კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებირა დეტალებს უნდა მიაქციეთ ყურადღება სახლში , თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ

რა დეტალებს უნდა მიაქციეთ ყურადღება სახლში , თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ

კომფორტის ნაკლებობა, კარადებზე მტვერი, არეულობა – ბევრ რამეს ამბობს ქალზე. დამეთანხმებით, ყოველთვის სასიამოვნოა სახლში დაბრუნება მძიმე სამუშაო დღის ან ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ. იქ ყოველთვის გველოდება მშობლიური კედლები და საყვარელი ნივთები, რაც ძალების მოპოვებაში და სასიამოვნო სიმშვიდის განცდაში დაგეხმარებათ.

დიასახლისები ფრთხილად ირჩევენ დეკორაციულ ნივთებს, მაგრამ ზოგჯერ ავიწყდებათ ჰარმონიისა და კომფორტის ძირითადი პუნქტები. ფსიქოლოგები ამტკიცებენ: ეს უბედურების მხოლოდ ნახევარია. ექსპერტები გამოყოფენ მთავარ ნიშნებს, რომლებიც თქვენს დაბალ თვითშეფასებაზე მიუთითებენ.

საწოლის თეთრეული

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ის ქალები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ დაიძინონ არეულ  საწოლზე, საერთოდ არ სცემენ პატივს საკუთარ თავს, კომფორტს და სხეულს. ვისაც ასეთ საწოლში წოლა სიამოვნებს, დიდი ალბათობით, თვითშეფასება არ აინტერესებს.

თეფშები

ძალიან მნიშვნელოვანია, იმ მომენტებშიც კი, როცა კულინარიული კერძების შექმნის პროცესში ხართ, არ დაივიწყოთ სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ჩვენ გვესმის, რომ ამის გაკეთება ზოგჯერ ადვილი არ არის, მაგრამ ეცადეთ, სანამ მაგიდასთან დაჯდები, მოიშორეთ ნიჟარაში არსებული ჭურჭელი. ყოველ შემთხვევაში, ასეთ გარემოში ყოფნა უფრო სასიამოვნო იქნება, საჭმელი კი უფრო გემრიელი.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ის ქალბატონები, რომლებიც ღამით ჭუჭყიან ჭურჭელს ტოვებენ ნიჟარაში, უფრო მეტად განიცდიან აპათიას ან თუნდაც დეპრესიის პირველ ნიშნებს.

ძველი ნივთები

ფსიქოლოგები აცხადებენ: ძველი ნივთების დაგროვება მიუთითებს ნევროზისა და შფოთვის არსებობაზე, რომლის აღმოფხვრა მხოლოდ სპეციალისტის დახმარებითაა შესაძლებელი. შეეცადეთ მიიღოთ ის ფაქტი, რომ ადრე თუ გვიან რაღაც კარგავს თავის აქტუალობას და შესაძლოა აღარასოდეს იყოს სასარგებლო.

წყარო:https://marao.ge

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები