ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში

2 წუთიანი წაკითხვა

ინტერიერში ყვითელი ფერი სიხალისისა და სასიამოვნო განწყობის შემომტანია, ამიტომ, დიზაინერები სივრცის გამოსაცოცხლებლად და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად მას ხშირად იყენებენ. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ყვითელი ფერი დადებითად მოქმედებს ჩვენს თავის ტვინსა თუ ნერვულ სისტემაზე და ბედნიერების ჰორმონის ზრდას უწყობს ხელს.  დღევანდელ სტატიაში ხუთ ფერთა კომბინაციას შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენს ოთახს განსაკუთრებულ მიმზიდველობას შესძენს.

1. ყვითელი და მწვანე

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში

 

ყვითელი და მწვანე ტონები იდეალურად ეხამება ერთმანეთს და საოცრად  მომხიბვლელ სივრცეს ქმნის. ეს ფერები ჩვენში ბუნების ასოციაციას იწვევს და გარე სამყაროსთან გვაკავშირებს. ამგვარი კომბინაცია განსაკუთრებით საგაზაფხულო და საზაფხულო ინტერიერს უხდება, რადგან ოთახს აცოცხლებს და ახალისებს.

2. ყვითელი და ლურჯი

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში — ფოტო 2

 

ყვითლისა და ლურჯის გაერთიანება საკმაოდ ხშირად გვხვდება თანამედროვე  დიზაინში. ამგვარი შეხამება კონტრასტულ, საინტერესო იერს ანიჭებს სივრცეს და ინტერიერს უფრო მრავალფეროვანს ხდის. ამ ფერების გამოყენება უმჯობესია დეკორის, ავეჯისა თუ აქსესუარების სახით, რათა ოთახი არ გადაიტვირთოს და მიმზიდველობასთან ერთად, დახვეწილი იერი შეინარჩუნოს.

3. ყვითელი და შავი 

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში — ფოტო 3

 

ელეგანტური ინტერიერის შესაქმნელად დიზაინერები ყვითლისა და შავი ტონების აქცენტის სახით გამოყენებას გვირჩევენ. შავი სივრცეს დახვეწილობასა და მდიდრულ ელფერს სძენს, ყვითელი კი ოთახს აცოცხლებს და სასიამოვნო განწყობას განაპირობებს. ამგვარი გადაწყვეტა საინტერესო იქნება სადა, ღია ფერის ინტერიერში, სადაც  კონტრასტული ფერები უფრო შთამბეჭდავად აღიქმება.

4. ყვითელი და ნაცრისფერი

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში — ფოტო 4

 

დახვეწილი დიზაინის შესაქმნელად ერთ-ერთი გზა ყვითლისა და ნაცრისფერი ტონების ერთმანეთთან შეხამებაა. ასეთი კომბინაციაა შესანიშნავია მშვიდი, დაბალანსებული, ჰარმონიული ინტერიერის მისაღებად. ნაცრისფერი ყვითლის სიკაშკაშესა და ბზინვარებას ანეიტრალებს,  ყვითელი კი მინიმალისტურ დიზაინს აცოცხლებს და ახალისებს, რაც საბოლოოდ, ელეგანტურ სივრცეს განსაზღვრავს.

5. ყვითელი და იასამნისფერი

 

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში — ფოტო 5

 

ყვითლისა და იასამნისფერი ღია ტონების ერთმანეთთან შეხამება სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის და ოთახს ენერგიითა და სიცოცხლით ავსებს. მაგალითად, ამგვარი აქცენტები შეგიძლიათ  საბავშვო, სათამაშო ოთახის მოსაწყობად გამოიყენოთ და საზეიმო განწყობა უზრუნველყოთ სივრცეში.

READ  რატომ სჭირდებათ ინტერიერის დიზაინერებს გრაფიკული დიზაინის ცოდნა

წყარო:https://www.homeis.ge

60-30-10 წესი

60% — დომინ. ფ. (კედ., ავ.). 30% — მეორ. (ფარდ., ხ.). 10% — გამძ. (ბ., ვ.). ნებ. ფ-ის კომბ. “ამუშ.” ამ წ-ით.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *