ზაფხული ცვლილებებისა და სიახლეების სეზონია. ზუსტად ახლა შეიძლება, განსხვავებული ტრენდები ვცადოთ, ფერებითა და ქსოვილებით “ვითამაშოთ“. გთავაზობთ 9 იდეას, რომელიც ზაფხულში გამოგვადგება
მუქი ხისფერი და ტყავი
ტრენდი, რომელიც დროს უძლებს – წაბლისფერი ხის შემოტანა სითბოს და სიმყუდროვეს გაგრძნობინებთ. ყავის ან საწერი მაგიდა, თაროები – შეცვალეთ მათი ფერი. ამ ყველაფერს შეიძლება მოდერნის სტილის ხალიჩა ან ვინტაჟური აქსესუარები შეუხამოთ.
ზღვის ნაპერწკლები
ნიჟარები, ზღვის ფერები, ნებისმიერი რამ, რაც პლაჟს მოგაგონებთ – შეგიძლიათ, თამამად შეიტანოთ ინტერიერში.
ფერადი ხალიჩები
დაწყებული 70-იანი წლებიდან დამთავრებული მაროკოს სტილის ხალიჩებით – ყველა სტილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც კი სიფერადეს შემოიტანს თქვენს ინტერიერში.
„ბრწყინვალე“ დეკორი
ინტერიერში მზის ამრეკლავი ან კრისტალის დეკორი შეიტანეთ, რაც თქვენს ინტერიერს ბრწყინვალეს გახდის.
ვინტაჟი ინტერიერში
დავაბრუნოთ ვინტაჟი – თუმცა ის არსად წასულა და არასდროსაა ისე აქტუალური, როგორც ზაფხულში. ყვავილების პრინტი ბალიშებზე – იდეალური იქნება.
შემოიტანეთ მცენარეები, მცენარეები, მცენარეები
თუ აქამდე არ დაინტერესებულხართ ოთახის ყვავილებით და ზოგადად, მცენარეებით, ზაფხული სწორედ ეს დროა.
განაცხადი უზარმაზარი ნახატით
გამოიყენეთ მკვეთრი ფერებისა და დიდი ზომის ნახატი, ისეთი, რაც თქვენც ინტერიერში მხიარულებას შემოიტანს.
მძიმე მეტალების მიქსი
დაწყებული ოქროსფერი შანდლებით დამთავრებული სარკის ვერცხლისფერი ჩარჩოთი – ყველაფერი შეგიძლიათ ზაფხულის სეზონზე გამოიყენოთ.
BoHo Chic
ეს არის ბალანსი ნატურალ ხეს, დეკორატიულ ხელოვნების ნიმუშებსა და მკვეთრ, ფერად ბალიშებს შორის, რაც ზაფხულში ასევე აქტუალურია.
წყარო:https://www.facebook.com
მასალის გამოყენების პირობები