1875 წელს აგებული სახლი, რომელიც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა…

1 წუთიანი წაკითხვა
1875 წელს აგებული სასახლის ისტორია პრინც კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის რომანტიკული სიყვარულის ამბავია. იმპერიული სტილის ინტერიერის დიზაინი დღესაც შთაგონების წყაროა თანამედროვე სახლების მოწყობისთვის.

ეს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიაა:

სასახლე 1895 წელს არის აგებული არქიტექტორ პაულ ფონ შტერნის პროექტით, რომელიც მოგვიანებით პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა საყვარელ ქართველ ქალს- აგრაფინა ჯაფარიძეს საჩუქრად მიუძღვნა.
სასახლეს აქვს 70 ოთახი, 60 ფანჯარა, 40-ზე მეტი კარი, 3000-ზე მეტი კიბის საფეხური.

1875 წელს აგებული სახლი, რომელიც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა…

1875 წელს აგებული სახლი, რომელიც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა… — ფოტო 2
ოლდენბურგმა, რომელიც რუსეთის იმპერატორის ნათესავი იყო, აგრაფინა ქუთაისში გაიცნო, სადაც ის მონაწილეობას იღებდა მიხაი ზიჩის მიერ” ვეფხისტყაოსნის ” ილუსტრირებისთვის დადგმულ ცოცხალ სცენებში. პრინცს იმდენად მოეწონა ქალი, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანის სანაცვლოდ, ტარიელ დადიანი ცოლთან გაყრაზე დაიყოლია. მაშინ ამის მიზეზად დადიანის მიერ ნარდში თუ ბანქოში წაგებული დიდი თანხა სახელდებოდა. მაშინ ამბობდნენ, ამ თანხის გასასტუმრებლად დადიანმა ოლდენბურგისგან მილიონი თუმანი აიღოო.ასეთი ლექსიც კი დაწერილა: ” აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო”.

1875 წელს აგებული სახლი, რომელიც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა… — ფოტო 3

1875 წელს აგებული სახლი, რომელიც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა… — ფოტო 4
გაეყარა თუ არა დადიანი, პრინცს მაშინვე შეურთავს იგი და უსაზღვრო სიყვარულის სანაცვლოდ საქართველოში მისთვის ოთხი სასახლე აუშენებია, ერთი გაგრაში ” გაგრიფში”, თითო ქუთაისსა და ბორჯომში, ერთიც თბილისში.
მათ ექვსი შვილი ჰყავდათ და საქართველოდან გამგზავრებამდე გაგრაში ცხოვრობდნენ.
პრინც კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის უფროსი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ისა და ეკეტერინა დოლგორუკოვას ვაჟს. მათი შვილიშვილი, ჰანს-გიორგი ალექსანდრეს ძე, რომელიც ამჟამად შვეიცრიაში ცხოვრობს, დაიბადა 1961 წლის 8 დეკემბერს. მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, ის რუსეთის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტია.
დღეს ოლდენბურგის სასახლეში ხელოვნების სასახლეა.

1875 წელს აგებული სახლი, რომელიც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა… — ფოტო 5 1875 წელს აგებული სახლი, რომელიც პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა… — ფოტო 6

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https

ი-ნ-ტ. ტ-რ-ე-ნ-დ-ი 2026

ბ-ი-ო-ფ-ი-ლ-ი-ა, Quiet Luxury, Japandi — 3 ტ-რ-ე-ნ-დ-ი რ-ო-მ-ლ-ე-ბ-ი-ც ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი ო-ჯ-ა-ხ-ე-ბ-ი-ს-თ-ვ-ი-ს ი-დ-ე-ა-ლ-ი-ა.

READ  საუკეთესო ავეჯის სამი მაღაზია საქართველოში

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *