ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიროგორ გამოვიყენოთ ატმისფერი ინტერიერში

როგორ გამოვიყენოთ ატმისფერი ინტერიერში

ატმისფერი ის გაზაფხულის ფერია, რომელიც თქვენში სასიამოვნო და პოზიტიურ ემოციებს იწვევს. ამ ფერს იმდენად საზეიმო და დადებითი მუხტი მოაქვს, რომ მას ხშირად ინტერიერის დიზაინში გამოიყენებენ ხოლმე. ატმისფერი ყვითლისა და ვარდისფერის კომბინაციაა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს ფერი ფორთოხლისფერის ერთ-ერთი განშტოებაა. როდესაც ის ფორთოხლისფერის სიყვითლეში გადადის, ატმისფერი იმდენად დადებით ატმოსფეროს ქმნის, რომ ადამიანები მსგავს გარემოში თავს ბედნიერად და მხიარულად გრძნობენ. ფსიქოლოგების აზრით, ინტერიერში ამ ფერის დამატებით, თქვენ სასიამოვნო ენერგიით დაიმუხტებით, თავად სახლს კი სიმყუდროვეს შესძენთ.

 

ატმისფერი სხვადასხვა ოთახში

 

საძინებელი ოთახი

როგორც აღვნიშნეთ, ატმისფერი ფემინურობასთან, სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ინტერიერის დიზაინში კი, თითქმის ყველა ფერის ტონს ესაბამება. ყველაზე მეტად ეს შეგრძნებები საძინებელ ოთახში გვჭირდება ხოლმე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ატმისფერს ხშირად სწორედ ამ ოთახში იყენებენ. მისი ნაზი ტონები ოთახს სიმყუდროვეს სძენს, შედარებით მკვეთრი ტონები კი უფრო ექსტრავაგანტულ გარემოს ქმნის.

საძინებელ ოთახში გაითვალისწინეთ თეთრი და ბეჟისფერიც. ეს ორივე ფერი ატმისფერთან კომბინაციაში სიმყუდროვესა და სითბოს შემქმნელია, რაც ჩვენი განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

სამზარეულო

ატმისფერში გადაწყვეტილი სამზარეულო მადისაღმძვრელ სივრცეს ქმნის, სადაც საჭმელს უფრო გემრიელად მიირთმევთ. ასევე თუ თქვენი სამზარეულო მცირე ფართისაა, ატმისფერი დაგეხმარებათ, ის ვიზუალურად გაზარდოთ. ეს ფერი იდეალურად ესაბამება ნებისმიერ მასალას, იქნება ეს ხე, პლასტმასი, მინა და სხვა.

 

მისაღები ოთახი

ატმისფერის ფემინური ჩრდილები მისაღებ ოთახს მყუდრო და თბილ ადგილად გარდაქმნის. თუ რომელ ფერს შეუსაბამებთ მას, ეს იმ სტილზეა დამოკიდებული, რომლის შექმნაც გსურთ: თანამედროვე მინიმალისტური შტრიხებით თუ ეკლექტური – რომანტიკული და მყუდრო ატმოსფეროთი. მაგალითად, თანამედროვე, მინიმალისტური სტილის შექმნა ატმისფერისა და ოქროსფერი/ვერცხლისფერის ნაზავით შეგიძლიათ. თუ გსურთ, რომ მისაღებ ოთახში უფრო რომანტიკული, ვინტაჟური ატმოსფერო იყოს, ატმისფერს თეთრი და კრემისფერი დაუმატეთ.

 

სააბაზანო ოთახი

თქვენი სააბაზანო ოთახი ბუნებრივად და მყუდროდ რომ გამოიყურებოდეს, აირჩიეთ ატმისფერი. მისი ნეიტრალური ტონები სწორედ იმ ატმოსფეროს შექმნის, სადაც დამღლელი დღის შემდეგ შხაპის მიღება ყველაზე მეტად დაგამშვიდებთ და დაღლილობას მოგიხსნით.

როგორც აღვნიშნეთ, ატმისფერს უნარი აქვს მცირე სივრცე ვიზუალურად გაზარდოს. ამიტომ, ატმისფერი სააბაზანო ოთახი უფრო დიდი და ნათელი ჩანს.

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები