არტ დილერი კრის გესკერი საკუთარი სახლის ინტერიერისა და თბილისის…

2 წუთიანი წაკითხვა

4 წლის წინ, თბილისში ჩამოსვლისთანავე, მოვიხიბლე ქალაქის მრავალფეროვანი შარმით.
პირველი თვეები სასტუმროებსა და ნაქირავებ სივრცეებში გავატარე, რათა უკეთ შემეგრძნო უბნებს შორის განსხვავებული ატმოსფერო. სოლოლაკი აღმოჩნდა სწორედ ის ადგილი, რომელმაც თავისი სიმშვიდითა და ისტორიული მიმზიდველობით ჩემი გული დაიპყრო.

არტ დილერი კრის გესკერი საკუთარი სახლის ინტერიერისა და თბილისის…

ბინის პოვნის პროცესი, ჩემდა გასაკვირად, ძალზედ იოლად წარიმართა. პირველსავე დღეს ერთადერთი ბინა, რომელიც ვნახე, ორი საათის შემდეგ შევიძინე კიდეც. ისტორიული შენობებით დახუნძლულ, მშვიდ ქუჩაზე მდებარე ჩემი ბინა, თავისი შესანიშნავი ბუნებრივი სინათლის წყაროთი, 4 მეტრიანი ჭერით, მუხის იატაკითა და ორი ანტიკური ღუმელით, იშვიათი აღმოჩენა იყო. თბილისში რთულია იპოვო 220 კვადრატული მეტრი ფართის სივრცე, რომელიც დანაწევრებული არ იქნება, რადგან საბჭოთა ეპოქაში, მსგავსი ბინები, მოგეხსენებათ, სულ დააქუცმაცეს, რომ რამდენიმე ოჯახის საცხოვრებლად ექციათ.

არტ დილერი კრის გესკერი საკუთარი სახლის ინტერიერისა და თბილისის… — ფოტო 2
ბინას ორი აივანი აქვს. ერთიდან შეგიძლიათ ისტორიული ქუჩის სიმშვიდით დატკბეთ, მეორე კი იტალიურ ეზოზე გადის. აქ ყოველი კუთხე ისტორიით სუნთქავს. რემონტის დროს რამდენიმე ნატყვიარიც კი აღმოვაჩინეთ კედლებს მიღმა; წარსული რევოლუციების უხმო დასტური. სარემონტო სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მაგივრად, გადავწყვიტე, დროის გარკვეული მონაკვეთი უბრალოდ მეცხოვრა ბინაში, დავკვირვებოდი და შემეცნო მისი ხასიათი, გამეგო მზის შუქი როგორ ეცემა კუთხეებსა და იატაკს და აღმომეჩინა ჩემი საყვარელი ადგილები.
ამ ინტიმური ცოდნით, ჩემს სარემონტო ჯგუფთან ერთად, რომელსაც ძალზედ ვენდობი და რომელმაც უკვე დამიმტკიცა პროფესიონალიზმი ვერის ბინაზე მუშაობის დროს, 5-თვიანი გარდასახვის მოგზაურობაში შევცურეთ.

არტ დილერი კრის გესკერი საკუთარი სახლის ინტერიერისა და თბილისის… — ფოტო 3

ეს პროექტი სიყვარულის, შრომის შედეგია, სადაც ისტორიის პატივისცემა და თანამედროვე დიზაინის ხედვა ჰარმონიულად შეერწყა ერთმნეთს. ახლა თბილისთან ახლოს ჩემი მთის კაბინის მშენებლობას ვამთავრებ და უკვე ახალი პროექტის ძიებაში ვარ.
თბილისი უდავოდ სავსეა შესაძლებლობებით. მისი ძველი შენობები საგანძურია, რომელიც გახსნას ელოდება.

არტ დილერი კრის გესკერი საკუთარი სახლის ინტერიერისა და თბილისის… — ფოტო 4

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://interierimagazine.ge

 

რემონტი 2026 — ფასები

კოსმეტ.: 1,500-5,000 ₾. საშ.: 5,000-15,000 ₾. კაპ.: 15,000-60,000 ₾. მასალები 8-12%-ით გაძვირდა — ადგ. ვარიანტი (Temia, ქართ. კერ.) ყველაზე ხელმ.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *