კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისიმყუდროვის განუყოფელი ნაწილია „რბილი კუთხე“ - რა უნდა გაითვალისწინო ინტერიერის დაგეგმვისას

სიმყუდროვის განუყოფელი ნაწილია „რბილი კუთხე“ – რა უნდა გაითვალისწინო ინტერიერის დაგეგმვისას

მყუდრო, თანამედროვე ინტერიერის დიზაინი მეტია, ვიდრე უბრალოდ სტილი. იგი ასახავს ცხოვრების წესს, რომელიც ფუნქციასა და ფორმას, სილამაზესა და კომფორტს აფასებს. სახლში შექმნათ მყუდრო ინტერიერი, ერთგვარი ხელოვნებაა, რადგან საჭიროებს ჰარმონიის, სილამაზის და ესეტიკის გაერთიანებას. არ აქვს მნიშვნელობა, სრულმასშტაბიან რემონტს აპირებთ თუ, უბრალოდ, მყუდრო მინილამიზმის შექმნა გსურთ პატარა ცვლილებებით, ჩვენს სტატიაში წაკითხული რჩევები ორივე შემთხვევაში დაგეხმარებათ.

სახლში დაგეგმოთ მყუდრო, მშვიდი ინტერიერი,პირველ რიგში, ნიშნავს, დაგეგმოთ სივრცე, რომელსაც ნამდვილად თქვენად აღიქვამთ და ისიამოვნებთ სახლში ყოფნით. მყუდრო ინტერიერი ვერ იარსებებს, თუ თას კომფორტულად არ იგრძნობთ.

სიმყუდროვის განუყოფელი ნაწილია „რბილი კუთხე“ – რა უნდა გაითვალისწინო ინტერიერის დაგეგმვისას | შენი ინტერიერი

რა უნდა გაითვალისწინოთ მყუდრო ინტერიერის დაგეგმვისას:

1. შექმენით კომფორტული სივრცე რბილი ავეჯით, პუფებითა და ბალიშებით. სიმყუდროვის განუყოფელი ნაწილია „რბილი კუთხე“, სადაც დაისვენებთ, წიგნს წაიკითხავთ ან ფილმს უყურებთ, მოკლედ, განიტვირთებით.

2. ინტერიერში გამოიყენეთ სანთლები, რომლებსაც პერიოდულად აანთებთ. არის რაღაც მედიტაციური,მბჟუტავი სანთლის ყურებაში. ამასთან ერთად, სანთლები შეიძლება იყოს ლამაზი, ინტერიერზე მორგებული.

სიმყუდროვის განუყოფელი ნაწილია „რბილი კუთხე“ – რა უნდა გაითვალისწინო ინტერიერის დაგეგმვისას | შენი ინტერიერი

3. თქვენს სახლში მყუდრო ინტერიერის შექმნა შეგიძლიათ ხელნაკეთი კერამიკის ჭურჭლით. კერამიკის ჭიქიდან ყავისა თუ ჩაის დალევისას,ყოველ ჯერზე შეიგრძნობთ სიმყუდროვეს.

4. ხელოვნების ლამაზი ნიმუში არის მყუდრო ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. აირჩიეთ ისეთი რამ, რაც თვალში მოგხვდებათ და თითოეული შეხედვისას სიხარულს მოგანიჭებთ.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://archi.ge/ka/blogs/myudro-interiri

 

 

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  სამი მიმდინარე ტენდენცია, რომელიც განსაზღვრავს ინტერიერის დიზაინს 2024 წელს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები