ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიინტერიერიხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში

ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში

“არსებობს ორი რამ, რაც ოთახის დიზაინს მარადიულს ხდის: ისტორიის განცდა და მომავლის ნაწილი, ” ამბობს შარლოტა მოსი, არაერთი ჯილდოს მფლობელი ინტერიერის დიზაინერი. სამზარეულოს დიზაინის ტენდენციები მზარდია და შეგვიძლია ვიხილოთ წარსულისა და მომავლის ფანტასტიური სინთეზი. უხეში სტილი ერევა თანამედროვეს და ა. შ. დღეს ვაპირებთ ვისაუბროთ მარადიულ ტენდენციებზე, რომელიც სხვა არაფერია თუ არა თეთრი და ხის სამზარეულო. ფიქრობთ რომ მოსაწყენია? თუმცა, ჩვენ კი გეტყვით რომ ეს საოცრად ტრენდულია! ასე რომ, წარმოგიდგენთ წარმოუდგენლად მოდურ და ამავდროულად პრაქტიკული დიზაინის ნიმუშებს რეტრო და ფუტურისტული ელემენტების ნაზავით, რის შედეგადაც ვიღებთ ლამაზად გაფორმებულ სივრცეს.

image

კომფორტი, ორივე – ვიზუალური და ფიზიკური, მნიშვნელოვანია ყოველი ოთახისთვის. ასე რომ, სანამ თანამედროვე ტენდენციებს გაეცნობით, გადადგით ნაბიჯი უკან და საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ მოგეწონებათ ის ერთი-ორი წლის შემდეგ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ამასთან, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ის ფერები რომელსაც აირჩევთ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე. იმ შემთხვევაში თუ სურვილი გაქვთ გქონდეთ თეთრი ოთახი ხის აქცენტებით, მაშინ სწორ ადგილას მოხვედით – ნება მოგვეცით მეგზურობა გაგიწიოთ საუკეთესო სახლის დეკორის ტენდენციებში!

მცენარეებით გაფორმება

image

უკვე გაქვთ თეთრი ფერის და ხის დიზაინის სამზარეულო, მაგრამ ფიქრობთ რომ მოსაყენად გამოიყურება? არ არის საჭირო მისი რადიკალურად შეცვლა! სჯობს დაუმატოთ რამდენიმე მცენარე ან დეკორატიული ელემენტი. ეს იაფი და მშვენიერია, სარგებელს მოუტანს თქვენს მენტალურ მდგომარეობას და გაწმენდს ჰაერს. ამას ხომ ამდენი პოზიტივი აქვს! ჩამოკიდეთ მცენარეები ჭერიდან, დარგეთ ლამაზი ჰორტენზია ორიგინალურ ქოთანში ან მოძებნეთ ისეთი იღბლიანი მცენარე, როგორიცაა ფულის ხე, კაუჩუკის ფიკუსი ან ნეფრიტის მცენარე.

უხეში სტილი ინტერიერის დიზაინში

image

იცით რომ რაც მოდური იყო 20 წლის წინ, კვლავ ტრენდული გახდა დღეს? ეს ნიშნავს რეტრო ფუტურიზმი, პროვანსული სამზარეულოები, ტოსკანური სტილი და არტ-დეკორის სამზარეულოები ფურორით დაბრუნდა! შთაგონებისთვის თვალი გადაავლეთ პატარა სახლების დიზაინს – გამოირჩევა როგორც პრაქტიკულობით, ისე ესთეტიურობით. ძველი ხის მასალა, დიდი ნიჟარა, უხეში სტილი, მცენარეები და მწვანილი ყველგან… ეს ოცნებასავითაა!

READ  რამდენიმე მარტივი გზა ინტერიერში ტელევიზორის დასამალად

წინსაფარი ხით გაფორმებული თეთრი ფერის სამზარეულოსთვის

image

ვფიქრობთ, ზოგიერთებს არ მოსწონთ სამზარეულოში თეთრი კედლების არსებობა, სადაც საჭმლის მზადების პროცესში შეიძლება რამე მიესხუროს და ადვილად გაჭუჭყიანდეს. ამის გამო ნუ იღელვებთ! გიფიქრიათ სამზარეულოს წინსაფარზე? თვალი გადაავლეთ მოდურ ფერებსა და ნიმუშებს, შეარჩიეთ თქვენი ინტერიერის და გემოვნებისთვის შესაფერისი. რა უპირატესობას ფლობს სამზარეულოს წინსაფარი? მარტივია გასაწმენდად, გამოიყურება ტრენდულად და ქმნის კოტრასტს. ასე რომ, ვინც თავს არიდებს მონოქრომულობას – ამ გზით შეგიძლიათ ცოტაოდენი ფერები დაუმატოთ თქვენს სამზარეულოს.

ფერების შერევა

image

მხოლოდ ორი ფერის არსებობა ოთახში შესაძლოა მიმზიდველად არ მოგეჩვენოთ. მოგეხსენებათ, ხე მხოლოდ ყავისფერი არ არის – სხვადასხვა ფერისაა, ასე რომ შეღებეთ კარადები ლურჯად და შეარჩიეთ შესაფერისი სამზარეულოს წინსაფარი. შედეგად მიიღებთ პრაქტიკულ, ფუნქციონალურ, სასიამოვნო და მშვენიერ სივრცეს!

სამზარეულოს კუნძული

imageრა არის სამზარეულო დიდი დახლის გარეშე? თეთრი, მონოქრომული დიზაინი შესაძლოა მოსაწყენი იყოს. ხის დამატება კი იდეალური კომბინაციაა. თუმცა, მარმარილოს გამოყენება კუნძულის ზედაპირისთვის უფრო სრულყოფილს გახდის მას. რა თქმა უნდა, მარმარილო, კვარცი და გრანიტი მიიჩნევა ყველაზე გამძლე მასალად, თუმცა, საკმაოდ ძვირია. თუ სამზარეულოს განახლება დიდი დანახარჯის გარეშე გსურთ, ზედაპირისთვის გირჩევთ ლამინირებულ დსპ-ს, რომელიც შეიძლება იყოს ხის, მარმარილოს ან ნებისმიერი მასალის იმიტაცია, რომელსაც მოისურვებთ, რაც უფრო ეკონომიურია.

1.image2.image3.image4.image5.image6.image7.image8.image9.image10.image

წყარო:https://intermedia.ge

 

 

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.