ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიროგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

დეტალური გზამკვლევი ფარდის სწორად შერჩევისთვის

ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, დიზაინერები ოთახების ტექსტილური გაფორმების შეცვლას უწევენ რეკომენდაციას. ეს არა მხოლოდ დეკორატიულ ბალიშებსა და გადასაფარებლებს, არამედ ფარდებსაც ეხება. ამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე მარტივი რჩევა, რომლებიც ახალი ფერდების შერჩევაში და მათი ჩამოკიდებისას შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

5 ზოგადი რჩევა:

  1. კარნიზი რაც შეიძლება მაღლა დაამონტაჟეთ, ეს ოთახს ვიზუალურად აფართოებს.
  2. კარნიზი ფანჯარაზე გრძელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ფარდების უკიდურეს წერტილებამდე გადაწევა, რაც სინათლის ნაკადს მაქსიმალურად გაზრდის. იდეალურ შემთხვევაში, დამონტაჟებული კარნიზი ფანჯრის ღიობს თითო მხარეს დაახლოებით 20-25 სმ-ით უნდა სცდებოდეს.
  3. ფარდების სიგანე პირდაპირ არის დამოკიდებული მასალის სიმკვრივესა და ტექსტურაზე, მაგრამ ზოგადად, ფარდა ფანჯარაზე ორჯერ ფართო უნდა იყოს – ასეთ შემთხვევაში ის ჰარმონიულად გამოიყურება. უფრო მეტიც, რაც უფრო თხელია მასალა, მით მეტია დასაშვები სიგანე. მაგალითად, მსუბუქი ზაფხულის ტიული ან ორგანზა შეიძლება ფანჯრის ღიობზე 3-4-ჯერ ფართო იყოს, ჩითი, ატლასი ან ტილო – 2-2.5ჯერ, ხოლო მკვრივი ფარდის ქსოვილები, როგორიც არის ხავერდი, თავთა ან ჟაკარდი – მხოლოდ 1.5-2-ჯერ.
  4. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფერისა და მასალის არჩევანს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხავერდისა და ატლასის ფარდები სკანდინავიური სტილის ლაკონიურ ინტერიერს მოერგოს, ხოლო ნათელი გეომეტრიული ორნამენტები – ამპირის სტილს. დაიმახსოვრეთ: თბილი ჩრდილები ოთახს სიმყუდროვეს მატებს, ხოლო ცივი ინტერიერს ჰაეროვნებას სძენს.
  5. სწორი სიგრძე წარმატების გასაღებია. მოკლე ფარდები კარგად იშვიათად გამოიყურება. როგორც წესი, უმჯობესია, ფარდა დაკიდოთ ისე, რომ სიგრძე სწორედ იატაკის დონის ზემოთ მთავრდებოდეს ან მსუბუქად ეხებოდეს იატაკს (უფრო რომანტიკული გარემოს მოყვარულთათვის).

თუმცა, ეს ხრიკები ყველა გარემოში არ მუშაობს. ზოგ სახლში ძალიან მაღალი ჭერია, ზოგში არათანაბარი კედლები, ზოგ ოთახში ფანჯრები განლაგებულია ისე, რომ „წესების მიხედვით“ კარნიზების დაყენება შეუძლებელია – თითოეული შემთხვევა უნიკალურია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

ფანჯარა კედლის ცენტრში

ფანჯარა კედლის ცენტრში ერთ-ერთი კლასიკური შემთხვევაა. ასეთ დროს შეგიძლიათ ზოგადი რეკომენდაციები დაიცვათ, დაკიდოთ ფარდები მაქსიმალურად მაღლა და ფანჯრის ღიობზე 50 სმ-ით გრძელი კარნიზი იყიდოთ.

კარგი არჩევანია ორმაგი ფარდები, მძიმე, მუქი ფერის და მსუბუქი, ღია, გამჭვირვალე ფარდების კონტრასტული კომბინაცია. ეს საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ განათების ინტენსივობა: დღის განმავლობაში გამოიყენეთ ტიული ან ორგანზა, რომელიც შუქს ატარებს, ხოლო ღამით, შეგიძლიათ ფანჯარას მუქი, სქელი ფარდა გადააფაროთ და სიბნელეში კომფორტულად იძინოთ.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

ორი ფანჯარა კედელზე

თუ კედელზე ორი ფანჯარა გაქვთ, სასურველია, რომ ისინი ორივე მხრიდან ფარდებით შემოიფარგლოს. შეგიძლიათ ერთი გრძელი კარნიზი დააყენოთ და სამი ფარდა ჩამოკიდოთ: ორი კიდეებზე და ერთი, უფრო ფართო, ცენტრში. ყველა ფანჯრისთვის ერთი და იგივე ქსოვილი გამოიყენეთ, ეს ინტერიერს ვიზუალურ მთლიანობასა და ორგანულობას შესძენს. იგივე პრინციპი ვრცელდება ვერანდის ფანჯრებზე, ერკერულ ფანჯრებზე ან კედელზე ერთზე მეტი ფანჯრის მქონე ოთახებზე.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორადროგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

ფანჯარა კედელზე ასიმეტრიული პოზიციით

რთულია, როდესაც ფანჯარა არა კედლის ცენტრში, არამედ ოთახის რომელიმე კუთხესთან უფრო ახლოსაა განთავსებული. თუ ფარდებს კლასიკური შემთხვევის მიხედვით ჩამოკიდებთ, ერთის მხრივ, ისინი ზედმეტად მკვრივი, ხოლო მეორეს მხრივ პირიქით – ზედმეტად არამდგრადი გამოჩნდება. ამ განლაგების კარგი გამოსავალია ცალი მხრიდან ერთი დიდი ფარდის ჩამოკიდება. მთავარია, ის საკმარისად ფართო იყოს იმისთვის, რომ მთელი ფანჯარა დაფაროს.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

ლამაზი ფანჯარა

ზოგიერთი ფანჯარა თავად დეკორაციაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ანტიკვარულ ჩარჩოებს ან ვიტრაჟულ ფანჯრებს ეხება. ასეთი ფანჯარა ფარდამ, დაჩრდილვის ნაცვლად, ჰარმონიულად უნდა შეავსოს და მის სილამაზეს ხაზი უნდა გაუსვას. ასეთი შემთხვევებისთვის კარგი არჩევანი იქნება უბრალო, ნეიტრალური ქსოვილებისგან დამზადებული ფარდები: ცალ მხარეს შეუმჩნევლად ჩამოკიდებული ფარდა მთელ ყურადღებას თავისკენ არ მიიზიდავს. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულიად დაივიწყოთ ფარდები და ფანჯრებს მთელი თავისი დიდების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცეთ.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორადროგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორადროგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

ფანჯარა ვიწრო ოთახში

ვიწრო, მოგრძო ფორმის ოთახი პატარა კედელზე მოთავსებული ფანჯრით, რომელიც თითქმის მთელ სივრცეს იკავებს კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული და რთული ვარიანტია დეკორაციისთვის. ყველაზე აშკარა გამოსავალია ჟალუზები, მაგრამ თუ უპირატესობას ტექსტილს და გრძელ ფარდებს ანიჭებთ, მაშინ ეს ვარიანტი არ გამოგადგებათ. ასეთ შეთხვევაში, შეგიძლიათ ფარდა ისე დაკიდოთ, რომ იატაკს ერთ მხარეს ლამაზად ეხებოდეს – ასიმეტრია სივრცეში ვიზუალურ დინამიკას შემოიტანს და წარუმატებელი განლაგებიდან ყურადღებას გადაიტანს. შეარჩიეთ ქსოვილი, რომელიც დღის სინათლის ოთახში შეღწევას ხელს არ შეუშლის, პირიქით – აირეკლავს მას და მთელს ოთახში გაავრცელებს.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

დიდი პანორამული ფანჯრები

დიდი პანორამული ფანჯრებისთვის ჟალუზები იდეალურია. ისინი ინტერიერს ცნობისმოყვარე თვალებისგან ეფექტურად იცავს, თავიდან გაცილებთ ზედმეტ მზის სხივებს და იმავდროულად, ოთახში საკმარის დღის შუქს უშვებს.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები