მონუმენტი “საქართველოს მატიანე” სვეტებისგან შექმნილი მონუმენტია, რომელიც თბილისში, თემქაზე, “ყეენის მთაზე” მდებარეობს. ძეგლი 1980 წელს შეიქმნა ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის მიერ.
მონუმენტზე სხვადასხვა ისტორიული თუ რელიგიური მოვლენის ამსახველი სცენები, ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების სიუჟეტებია გამოსახული. ბრინჯაოსა და ქვაში შესრულებულია მართლმადიდებლური დღესასწაულები – ბზობა, საიდუმლო სერობა, აღდგომა, ხარება, სულთმოფენობა, ფერისცვალება -და ქრისტეს ცხოვრების ამსახველი რელიეფები, ასევე “შუშანიკის წამება“, „გუთნის დედა“, წმინდა ნინოს ცხოვრება, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები, 13 ასირიელი მამა, ქართველ პოეტთა საუკეთესო ლექსები, ქართველი მეფეების, მწერლების, წმინდანებისა და ცნობილი ადამიანების ძეგლები და სხვ.
მონუმენტთან მდებაორეობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი ეკლესია.
გარდა ძეგლის უნიკალურობისა, ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედი ერთ მხარეს თბილისის ზღვაზე, ხოლო მეორე მხარეს დედაქალაქზე, რაც შთაბეჭდილებას ანიჭებს მნახველს.
მასალის გამოყენების პირობები