ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს

sheniinterieri.ge გთავაზობთ ინტერვიუს ელენე დალაქიშვილთან, რომელიც ეპოქსიდის საშუალებით ქმნის განსხვავებულ, განსაკუთრებულ და საუცხოო ნამუშევრებს. 

vegahandmade_

– მოგესალმებით, გვიამბეთ თქვენ შესახებ…

მოგესალმებით, მე ვარ ელენე, ვმუშაობ ეპოქსიდითა და აკრილის საღებავებით. ვქმნი უნიკალურ დეკორაციებს ინტერიერისთვის, სერვირების დაფებსა და საყურეებს ქართული და ფენტეზი მოტივებით.

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ ეს საქმე დაგეწყოთ?

ეპოქსიდით მუშაობა დიდი ხანი მინდოდა, თუმცა სერიოზულად ნოემბერში მოვკიდე ხელი და დღემდე ვვითარდები.

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

უამრავი სახის ნამუშევრები გაქვთ წარმოდგენილი, გვიამბეთ, რას სთავაზობთ საზოგადოებას?

განსაკუთრებული სიყვარულით საათებს ვამზადებ, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი სახელობითი დომინოა, ამიტომ ძირითადად დომინოზე მიწევს მუშაობა. გარდა ამისა, ვამზადებ საყურეებს, კედლის დეკორაციებს, ჭიქის სადგამებს, სერვირების დაფებს, ბრელოკებს, ჭადრაკსა და ნარდს. ფერწერასაც ხშირად ვიყენებ ჩემს ნამუშევრებში, განსაკუთრებით პეიზაჟს.

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

შეგხვდათ თუ არა დაბრკოლებები, როდესაც ამ საქმის კეთება გადაწყვიტეთ?

დაბრკოლებები ყველა საქმის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათთან გამკლავებით ვვითარდებით. არც მე ვყოფილვარ ამ შემთხვევაში გამონაკლისი.

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ახალმა გამოწვევამ?

უამრავი რამ, ახლა ჩემი დროის ძალიან დიდ ნაწილს უთმობ პირადი ბრენდის განვითარებას. უამრავი იდეა მომდის და ამ იდეების განხორციელების პროცესით ტკბობა, ალბათ, ყველა ხელოვანი დამეთანხმება, რომ შეუცვლელია. მით უმეტეს, ეპოქსიდი უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა.

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

რამდენად მომგებიანია ეს საქმიანობა თქვენთვის?

ბაზარზე, ფაქტობრივად, 6 თვეა, რაც შემოვედი და ამ ფონზე მგონია, რომ ეს საქმე მატერიალურად ძალიან მომგებიანია.

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

რა გეგმები გაქვთ მომავალში?

მინდა, რომ ეს ბიზნესი გავზარდო და გავაფართოო, მთავარი გეგმა ამ ეტაპზე ესაა.

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც თქვენსავით სურთ მსგავსი საქმიანობის წამოწყება, რა უნდა გაითვალისწინონ, სანამ ამ დიდ ნაბიჯს გადადგამენ?

არ აქვს მნიშვნელობა საქმიანობას, თუკი რაიმეს კეთება გინდათ, უკან არაფრის გამო არ დაიხიოთ, რადგან წარუმატებლობის შიში ადამიანის ყველაზე დიდი მტერია.

READ  შპალერი თუ საღებავი - რომელია უმჯობესი და რატომ

ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით მოხატულ ნამუშევრებს | შენი ინტერიერი

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები