კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისამუშაო ჩვევები საქმის ეფექტურად შესასრულებლად - რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სამუშაო ჩვევები საქმის ეფექტურად შესასრულებლად – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

ეფექტური მუშაობა არ გულისხმობს შეუსვენებლივ მუშაობას. აუცილებელია ერთი სახის სამუშაოს შესრულებისას დასაქმებული პერიოდულად ისვენებდეს, რაც აუცილებელია სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამისათვის ასევე მნიშვნელოვანია, სხეულის პოზიციების ცვლილება და მოძრაობა დღის განმავლობაში. პერიოდულად უნდა შეიცვალოთ უკვე რეკომენდებული ჯდომის სამი პოზიცია, ასევე საჭიროა პერიოდულად ფეხზე დგომა. 

უნდა იცოდეთ, როგორ ააწყოთ მოწყობილობები (სავარძელი, მაგიდა და ა. შ.), რომ უზრუნველყოთ მათი მდებარეობის/პოზიციის ცვლილება. ძირითადი ერგონომიკული პრინციპების დაცვა დაგეხმარებათ, იყოთ უფრო კონცენტრირებულნი, რელაქსაცია კი უზრუნველყოფს, ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოთ ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის წონასწორობა. ეს არა მარტო შეამცირებს კუნთოვან დაღლილობას, რომელიც ვითარდება ერთი სახის სამუშაოს შესრულებისას ერთსა და იმავე ან მოუხერხებელ პოზიციაში, არამედ გაზრდის წარმოებას.

სტრესისა და დაღლილობის განვითარება ფერხდება, თუ პრაქტიკაში დავნერგავთ შემდეგი სახის ჩვევებს: 

  • იდაყვები მოათავსეთ სხეულის გვერდებთან ახლოს; 
  • თუ თქვენ იყენებთ ტელეფონს ხშირად ან ხანგრძივი პერიოდის განმავლობაში, სასურველია გამოიყენოთ სატელეფონო გარნიტური. 
  • სამუშაო აღჭურვილობა და სამუშაო მასალები დააწყვეთ ისე, რომ ხშირად გამოსაყენებელი ნივთები იყოს ხელით მისაწვდომ მანძილზე

რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან, რომლის ხელმძღვანელიც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  “თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, ეს 8 პუნქტი უნდა შევასრულოთ” – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები