­ცი­დი­ო­მი­­კო­ზის გა­მომ­წვე­ვე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად Bლას­ტომ­ყცეს და ჩოც­ცი­დი­ო­ი­დეს. სო­კო­ებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს იმავ­დრო­­უ­­ლად თირ­კმ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბაც შე­უძ­ლი­ათ.

პა­რა­ზი­ტე­ბი: სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ას რა­მ­დე­ნი­მე პა­რა­ზი­ტიც იწ­ვევს, მათ შო­რის ზო­გი­ერ­თი ჭი­ა.
ტრი­ქო­მო­ნი­ა­ზი სქე­სობ­რი­ვად გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რო­მელ­საც მიკ­როს­კო­პუ­ლი პა­რა­ზი­ტი იწ­ვევს და ვლინ­დე­ბა სა­შო­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მომ­წვა­ნო-­მოყ­ვი­თა­ლო, ქა­ფი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნით. ზოგ­ჯერ შარ­დის ბუშ­ტი­სა და შარ­დსა­დე­ნის ინ­ფექ­ცი­აც ვი­თარ­დე­ბა. ტრი­ქო­­მო­ნი­აზს შარ­დ­სა­დე­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა კა­ცებ­შიც შე­­­უძ­­­ლი­ა. რო­გორც წე­სი, ამ დროს სიმ­პტო­მე­ბი არ ვლინ­დე­­­ბა, თუმ­ცა­ღა შე­იძ­ლე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ან­თე­ბა – პროს­­ტა­ტი­ტი გან­ვი­თარ­დეს.
შის­ტო­სო­მოზ­მა, ჭი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლმა ინ­ფექ­ცი­­ამ, შე­­იძ­­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს თირკმლე­ბი, შარ­დ­სა­წ­ვე­თე­ბი ან შარ­დის ბუშ­ტი. იგი ხში­რად იწ­ვევს თირ­კმლის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბას აფ­რი­კა­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კა­სა და აზი­ა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­­ა­ნებ­ში. შარ­დის ბუშ­ტის ხან­გრძლი­ვი შის­ტო­სო­­მო­ზის დროს სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა ვლინ­დე­ბა, შე­­საძ­­ლოა და­იხ­შოს შარ­დსაწ­ვე­თე­ბი და სა­ბო­ლო­­ოდ შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო გან­ვი­თარ­დეს.
ფი­ლა­რი­ა­ზი, რო­მელ­საც ძა­ფი­სებ­რი ჭია იწ­ვევს, ლიმ­ფურ ძარ­ღვებს ახ­შობს, რის გა­მოც შარ­დში ლიმ­ფა გა­და­დის (ქი­ლუ­რი­ა). ამ და­ა­ვა­დე­ბამ ქსო­ვი­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი შე­შუ­პე­ბა – გას­პი­ლოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­მე­ლიც, მა­მა­კა­ცებ­ში შე­საძ­ლოა სა­თეს­ლე პარ­კზეც გავ­რცელ­დეს.
ურეთ­რი­ტი
ურეთ­რი­ტი შარ­დსა­დე­ნის ინ­ფექ­ცი­ა­ა, მი­ლის, რომ­ლი­თაც შარ­დი შარ­დის ბუშ­ტი­დან სხე­უ­ლის გა­რეთ გა­მო­ი­დევ­ნე­ბა.
ურეთ­რი­ტის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზია ბაქ­ტე­რი­ე­ბი, მათ შო­რის სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ბაქ­ტე­რი­ე­ბი.
სიმ­პტო­მე­ბი მო­ი­ცავს ტკი­ვილს შარ­დვი­სას, გახ­ში­რე­ბულ შარ­დვა­სა და, ზოგ­ჯერ, გა­მო­ნა­დენ­საც.
რო­გორც წე­სი, ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ინიშ­ნე­ბა.
მი­ზე­ზე­ბი
ურეთ­რი­ტი შე­იძ­ლე­ბა ბაქ­ტე­რი­ებ­მა, სო­კო­ებ­მა ან ვი­რუ­სებ­მა (მაგ. მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუს­მა) გა­მო­იწ­ვი­ოს. ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში გა­მომ­წვე­ვე­ბი ის ბაქ­ტე­რი­ე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც ნორ­მა­ში ნაწ­ლა­ვე­ბის ქვე­და ნა­წილ­ში ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი შარ­დსა­დენ­ში ყი­თა­დან ხვდე­ბი­ან. კა­ცებ­ში ურეთ­რი­ტი ბევ­რად იშ­ვი­ა­თად ვი­თარ­დე­ბა, რად­გან მა­თი შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრე­ლი და­შო­რე­ბუ­ლია ყი­თა­დან და ბაქ­ტე­რი­ებს ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლი­ათ  იქამ­დე მიღ­წე­ვა. ურეთ­რი­ტის მქო­ნე ქალ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში  შარ­დის ბუ­შ­­ტის ინ­ფექ­ცი­აც (ცის­ტი­ტი) ვი­თარ­დე­ბა, რაც მა­მა­კა­ცე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის.
სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი – მაგ.: გო­ნო­რე­ის გა­მომ­წვე­ვი ნე­ი­სე­რია (Nე­ის­სე­რია გო­ნორ­რჰო­ე­ა­ე) – შე­იძ­ლე­ბა შარ­დსა­დენ­ში სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს მოხ­ვდეს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პარ­ტნი­ო­რის­გან. სქე­სობ­რი­ვი გზით ხში­რად ქლა­მი­დია და მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სიც გა­და­ე­ცე­მა და შე­იძ­ლე­ბა ურეთ­რი­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს. რო­ცა ეს და­ა­ვა­დე­ბა კა­ცებ­ში ვი­თარ­დე­ბა, ძა­ლი­ან ხში­რად იგი გო­ნო­რე­ი­თაა გა­მო­წე­უ­ლი. Nე­ის­სე­რია გო­ნორ­რჰო­ე­ა­ე-მ ურეთ­რი­ტი შე­იძ­ლე­ბა ქა­ლებ­შიც გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ იგი უფ­რო ხში­რად სა­შოს, საშ­ვი­ლოს­ნოს ყელს, საშ­ვი­ლოს­ნოს, საკ­ვერ­ცხე­ებ­სა და კვერ­ცხსა­ვალ მი­ლებს აინ­ფი­ცი­რებს. კა­ცებ­ში შარ­დსა­დე­ნის ინ­ფექ­ცი­ი­სა და ან­თე­ბის კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზია მიკ­როს­კო­პუ­ლი პა­რა­ზი­ტი – ტრი­ქო­მო­ნა. ურეთ­რი­ტი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ბაქ­ტე­რი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­შარ­დე გზე­ბის სხვა ნა­წი­ლებს აინ­ფი­ცი­რე­ბენ, მაგ. ნაწ­ლა­ვის ჩხირ­მა.
სიმ­პტო­მე­ბი
ორი­ვე სქეს­ში ხში­რად ვლინ­დე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა და მო­შარ­დვის ხში­რი, და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი. ზოგ ადა­მი­ანს სიმ­პტო­მე­ბი სა­ერ­თოდ არ აქვს. კა­ცებ­ში, რო­ცა გა­მომ­წვე­ვი გო­ნო­რეა ან ქლა­მი­დი­ა­ა, რო­გორც წე­სი, შარ­დსა­დე­ნი­დან გა­მო­ნა­დე­ნი აღი­ნიშ­ნე­ბა. იგი ხში­რად მომ­წვა­ნო-­მოყ­ვი­თა­ლო­ა, რო­ცა გა­მომ­წვე­ვი გო­ნო­კო­კია და გამ­ჭვირ­ვა­ლე­ა, რო­ცა ინ­ფექ­ცი­ის მი­ზე­ზი სხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი­ა. ქა­ლებ­ში გა­მო­ნა­დე­ნი უფ­რო იშ­ვი­ა­თი­ა.
სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა შე­იძ­ლე­ბა შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­ამ და ვა­გი­ნიტ­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს. ვა­გი­ნი­ტის დროს მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა იმი­ტომ ვი­თარ­დე­ბა, რომ მჟა­ვა რე­აქ­ცი­ის შარ­დი ან­თე­ბად ვულ­ვა­სა და სა­შოს ამომ­ფენ გარსს აღი­ზი­ა­ნებს.
გარ­თუ­ლე­ბე­ბი: შარ­დსა­დე­ნის არა­ნამ­კურ­ნა­ლებ­მა ან ცუ­დად ნამ­კურ­ნა­ლებ­მა ინ­ფექ­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი შე­ვიწ­რო­ე­ბა – სტრიქ­ტუ­რა გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს, თა­ვის მხრივ, კი­დევ უფ­რო ზრდის შარ­დის ბუშ­ტის ან თირ­კმლის ინ­ფექ­ცი­ის რისკს. არა­ნამ­კურ­ნა­ლე­ბი გო­ნო­რე­ის დროს შე­საძ­ლოა შარ­დსა­დე­ნის გარ­შე­მო ჩირ­ქი დაგ­როვ­დეს ანუ აბ­სცე­სი წარ­მო­იქ­მნას. ამან შე­იძ­ლე­ბა შარ­დსა­დე­ნის კედ­ლე­ბის ჩან­თა­სა­ვით გა­მო­ბერ­ვა (ე.წ. დი­ვერ­ტი­კუ­ლი) გა­მო­იწ­ვი­ოს და მი­სი ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­დეს. თუ­კი აბ­სცეს­მა კა­ნი, სა­შო ან სწო­რი ნაწ­ლა­ვი გა­არ­ღვი­ა, შარ­დი შე­იძ­ლე­ბა ამ ახ­ლად ფორ­მი­რე­ბულ ხვრელ­მილ­ში გა­და­ვი­დეს (შარ­დსა­დე­ნის ფის­ტუ­ლა).
დი­აგ­ნო­ზი
ურეთ­რი­ტის დი­აგ­ნო­ზი, რო­გორც წე­სი, სიმ­პტო­მე­ბი­დან და გა­სინ­ჯვის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის­მე­ბა. თუ­კი გა­მო­ნა­დე­ნი არის, მი­სი ნაცხ­ის აღე­ბაა სა­ჭი­რო რბილ­თა­ვი­ა­ნი ჩხი­რის შარ­დსა­დე­ნის ბო­ლო­ში შეყ­ვა­ნით. შემ­დეგ იგი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბა ანა­ლი­ზის­თვის, რა­თა გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი დად­გინ­დეს.
პრე­ვენ­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა
ურეთ­რი­ტის გა­მომ­წვე­ვი სქე­სობ­რი­ვად გა­და­მ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა პრე­ზერ­ვა­ტი­ვით შე­იძ­ლე­ბა.
მკურ­ნა­ლო­ბა ინ­ფექ­ცი­ის მი­ზეზ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის ზუს­ტად და­დ­­გე­ნას შე­იძ­ლე­ბა დღე­ე­ბი დას­ჭირ­დეს. ექი­მე­­­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ისეთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს ნიშ­­­­ნა­­­ვენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ხში­რი ინ­ფექ­ცი­ე­­­ბის­­თვი­საა ეფექ­ტუ­რი. სქე­სობ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი მა­­­მა­­­კა­­ცე­ბის­თვის, მკურ­ნა­ლო­ბა, რო­გორც წე­სი, მო­­ი­ცავს ცეფ­ტრი­აქ­სო­ნის ინფექ­ცი­ებს გო­ნო­რე­ის­თვის და აზით­რო­მი­ცინს ან დოქ­სი­ციკ­ლინს და­სა­ლე­ვად ქლა­მი­დი­ის­თვის. თუ­კი კვლე­ვე­ბით გა­მო­ი­რიცხ­ე­ბა ეს ორი ინ­ფექ­ცი­ა, ტრი­მე­ტოპ­რიმ­/სულ­ფა­მე­ტოქ­სა­ზო­ლი ან ფტორ­ქი­ნო­ლო­ნე­ბის ჯგუ­ფის ან­ტი­ბი­ო­ტი­კი (მაგ. ციპ­როფ­ლოქ­სა­ცი­ნი) შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს. ქა­ლებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა ისე­თი­ვე­ა, რო­გორც ცის­ტი­ტის დროს. მარ­ტი­ვი ჰერ­პე­სის ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის შე­საძ­ლოა ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ. აციკ­ლო­ვი­რი გახ­დეს სა­ჭი­რო.
სა­შარ­დე გზე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი
აღ­მა­ვა­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი:
  • სა­შარ­დე გზე­ბის დახ­შო­ბა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, მაგ. კენ­ჭე­ბით;
  • შარ­დის ბუშ­ტის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა, რის გა­მოც მი­სი ბო­ლომ­დე დაც­ლა არ ხდე­ბა, მაგ. ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­­ა­ვა­­დე­ბე­ბის დროს;
  • შარ­დსაწ­ვე­თებ­სა და შარ­დის ბუშტს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სარ­ქვლის მსგავ­სი მე­ქა­ნიზ­მის მოშ­ლა, რის გა­მოც შარ­დი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი ბუშ­ტი­დან ზე­ვით, შარ­დსაწ­ვე­თებ­ში და შე­საძ­ლოა თირ­კმლებ­შიც ადის (უფ­რო ხში­რად სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე ბავ­შვებ­ში);
    ექი­მის მი­ერ კა­თე­ტე­რის ან რა­ი­მე ინ­სტრუ­მენ­ტის შეყ­ვა­ნა სა­შარ­დე გზებ­ში;
  • სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი;
  • სა­შოს დი­აფ­რაგ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა სპერ­მი­ციდ­თან ერ­თად;
  • პა­თო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რის ანუ ხვრელ­მი­ლის (ფის­ტუ­ლის) არ­სე­ბო­ბა შარ­დის ბუშ­ტსა და სა­შოს ან ნაწ­ლავს შო­რის;
  • მა­მა­კა­ცებ­ში პროს­ტა­ტი­ტი.
READ  როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე: საუკეთესო რჩევები სრულყოფილი დეკორაციისთვის

სის­ხლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი:

  • ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სის­ხლში (სეპ­ტი­ცე­მი­ა);
  • გუ­ლის სარ­ქვლე­ბის ინ­ფექ­ცია (ინ­ფექ­ცი­უ­რი ენ­დო­კა­რ­­­დიტი).

საშარდე გზების კენჭები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები