ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში

3 წუთიანი წაკითხვა

ფენგ-შუი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებაა, რომელიც გამოიყენება სახლის მყუდროდ დაგეგმარებაში. დიზაინერების უმრავლესობამ კი არც იცის მის შესახებ… ექსკლუზიურად sheniinterieri.ge-ს მკითხველს ინტერიერის დიზაინერი, ნინო პაიჭაძე პროფესიონალურ რჩევებს უზიარებს:

 რა არის ფენგ შუი?

პირდაპირი მნიშვნელობით ეს არის „გზა, რომელსაც წყალი და ჰაერი გადის“. ის ბუნების ანარეკლია… “ფენგ” ნიშნავს ქარს და “შუი” წყალს. კონცეპტი არის აღებული უძველესი პოემიდან, რომელიც მოგვითხრობს – როგორ არის ადამიანების გზა დაკავშირებული და შერწყმული მის გარესამყაროსთან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში | შენი ინტერიერი

ფენგ-შუი არის პრაქტიკა, თუ როგორ შევქმნათ ბალანსი საცხოვრებელ სახლში ნატურალური მასალებით. მისი მიზანია, სწორი განლაგება… სახლში ჰარმონიის და სიმყუდროვის შექმნა.

ეს არის გეგმარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, სამუშაო მაგიდა, ჩათვალეთ, არის თქვენი კარიერა. ლოგინი კი – თქვენი ძალების აღდგენისა და პირადი ურთიერთობების ადგილი… სამზარეულოს გაზქურა – თქვენი შემოსავალი და კეთილდღეობა.

ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში | შენი ინტერიერი

სახლის ცენტრი კი არის ჯანმრთელობის ზონა და არ უნდა იყოს დატვირთული.

ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, ეს მიმდინარეობაა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ის მარტივია. ეს ცოდნა წლების მანძილზე ისწავლება და ერთ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ცოდნის სიტყვიერი მეთოდით გადაცემას გულისხმობს.

ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში | შენი ინტერიერი

კეთილდღეობა, კარიერა, შვილები, ჯანმრთელობა, სიყვარული…თითოეულს აქვს თავისი სექტორი და ასევე 5 თვისება:

ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში | შენი ინტერიერი

1.ფორმა 2.ფერი 3.სეზონი 4.ციფრი 5.ელემენტი (ქვა, მეტალი, წყალი, ხე , ცეცხლი)

ბაგუა

ეს არის სახლის რუკა, რომელზეც ნაწილდება 9 ერთმანეთისგან განსხვავებული სივრცე, რომლებზეც არი 9 სხვადასხვაგვარი ენერგია. ბაგუას ცენტრში არის მე-9 ელემენტი, რომელიც ხართ თქვენ ან თქვენი სახლი და თქვენი ჯანმრთელობა.

ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში | შენი ინტერიერი

ამიტომაც არის, რომ ხშირად ვამბობთ: “ჩემი სახლი ჩემი ანარეკლია”…

ბაგუას გამოყენების ყველაზე მარტივი გზა არის ავირჩიოთ სამი ძირითადი ენერგია, რომელსაც გვინდა ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმოს.

1.ოჯახის 2.ბარაქის 3.ჯანმრთელობის 4.დამხმარე ხალხის 5.ბავშვების 6.ცოდნის 7.დიდების 8.კარიერის 9.ურთიერთობის

მათი განაწილება ხდება თქვენი და თქვენი პარტნიორის ან მაცხოვრებლების პირადი კუას ციფრებით, რისთვისაც უკვე სპეციალისტს და ინტერიერის დიზაინერს უნდა მიმართოთ.

READ  გაგაცნობთ ხელნაკეთი, ეკომეგობრული სათამაშოების ბრენდს

ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში | შენი ინტერიერი

აქვე შევეცდები, მოკლედ და მარტივად გაგაცნოთ რამდენიმე წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სახლის გეგმარებისას:

მოსასვენებელი კუთხე უნდა იყოს ყოველთვის, მშვიდ და წყნარ მხარეს, სასურველია ფანჯრიდან ჩანდეს ბუნება. კარგია, თუ იქნება სიყვარულის სექტორში ან კუათი ან ბაგუით.

კარი არასოდეს არ უნდა იყოს საწოლის პირდაპირ ამას ეძახიან “კუბოს პოზიციას”. არც ლოგინის გვერდზე ან თავთან ეს მკაცრი შეცდომაა და თქვენი ენერგიის გადინებას გამოიწვევს. სასურველია კარი იყოს ყოველთვის საწოლის დიაგონალზე, ასევე სასურველია არ იყოს სარკე საძინებელში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ საძილის სარკე არ უყურებდეს ლოგინს.

საძინებლის დაგეგმარებისას  შეეცადეთ, ყველა დეტალი განმეორდეს ლოგინის გვერდებზე სიმეტრიულად, რათა არ გამოიწვიოს დისბალანსი ურთიერთობაში. მაგ: ორი მაგიდის სანათი, ორი ტუმბო, ორი დეკორი.

საძინებელში არ უნდა იყოს ტელევიზორი. ტუალეტი არ უნდა ემიჯნებოდეს ლოგინის კედელს და არც პირდაპირ საწოლისკენ არ უნდა იყოს მიმართული თუნდაც საწოლს და ტუალეტს შორის გქონდეთ კედელი, ეს მაინც მნიშვნელოვანია. საწოლის თავი ყოველთვის იყოს მყარ კედელზე, მოერიდეთ ფანჯრებს თავის უკან.

სასურველია, ლოგინის თავი იყოს მომრგვალებული ან რბილი კუთხეებით. და ასევე ლოგინი არ უნდა იყოს ცალ მხარეს კედელზე მიყრდნობილი.

ბედნიერ დაგეგმარებას გისურვებთ! თუ გსურთ შეისწავლოთ ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია, თვალი ადევნეთ sheniinterieri.ge-ს და ასევე ჩემს გვერდს – Nino Paichadze Design.

სტატია sheniinterieri.ge-სთვის მოამზადა ინტერიერის დიზაინერმა, ნინო პაიჭაძემ ✨️

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში. 6 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/nino-paichadze/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ფენგ-შუის მნიშვნელობა დიზაინში [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 16]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/nino-paichadze/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
READ  რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network