რატომ მხოლოდ ფანჯარაზე, როცა ფარდა შეიძლება ძალიან ბევრ რამეში გამოიყენოთ. ჩვენი იდეებით არა მხოლოდ ინტერიერს გაალამაზებთ, არამედ ფარდის ახალ ფუნქციებსაც აღმოაჩენთ.
- ფარდა საძინებელში მაშინაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ოთახს ფანჯარა არც აქვს. აქციეთ ფარდები საწოლის ნაწილად, როგორც სურათზეა ნაჩვენები და შექმენით რომანტიკული, მყუდრო გარემო.
2. თუ ინტერიერში მრავალფეროვნება და ცვლილებები გიყვართ, ხოლო ამის საუკეთესო ხერხად შპალერის ცვლილება მიგაჩნიათ, ეს იდეა სწორედ თქვენთვისაა. შპალერის ხშირი ცვლა ხარჯებთან, დროსთან და დისკომფორტთანაა დაკავშირდებული, ამიტომ აქციეთ ფარდა კედლის ფონად და შეცვალეთ მაშინ, როცა მოგესურვებათ.
3. ოთახს კარი თუ არ აქვს, ხშირად დისკომფორტის შემქმნელია, ამიტომ გამოიყენეთ კარის ალტერნატივად თქვენთვის სასურველი დიზაინის ფარდა.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://archi.ge/ka/blogs/originaluri-fardebi
მასალის გამოყენების პირობები