Country style , cottage style და სხვა მსგავსი სტილი ინტერიერის დიზაინში, უმეტესად ქალაქგარეთ მდებარე სახლებში გვხვდება .
თუმცა ზოგი იმდენად შეყვარებულია ამ სტილზე, არც ქალაქის ბინაში ამბობს უარს.
Მთავარი ისაა, სახლში შესვლისას თავი ყველაზე კომფორტულად იგრძნოთ.
ფოტოზე ქანთრის სტანდარტულ ვიზუალს ვხედავთ – თეთრის და ხის კომბინაცია. ძალიან ლამაზია სამზარეულო ხის ზედაპირით, თუმცა მუდმივად ისმის კითხვა: რამდენად გამძლეა ასეთი ზედაპირი.
ყველა მასალას აქვს უპირატესობები და ნაკლოვანებები, გააჩნია თქვენს მოთხოვნებს.
Ხის ზედაპირებს შორის განსხვავებაა ხარისხის მიხედვით, თუმცა თუ თქვენ ცხოვრობთ სახლში, სადაც სამზარეულოს დიდი დატვირთვა აქვს, ხშირად იყენებთ, სტუმრებს ხშირად იღებთ და ა.შ., მოგიწევთ ხის ზედაპირს განსაკუთრებულად გაუფრთხილდეთ.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყაროhttps://www.facebook.com/profile.php?id=61555895953572
მასალის გამოყენების პირობები