კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

მედიაჰოლდინგი 《შენი》დგას ქართული წარმოების გვერდით.

 24 მარტს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში  მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა! სიმპოზიუმი გახსნა „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თეა ადუაშვილმა, რომელსაც მედიაჰოლდინგი 《შენი》 ესაუბრა:

24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

 “4 წელია, რაც ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა და ყოველ წელს მარტის თვეში 100 ქართველი ქალის მხარდასაჭერად ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. დღესაც, ჩვენი თანაორგანიზატორია “საქართველოს იურისტები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” და მათთან ერთად ვაკეთებთ ამ ღონისძიებას მეწარმე ქალების მხარდასაჭერად.

 100 მეწარმე ქალზე გვქონდა გათვლილი, რომლებსაც კონსულტაციებს ვუტარებდით სრულიად უსასყიდლოდ. წელს მათი რაოდენობა უკვე 140-მდე გაიზარდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ქალის გაძლიერება და ჩვენი ასოციაციით ყოველთვის ვუჭერთ მხარს ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას.
დიდი მადლობა!”

მედიაჰოლდინგი 《შენი》სიმპოზიუმის კიდევ ერთ ორგანოზატორს, ადვოკატ, პროფესორ, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” გამგეობის თავმჯდომარე ნინო ლიპარტიასაც ესაუბრა:

24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

“ეს პროექტი წამოვიწყეთ სწორედ იმიტომ, რომ დავინახეთ საჭიროება, რომელიც მეწარმეებსა და განსაკუთრებით ქალ მეწარმეებს სჭირდებათ. ეს ეხება, როგორც სამართლებრივ, ასევე საგადასახადო და აუდიტორულ მხარდაჭერას.

  სამწუხაროდ, ჩვენს მეწარმე სუბიექტებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სამართლებრივი გუნდი ჰყავდეთ. შესაბამისად, მათ თავად უწევთ ამ რისკებთან გამკლავება და მთელი რიგი სამართლებრივი მხარდაჭერის თუ არასამართლებრივი მოქმედების განხორციელება.

  ჩვენი მისიაა, მცირე ცოდნა მივცეთ მეწარმე ქალებს, სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, დღეს განხილული იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკვანძო საკითხი, ჩემი აზრით, რომელიც საინტერესოა მეწარმე ქალებისათვის – ეს არის შრომითი უფლებები, რაც გვეხება თითოეულ ჩვენგანს, როგორც მეწარმეს, ასევე დამსაქმებელს და ფიზიკურ პირს, დასაქმებულსაც.

ეს შეხვედრა ასევე მოიცავს საგადასახადო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მოგეხსენებათ, საგადასახადო კოდექსში 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალი ცვლილებები შევიდა და ამასთან დაკავშირებით აუდიტორმა, ქალბატონმა ეკატერინე რუხაძემ ისაუბრა. 

ჩემი სრული მხარდაჭერა ქალბატონებს, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული. ყოველთვის, ალბათ, სუბიექტური ვარ მათ მიმართ და ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთ შემთხვევაში არ მომეთხოვება ობიექტურობა. მათ მოვუწოდებ, რომ აუცილებლად დასახულ მიზანს მიჰყვნენ, მძიმე შრომას ყოველთვის შედეგი მოსდევს.

რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, მხარს უჭერს მსგავსი პროექტების განხორციელებას და ნებისმიერი სამართლებრივი სირთულის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დახმარებისათვის.”

ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო მსოფლიო პოზიტიური და ტრანსკულტურული აკადემიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქალთა კლუბის დამფუძნებელი, წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიის ლექტორი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ლალი ბადრიძე:

24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, რაც ქალებს ყველაზე მეტად გვიჭირს, ეს არის-დასაქმება. აქ, ფაქტობრივად, თვითდასაქმებული ქალები არიან წარმოდგენილკ და როცა მათ ნამუშევრებს ვათვალიერებ… ყველა როგორ იღიმის, ეს იმიტომ, რომ  რეალიზებული არიან.

  ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი თავი ვიპოვოთ. ნამდვილად რთულია, ბევრი ძებნა უნდა, მაგრამ ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს.”

24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა 24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები