სახლის დეკორაციის ტენდენციები ხშირად ცხოვრების ახალი წესზე სტაბილურ გადასვლას გულისხმობს, ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება კომფორტულად მოვაწყოთ ახალი სივრცე.
მოძრაობა და ცვლილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, ჩვენ ყოველ მომდევნო დღეს რაიმე ახალსა და საინტერესოს უნდა ველოდოთ. ინტერიერის დიზაინის ტენდენციები უცნობ ელემენტებს შეიძენენ. თანამედროვე დიზაინის სტილის იდეა უფრო გააძლიერებს და დახვეწს იმას, რაც დიზაინის სამყაროში ახლა უყვართ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ სივრცეებისთვის, რომელიც იმაზე უკეთესია, რაც აქამდე იყო. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რა არის ტენდენციური ახლა!
“ველნეს” დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. საკუთარ თავზე ზრუნვა კარგად ყოფნის ერთ-ერთი უმთავრესი გასაღებია, მაგრამ ჯანსაღ გარემოსაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ამ ყველაფერში. “ველნეს” დიზაინს შეუძლია დადებითი ტონები შემოიტანოს ჩვენი ცნობიერების ასამაღლებლად. ინოვაციები დაგეხმარებათ შექმნათ ლამაზი და ჯანსაღი სივრცეები უახლოეს მომავალში.
ART DECO ENCORE
წარსულის საყვარელ სტილში დაბრუნება ინდუსტრიის მისწრაფებას წარმოადგენს. იმის გამო, რომ ინტერიერი ნელ-ნელა მკვეთრ მინიმალიზმს შორდება, არტ-დეკოს აღორძინება სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჰიპერმაქსიმალიზმი ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ ინტერიერში დეტალების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. ველით არტ-დეკოს უფრო კაშკაშა ფერებს, გეომეტრიულ ნიმუშებსა და სიმეტრიას.
გასართობი დასვენების ზონა
სახლში სოციალიზაცია უკანასკნელ წლებში საკმაოდ გაძლიერებულია. ამ მიზეზის გამო უნიკალური განლაგება და მოსასვენებელი ადგილები ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში დიდ ადგილს იკავებენ. მრგვალი სკამები და სავარძლები ორმხრივი საზურგეებით, საუკეთესო გამოსავალია. ყურადღება სიახლოვისა და ურთიერთობის განმტკიცებისკენ არის მიმართული, რომელიც, რაც შეიძლება, მეგობრული ატმოსფეროს შექმნაზეა ორიენტირებული.
მაქსიმალურად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება
რაც უფრო მეტი ვიცით ადამიანის ფუნქციონირების გასაზრდელად საჭირო ბენეფიტებზე, მით უფრო მეტად დავინახავთ ამისათვის საჭირო ელემენტებს ინტერიერში, რა თქმა უნდა, იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ბუნებრივი სინათლე სწორედ ასეთი ელემენტია ინტერიერში. ახალი აქცენტები კეთდება ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოყენებაზე, დიდი ფანჯრებითა და თეთრი და ამრეკლავი ზედაპირებით. და რატომაც არა? ბუნებრივ სინათლეს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ძილი, დეტალებზე ფოკუსირების უნარი და განწყობა.
ვინტაჟური ავეჯისა და დეკორის ტენდენციების ნოსტალგია
ინტერიერის დიზაინს შეუძლია შექმნას ეპოქისათვის დამახასიათებელი ატმოსფერო ან გარემო, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ნოსტალგიას. ვინტაჟური ავეჯი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, 60-70-იანი წლების ნოსტალგიური გარემოს შექმნაში. ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის ეს ტენდენცია ასევე ხელს უწყობს ნივთების ხელახლა გამოყენებას. ანტიკვარ და ვინტაჟურ ნივთებს სასიამოვნო და არაჩვეულებრივი გარემოს შექმნა შეუძლიათ.
ხელნაკეთი ტექსტურირებული ფილები
ხელნაკეთი ტექსტურირებული Zellige ფილები მომავალ წელსაც აქტუალური იქნება, ეს ტაქტილური ფილა, რომელიც მაროკოში იღებს სათავეს და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს გასაკვირი არც არის, რადგან იგი იდეალურად ერგება ორგანული ინტერიერის დიზაინს.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყაროhttps://ge.itstep.org/blog/int-erieris-dizainis-t-endentsiebi-2023-24-ts-lebistvis
მასალის გამოყენების პირობები