სამზარეულო არის ადგილი, სადაც კომფორტი და სიმყუდროვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები დროის უდიდეს ნაწილს სწორედ სახლის ამ ნაწილში ატარებენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ იატაკის საფარი გემოვნებითა და ინდივიდუალური სტილით იყოს შერჩეული. დღეს ბაზარზე იატაკისთვის განკუთვნილი მასალის მრავალფეროვნებაა და თითოეული მათგანი განსხვავდება სტილის, დიზაინის, ფერებისა და საფასო კატეგორიის მიხედვით.
გაითვალისწინეთ, რომ როგორი გარეგნობაც არ უნდა ჰქონდეს თქვენს იატაკს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს გამძლე, საინტერესო და ასრულებდეს ერთგვარი ფონის ფუნქციას ინტერიერში. დღეს საკმაოდ პოპულარულია ხისა და ბუნებრივი ქვის იატაკიც და თუ ადრე სამზარეულოში პარკეტს ნაკლებად იყენებდნენ, თანამედროვე სამზარეულოებში ასეთი პრაქტიკა უკვე ტენდენციადაც კი იქცა. იმისთვის, რომ სამზარეულოში გამორჩეული და საინტერესო იატაკის საფარი გქონდეთ, დღეს რამდენიმე მაგალითს გაგიზიარებთ რეალური პროექტებიდან, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნამდვილად დაგეხმარებათ.