ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობა10 სასარგებლო რჩევა ბინის რემონტისათვის

10 სასარგებლო რჩევა ბინის რემონტისათვის

რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ დავიწყებთ რემონტს საკუთარ ბინაში, რა თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ და როგორ მოვახდინოთ დროის ეკონომია? ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს პრაქტიკულ რჩევებს.

1. განვსაზღვროთ მიზნები და ამოცანები

რემონტის საწყის წარმოადგენს იდეა! წინასწარ უნდა ვიცოდეთ და ჩამოვყალიბდეთ რა სტილის ინტერიერი გვსურს ჩვენს ბინაში (რემონტის სტილები, სტილების აღწერა და მახასიათებელი თვისებები, შესაბამისი სურათებით, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს წინა სტატიებში), რა სტილის ავეჯი დაიდგმება ოთახებში – ამაზეა დამოკიდებული ელექტრო გაყვანილობის სწორი პროექტირება, ჩამრთველების და დენის წყაროების ადგილმდებარეობები.თუ რემონტი იგეგმება სამზარეულოში, უნდა ვიცოდეთ სად დაიდგმება სამზარეულოს “საფარი”, სად უნდა გავითვალისწინოთ სამაგრების ადგილი, სად უნდა გავითვალისწინოთ სავენტილაციო კომუნიკაციები და სანტექნიკური კვანძები.

ICES Image

2. მოსამზადებელი პერიოდი

შავი სამუშაოების ეტაპზე მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს სხვა და სხვა მომენტი: კედლების გასუფთავება (ძველი საღებავი, შპელერი), ტიხრების-კედლების დემონტაჟი ან ახლების აგება, ფანჯრების გამოცვლა, გათბობის სისტემის დაყენება (საჭიროების შემთხვევაში), კონდიციონერის და სავენტილაციო სისტემების დაყენება, იატაკის დასაგებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ძველი სანტექნიკის დემონტაჟი, ძველი მილების ახლით ჩანაცვლება. სანამ შეუდგებით შესალეს სამუშაოებს აუცილებელია სწორედ განვსაზღვროთ სად და რა მარშრუტით მოხდება ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი.ICES Image

3. შევამოწმოთ სიცარიელები და გავითვალისწინოთ ნარჩენების გატანა

ახალ ბინებში საჭიროა კედლებში სიცარიელების არსებობის შემოწმება. ამის ყველაზე მარტივ საშუალებას წარმოადგენს “კაკუნის” მეთოდი. კედლებში სიცარიელე შეიძლება გახდეს მიზეზი ნალესის, ან ბათქაშის შემდგომი ცვენის და ჩამოვარდნის. აუცილებლად უნდა დავიჭიროთ თადარიგი ნაგვის-ნარჩენების გატანის უზრუნველსაყოფად.ICES Image

4. იატაკის დაგება

ყველა მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ ხორციელდება იატაკის დასაგებად საჭირო ზედაპირის მომზადება. კედლების სამღებრო სამუშაოების, ან შპალერის გაკვრის დაწყებამდე აუცილებელია იატაკის დასაგებად საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაოს დასრულება.ICES Image

5. კედლების გასწორება

ამ ეტაპზე აუცილებელია დაანგარიშდეს რა რაოდენობის მასალა დაგჭირდებათ კედლების გასასწორებლად. იმისთვის, რომ მუშაობის პროცესში არ გამოილის სამუშაო მასალები და სამუშაოები ყველაზე შეუფერებელ დროს არ შეფერხდეს, მასალის რაოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს ზედმეტობით.ასევე უნდა გაითვალისწინოთ შრობისთვის საჭირო დრო. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც დიდია კედელზე დატანილი მასალის სისქე, კედლიების გასაშრობად შეიძლება ჩვეულზე მეტი დრო გახდეს საჭირო (1 კვირიდან 1 თვემდე პერიოდი). იმ შემთხვევაში, თუ კედლების გასწორება სტანდარტული მეთოდებით შეუძლებელია, შეგვიძლია გამოვიყენოთ პროფილები და თაბაშირ მუყაო.

ICES Image

6. ფრანგული ჭერი

დგება საკითხი – რა ეტაპზე უნდა მოხდეს ფრანგული ჭერის (გასაჭიმი ჭერის) მონტაჟი. ფრანგული ჭერის მონტაჭი განეკუთვნება სუფთა სამუშაოების კატეგორიას. აქედან გამომდინარე ის სრულდება ყველა სამუშაოს ჩატარების შემდეგ, როგორც ფინალური სამუშაო.ICES Image

7. საბოლოო სამუშაოები

დასასრულს ხორციელდება შემდეგი სამუშაოები: იატაკის დაგება, ღიობებში კარებების ჩაყენება, ჩამრთველების და დენის წყაროების დაყენება, ზღურბლის და პლინტუსების დაყენება, ხორციელდება სანტექნიკის მონტაჟი.ICES Image

8. კარებების დაყენება

ხშირად ჩნდება კითხვა, როდის ყნდა დაყენდეს კარებები: იატაკის დაგებამდე თუ შემდეგ. დროის ეკონომიის მიზნით უმჯობესია კარებები დაყენდეს იატაკის დაგების შემდეგ. კარებების დაყყენება განეკუთნება სუფთა სამუშაოების კატეგორიას. ამით თქვენ დაიცავთ კარებებს დაბინძურებისგან და ფიზიკური დაზიანებებისგან.იმ შემთხვევაში, თუ კარებებს დააყენებთ იაყაკის დაგებამდე, მაშინ საჭიროა გაითვალისწინოთ ის სიმალე, რა სიმაღლითაც აიწევს იატაკის ზედაპირი დაგების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარებების გაღება შეუძლებელი შეიქმნება. ამ თვალსაზრიცითაც, სპეციალისტები გვირჩევენ კარებების დაყენებას იატაკის დაგების დასრულების შემდეგ.

ICES Image

9. საუკეთესო დრო რემონტის დასაწყებად

იმისთვის, რომ ყველა მასალა კარგად ჩადეს ინტერიერის სივრცეში, უმჯობესია რემონტი გაკეთდეს წელიწადის თბილ პერიოდში.ICES Image

10. კიდევ ერთხელ თანმიმდევრობა!

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე შეგვიძლია შევაჯამოთ რემონტის წარმოების თანმიმდევრობა:

  • თავდაპირველად ვასრულებთ ელექტროობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს;
  • შემდეგი მოდის გათბობასთან და კონდიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები;
  • ვამზადებთ საფუძველს იატაკისთვის;
  • ვახორციელებთ ფანჯრების დემონტაჟს;
  • ვამზადებთ ჭერს და კედლებს;
  • ვაწარმოებთ სამღებრო სამუშაოებს (ვაკრავთ შპალერს);
  • იატაკის დაგება, კარებების ჩაყენება, ზღურბლის და პლინტუსების დაყენება;
  • ბოლო შტრიხს წარმოადგენ ფრანგული ჭერის მონტაჟი;

წყარო:https://ices.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები