გაინტერესებთ, სად შეიძინოთ ანტიკვარული/ვინტაჟური ავეჯი და აქსესუარები თბილისში? – გაგაცნობთ 6 მაღაზიას:
1. სტუდია 995
“სტუდია 995“ არის შოურუმი, რომელიც მდებარეობს ძველ საბჭოთა ქარხანაში, ვ. გორგასლის 115-ში. აქ მომხმარებელს ევროპული ვინტაჟური ავეჯისა და ინტერიერის ნივთების საკმაოდ დიდი არჩევანი დახვდება.
2. რეთრო ბაზარი
“რეთრო ბაზარი“, რომელიც მიხეილ წინამძღვრიშვილის 54/56-ში მდებარეობს, 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს სთავაზობს ანტიკვარულ და ვინტაჟურ ავეჯსა და ინტერიერის ელემენტებს ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის.
3. ფრანგული პალატი
“ფრანგულ პალატში” წარმოდგენილია ვინტაჟური ავეჯისა და სახლის აქსესუარები ფრანგული შატოებიდან. მაღაზია მდებარეობს იაკობ გოგებაშვილის #29-ში.
4. ბენილუქს ვინტაჟი
“ბენილუქს ვინტაჟი” არის კიდევ ერთი ადგილი ანტიკვარული და ვინტაჟური ნივთების მოყვარულთათვის. მაღაზია მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თამარ მეფის 26/თევდორე მღვდლის 1.
5.TrocMarket
მაღაზია ტროკმარკეტი ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #37-ში მდებარეობს. შოურუმში ბელგიური ვინტაჟური ავეჯისა და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელში.
6. Antique Space
Antique Space-ში წარმოდგენილია ძველებური ნივთები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კომპანიის შოურუმი მდებარეობს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, #6-ში.
წყარო – homeis.ge
მასალის გამოყენების პირობები