გაგაცნობთ არქიტექტურის 3 ძირითად მახასიათებელს

2 წუთიანი წაკითხვა

შენობის მახასიათებლები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:

ფუნქციური ხასიათი
ასოცირებული ხასიათი
პერსონალური ხასიათი

 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შენობის ფუნქციური ხასიათი

თითოეულ შენობას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფუნქციები გააჩნია და იქმნება კონკრეტული მიზნისთვის. შიდა დაგეგმარების გარე ფასადთან შეთანხმება მშენებლობის მიზანს გამოკვეთს. რაც შეეხება გარეგან ვიზუალს, იგიმნიშვნელოვან როლს თამაშობს შენობის სტრუქტურის მიზნისა და ფუნქციის დადგენაში.

მაგალითად:

ფანჯრების დიზაინის ნაცვლად შემინული სახურავის დიზაინი მუზეუმის შენობაზე მიუთითებს.
შენობაში, გრძელ კედელზე მრავალი ფანჯრისკონკრეტული თანმიმდევრობით დაპროექტება, ასევე შესაძლოა მიუთითებდეს მუზეუმზე.
მაღალი და განიერი ფანჯრების დიზაინი ბიბლიოთეკისთვის არის დამახასიათებელი.
ცენტრალურ ბლოკში სიმეტრიული, ფართო შესავლელის დაპროექტება, რაც ბალანსისა და რიტმის შეგრძნებას ქმნის, მიუთითებს საჯარო შენობებზე.

 

შენობის ასოცირებული ხასიათი

ზოგიერთი შენობის ხასიათში გამოიხატება გავლენისგარკვეული ელემენტები, რომლის მეშვეობითაც იქმნება შენობა. ეს გავლენები ძირითადად მომდინარეობს ათასობით წლის წინა პერიოდის ისტორიიდან და კულტურიდან. კულტურული ასპექტები კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შენობის სტრუქტურის ასოცირებული ხასიათის დადგენაში.

შენობის ამოცნობა ხდება მისი იმ მახასიათებლებით, რომელსაც ვუკავშირებთ კონკრეტულ სტრუქტურულ სტილს. მაგალითად თუ დიდი ნაგებობის გვერდითკოშკზე მდებარე შპილს ვხედავთ, ვიცით რომ ეს ეკლესიაა. გოპურამი ასახავს ინდუისტურ ტაძარს, ხოლო ნახევარმთვარე და თეთრი გუმბათი მეჩეთის სიმბოლოა.

შენობის პერსონალური ხასიათი

არქიტექტურის მახასიათებლებს ადამინის პიროვნულ თვისებებს ადარებენ. როგორც ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მათთვის დამახასიათებელი თვისებებით, არქიტექტურაშიც იგივე ხდება; შენობებსაც გააჩნიათ უნიკალური მახასიათებლები, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს. თუ შენობა სათანადო სულისკვეთებით არის დაპროექტებული, ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა თავაზიანობა, ღირსება და სიცოცხლისუნარიანობა, შეიძლება გამოიხატოს, როგორც შენობის სტრუქტურის განუყოფელი ნაწილი.

ზემოთ მოცემული მახასიათებლების შესწავლა მნიშვნელოვანია, თუ გვსურს გავიგოთ და შევისწავლოთ შენობის დიზაინის ანატომია.

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

READ  ქვემო ქართლში ძველი გერმანული სოფლის, ელიზაბეტთალის, სახასიათო…

წყარო: https://www.architecture

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). გაგაცნობთ არქიტექტურის 3 ძირითად მახასიათებელს. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/arqitektura/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. გაგაცნობთ არქიტექტურის 3 ძირითად მახასიათებელს [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/arqitektura/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network