კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები4 შეცდომა, რომელიც ახალ სახლში გადასვლისას არ უნდა დაუშვათ

4 შეცდომა, რომელიც ახალ სახლში გადასვლისას არ უნდა დაუშვათ

პირველი ბინის შეძენა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. ეს უბედნიერესი პროცესია, რომელსაც უამრავი საპასუხისმგებლო საკითხი ახლავს თან. არსებობს რამდენიმე შეცდომა, რომელიც ახალი ბინის დეკორირებისას არ უნდა დაუშვათ. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, თუ როგორ აირიდოთ ისინი თავიდან.

 

 

შეცდომა #1: ავეჯის ერთდროულად ყიდვა

 

ბუნებრივია, ცარიელ სახლში შესვლისას, პირველი, რაც გვინდა, სივრცის სწრაფად შევსებაა. თუმცა ავეჯის ერთდროულად ყიდვა ერთი დიდი შეცდომა შეიძლება იყოს.

 

ამის ნაცვლად, შეადგინეთ სია იმ ნივთებისა, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. მაგალითად, ახალ ბინაში გადასასვლილას აუცილებლად უნდა გქონდეთ მაგიდა და სკამები, მაგრამ მათთან ერთად ყავის მაგიდას და დივანს ნუღარ იყიდით.  ჯობს, გაითვალისწინოთ ბიუჯეტი, დაათვალიეროთ სხვადასხვა ავეჯი და გადაწყვეტილებაც ასე მიიღოთ.

 

შეცდომა #2: სივრცის ძალიან სწრაფად შევსება

 

 

სიჩქარეში შეცდომების დაშვების რიცხვი უფრო მეტია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე სახლის დიზაინს ეხება. ოთახის დეკორირება ფაზლის აწყობას ჰგავს: ხალიჩებით, აქსესუარებითა და განათებით თქვენ უკვე მყუდრო სივრცეს ქმნით. თითოეული ნაწილი ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა უკავშირდებოდეს. ზოგჯერ, ამ კავშირს პირველივე ეტაპზე ვერ ვამჩნევთ ხოლმე. ამიტომ სანამ სივრცის სწრაფად შევსებაზე იზრუნებთ, უმჯობესია, ჯერ გეგმა დასახოთ. როდესაც ერთ ნივთს იყიდით, დაფიქრდით, როგორი ავეჯი, აქსესუარი თუ განათება მოუხდება მას. სწორედ ასეთი ფაზლივით ააწყვეთ თქვენი სახლი.

 

შეცდომა #3: ყველა აქსესუარის ერთ მაღაზიაში შეძენა

 

დეკორირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი არის ის, რომ ავეჯი და აქსესუარები მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაღაზიაში არ იყიდოთ. თქვენი სახლი თქვენს სტილსა და ესთეტიკას უნდა ირეკლავდეს, ერთი მაღაზიიდან ნაყიდი აქსესუარები კი თქვენი სტილის ნაცვლად, თავად მაღაზიის სტილს გამოკვეთავს.

 

ბინას სახლად სწორედ აქსესუარები აქცევენ. შესაძლებელია, მათი ნაწილი შორეულ მოგზაურობაში აღმოაჩინოთ, ან თუნდაც თქვენივე სახლთან ახლოს მეორეული ნივთების ბაზრობაზე შეიძინოთ. ყველა აქსესუარს თავისი ისტორია აქვს და სახლში ის თქვენს ცხოვრებას აღბეჭდავს. დაათვალიერეთ განსხვავებული სტილის მაღაზიები და სწორედ ის აქსესუარები შეარჩიეთ, რომლებიც თქვენს ხასიათს გამოკვეთს.

 

სწორედ ამიტომ, არქი თავის მაცხოვრებლებს არქი ქარდს სთავაზობს. ეს ლოიალურობის ბარათია, რომლის საშუალებით სხვადასხვა დეკორისა და ავეჯის მაღაზიაში სასურველ ნივთს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.

 

შეცდომა #4: მხოლოდ იაფი ნივთების ყიდვა

 

 

ახალ ბინაში გადასვლა დიდ ხარჯებს მოითხოვს. ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხშირად რემონტის პროცესზე მოდის ხოლმე, ავეჯის, ტექნიკისა და აქსესუარების შერჩევისას კი შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტს ვირჩევთ ხოლმე. თუმცა, რეალურად, ფასთან ერთად, დეკორირების შერჩევისას, ხარისხიც უნდა გავითვალისწინოთ.

 

უხარისხო ავეჯის, ტექნიკისა და აქსესუარების შერჩევა არც ისე მომგებიანი ვარიანტია, რადგან მათი შეცვლა მალევე მოგიწევთ. ეს წესი განსაკუთრებით მართალია მაშინ, როდესაც საქმე მასიურ ავეჯს ან ტექნიკას ეხება. მათ ხომ ყოველწლიურად ვერ გამოცვლით?!

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები