გრძელი, ნათელი დღეები და ცხელი ამინდები ზაფხულის მოსვლას მიანიშნებს. საუკეთესო დროა, თქვენს ბინაში ინტერიერი გადაახალისოთ და უფრო მსუბუქი ატმოსფერო შექმნათ. ეს პროცესი გრანდიოზულ რემონტს სულაც არ გულისხმობს. ჩვენი პატარა რჩევები დაგეხმარებათ თქვენს ბინაში ზაფხული ბიუჯეტურად და მარტივად შექმნათ.
პირველი ეტაპი: გამოცვალეთ თეთრეული
ზამთრიდან გადმოყოლილი სქელი საბნები ზაფხულის ცხელ ღამეებს უფრო არაკომფორტულს ხდის. ამიტომ, ბინის გადახალისება სწორედ თეთრეულის შეცვლით დაიწყეთ. შეინახეთ კარადაში სქელი საბნები, პლედები თუ პოლიესტირის თეთრეული. სანაცვლოდ, გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები, მაგალითად, ბამბისგან დამზადებული თეთრეული, რომელიც სუნთქვადია. მისი ეს თვისება ზაფხულში ძილს უფრო უშფოთველს და კომფორტულს გახდის.
ზაფხულში მუქი ფერის თეთრეული ღია, ყვავილებიანი პატერნით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, ზღვით ინსპირირებული ვიზუალის შესაქმნელად ცისფერი ან მწვანე პატერნის მქონე თეთრეული გამოიყენეთ. ეს მარტივი გზაა საზაფხულო გადახალისების დასაწყებად.
მეორე ეტაპი: განაახლეთ თქვენი სივრცე თანამედროვე ფარდებით
ყველაზე მარტივად ოთახის ცვლილება ფარდებსა და ჟალუზებს შეუძლიათ. თქვენს სახლში ზაფხული სწორედ ფარდების გავლით შემოდის და სივრცეს მზის სინათლით ავსებს. არჩევანი ბამბუკის ფარდა-ჟალუზებზე შეარჩიეთ, რომლებიც განსაკუთრებით სკანდინავიურ სტილს უხდება.
ზაფხულის მზის მწველი სხივებისგან თავის დასაცავად იდეალური ვარიანტი ორმაგი ჟალუზია. ამ ტიპის ჟალუზები, ერთი მხრივ, შუქგამტარია, მეორე მხრივ, კი დაბნელების საშუალებას იძლევა.
მესამე ეტაპი: საფუძვლიანად დაასუფთავეთ სახლი
ნივთებით გადატვირთული სივრცე სახლში მძიმე ატმოსფეროს ქმნის. რადგან საზაფხულო სახლში სივრცე უფრო ჰაეროვანი და მსუბუქია, ღრმა წმენდა-დალაგება სწორედ ამ შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მტვრის მოშორება, ფანჯრების გაწმენდა, თეთრეულის გამოცვლა, ბიბლიოთეკის განახლება, კედლებისა თუ იატაკის გახეხვა ის აუცილებელი დეტალებია, რაც თქვენს სახლში სიმსუბუქის განცდას შექმნის და ზაფხულის ცხელ დღეებსაც უფრო სასიამოვნოს გახდის.
მეოთხე ეტაპი: დაამატეთ მცენარეები
მცენარეები ინტერიერის გალამაზებასთან ერთად, სახლში ჰაერს მავნებელი ტოქსინებისგან წმენდენ. აირჩიეთ შემდეგი ოთახის მცენარეები: სუკულენტები, სენსევიერა ან ლილიები. ამ მცენარეებს ხშირი მორწყვა უყვართ და საზაფხულო ინტერიერში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.
მეხუთე ეტაპი: შეცვალეთ განათება
ზაფხულში მზის სხივები თქვენს სახლს ბუნებრივი სინათლით ავსებს. ამ დეტალთან ერთად, აუცილებლად გაითვალისწინეთ შიდა განათებაც. მაგალითად, თუ სანათებში ღია თეთრი ფერის ნათურებს დაამატებთ, სივრცეს უფრო ნათელს გახდით.
მეექვსე ეტაპი: დაამატეთ საზაფხულო სურნელება
ერთ-ერთი საუკეთესო გზა სახლში საზაფხულო სივრცის შესაქმნელად, ნაზი და ახალი სურნელებების დამატებაა, რომლებიც თქვენს ხასიათს გამოაკეთებს და ბედნიერებას მოგანიჭებთ. ლიმონი, ფორთოხალი, ვარდი, იასამნები – სწორედ ის საზაფხულო არომატებია, რომლებიც თქვენს სახლში მსუბუქ და ახლებურ ატმოსფეროს შექმნის.
წყარო:https://www.xn
მასალის გამოყენების პირობები