პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ შევარჩიოთ ონკანი - რჩევები და რეკომენდაციები

როგორ შევარჩიოთ ონკანი – რჩევები და რეკომენდაციები

სანტექნიკის ბაზარზე ონკანების მოდელების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, არჩევანი პრაქტიკულ და, ამავე დროს, თანამედროვე ვარიანტზე შეაჩეროთ. თუმცა, ყველამ არ იცის, როგორ შეარჩიოს სწორად ონკანი. ამიტომ დღეს სწორედ ამ თემას განვიხილავთ.

საჭიროა, რამდენიმე საკითხში გაერკვეთ:

  • უპირველესად, უნდა განსაზღვროთ, რისთვის გამოიყენებთ ონკანს — მხოლოდ ხელების დასაბანად თუ სხვა მიზნითაც. მოდელის მახასიათებლები (მაგალითად, სიმაღლე) სწორედ ამ საჭიროებას შეესაბამება.
  • ონკანის შერჩევამდე მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ ნიჟარის პარამეტრები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, კონკრეტული მოდელის შეძენაზე იფიქროთ.
  • ზუსტად განსაზღვრეთ, რისთვის გჭირდებათ ნიჟარა და ონკანი და რა მახასიათებლები გინდათ, მათ ჰქონდეს.

ონკანის სწორად შესარჩევად ნიჟარის ტექნიკური მახასიათებლები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ნებისმიერი ტიპის ნიჟარების სტანდარტული სიმაღლე 180-220 მმ-ია. აუცილებელია, გაიზომოს მანძილი ონკანისთვის განკუთვნილი ნახვრეტიდან ნიჟარის ცენტრამდე, საიდანაც წყალი გაედინება. მაგალითად, თუ ონკანის სიგანე 450 მმ-ია, მისი შუაზე გაყოფით 225 მმ-ს მიიღებთ, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ონკანისთვის განკუთვნილი ნახვრეტი, როგორც წესი, კედლიდან 50 მმ-ით არის დაშორებული. აქედან გამომდინარე, 450-50/2 = 200 მმ-ს. უნდა იცოდეთ, რომ, ჩვეულებრივ, 80-110 მმ-იანი სიმაღლე საკმარისია.

ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შესაფერისია 90 მმ. სიმაღლის ონკანი, რომლის სიგრძე 200 მმ-ია. გაითვალისწინეთ, რომ ონკანების უმეტესობაში წყლის გამოსასვლელი 19-25-გრადუსიანი კუთხითაა დახრილი, ასე რომ, შეგიძლიათ, ისეთი მოდელები შეარჩიოთ, რომელთა სიგრძეც 110 მმ-დან იწყება.

ამ პრინციპის გათვალისწინებით, შეგიძლიათ დამოუკიდებლად გამოთვალოთ ონკანის პარამეტრები.

როგორ შევარჩიოთ ონკანი სამზარეულოსთვის?

სამზარეულოში ონკანის სიმაღლე დიასახლისის საჭიროებიდან, ჭურჭლის ზომებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ირჩევა. სამზარეულოს ონკანი შეიძლება ნებისმიერი სიმაღლის იყოს, 100 მმ-დან დაწყებული, 300 მმ-მდე. მთავარია, მისი სიგრძე ნიჟარის ცენტრს არ სცდებოდეს. სამზარეულოსთვის ონკანის შერჩევის პრინციპი ხელსაბანის შემთხვევის მსგავსია. განსხვავდება მხოლოდ ონკანის სიმაღლე. სწორი მოდელის შესარჩევად აქაც უნდა გაითვალისწინოთ ნიჟარის სიგანე, სიღრმე და სიმაღლე.

ონკანის შერჩევისას, ზომებთან ერთად, მისი ფორმა და კონსტრუქციაც მნიშვნელოვანია. ყურადღება არ უნდა გაამახვილოთ მხოლოდ გარეგნულ იერსახეზე. უფრო მნიშვნელოვანია, ონკანი შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს:

  • იყოს მბრუნავი, ხოლო ბრუნვის სექტორი წყლის ნაკადს ნებისმიერი მიმართულებით წარმართავდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორკონტეინერიანი ნიჟარისთვის.
  • ისეთი ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ დიდი ზომის ჭურჭლის კომფორტულად გარეცხვა შეძლოთ.
  • რჩევები აბაზანისთვის ონკანის შესარჩევადაბაზანისთვის ონკანიც იმავე სქემით უნდა შეარჩიოთ, რომელსაც ხელსაბანისა და სამზარეულოსთვის იყენებთ. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ:
    • ყურადღება მიაქციეთ რეჟიმის გადამრთველებს. დაიცავით წესი — რაც უფრო მარტივია მექანიზმი, მით უფრო საიმედო და გამძლეა. ონკანის ზოგიერთ მოდელს ელექტრონული გადამრთველები აქვს. დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ ეს და ღირს თუ არა ამ ფუნქციისთვის ზედმეტის გადახდა.
    • სანამ აბაზანისთვის ონკანს შეარჩევთ, განსაზღვრეთ მისი მონტაჟის მეთოდი. როგორც წესი, ის კედელზე მაგრდება. ასევე, არსებობს მოდელები, რომლებიც თვითონ აბაზანის ნაპირზე მონტაჟდება. თუ უკანასკნელი ვარიანტი მოგწონთ, ონკანის შეძენამდე ვერტიკალური მონტაჟის მეთოდისთვის საჭირო აქსესუარები შეარჩიეთ.
    • არსებობს ონკანის ორი ტიპი — ფიქსირებული და მბრუნავი. აბაზანისთვის უმჯობესია, ეს უკანასკნელი შეარჩიოთ.
    • წყარო – homeis.ge
    • #sheniinterieri #gochadze #drpkhakadze #sheniambebi SheniInterieri.ge • შენიინტერიერი.ge SheniAmbebi.ge • შენიამბები.ge
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები