შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებირომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

რომელია 7 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

ინტერიერის დიზაინი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ სხვადასხვა ელემენტს აერთიანებს, არამედ ჩვენი ცხოვრების დაგეგმვაში გვეხმარება. სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინის საშუალებით, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. არსებობს უამრავი სტილი, რომელსაც ინტერიერში დიზაინერები ითვალისწინებენ ხოლმე. თანამედროვე ბინებში 7 მათგანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომელია ყველაზე გავრცელებული სტილი ინტერიერში?

 

მოდერნული

 

 

მოდერნული ინტერიერის დიზაინი სუფთა ხაზებს გულისხმობს, რომლებიც მარტივი ფერების პალეტითა და მეტალის, მინის, სპილენძის მასალებით ხასიათდება. მოდერნული დიზაინის თითოეული ელემენტი, მათ შორის, ავეჯიც კი მარტივი და მინიმალისტურია. ამ ინტერიერის სტილში იშვიათად შეხვდებით ბევრ აქსესუარსა თუ დეკორს.

 

თანამედროვე

 

 

ინტერიერის მოდერნული და თანამედროვე სტილები ურთიერთმონაცვლედ გამოიყენება. ამ ორს ერთმანეთისგან განასხვავებს ის, რომ თანამედროვე ინტერიერი ინსპირაციას ამჟამინდელი ტრენდებისგან იღებს. პირველი მოდერნული ინტერიერი კი მე-20 საუკუნეში გვხვდება, მასთან შედარებით, თანამედროვე ბევრად ცვალებადია და ნაკლებად არის მიბმული ერთ კონკრეტულ სტილზე. მაგალითად, თანამედროვე სტილი მომრგვალებულ ფორმებს მოიცავს, როდესაც მოდერნულ ინტერიერში მხოლოდ სწორ ხაზებს შეხვდებით.

 

მინიმალისტური

 

 

მინიმალისტური ინტერიერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია. ფერები ნეიტრალური და ჰაეროვანია, ავეჯი კი – მარტივი. სივრცე გადატვირთული არ არის და აქსესუარები ნაკლებად გამოიყენება. მინიმალიზმი ფუნქციურობითა და ძალიან სუფთა ხაზებით ხასიათდება.

 

სკანდინავიური

 

 

სკანდინავიური სტილი ინტერიერში მარტივ, მაგრამ, ამავდროულად, ფუნქციურ სივრცეებს ქმნის. სუფთა ხაზებითა და შავ-თეთრი ფერების პალეტით სკანდინავიურ სტილს მინიმალისტურსაც ადარებენ, თუმცა ეს ორი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. სკანდინავიურ სტილში საინტერესო ორნამენტები, მომრგვალებული ფორმის ავეჯი და ბევრი მცენარე შეგხვდებათ. ეს კი სივრცეს თბილსა და სტუმართმოყვარეს ხდის.

 

ბოჰემური

 

 

ბოჰემური სტილი პოპულარულია როგორც სახლის დიზაინისთვის, ასევე მოდის სფეროშიც. ეს სტილი უდარდელი ცხოვრების წესს ირეკლავს. ბოჰემური სახლები მოიცავს ვინტაჟურ ავეჯსა და სანათებს, ასევე ფართოდ გავრცელებულ ტექსტილებს, ხალიჩებს, კოლექციებსა თუ აქსესუარებს, რომლებსაც მეორეულ ბაზრობებზე შეიძენთ.

 

ეკლექტური

 

 

ეკლექტიკა განსხვავებული ელემენტების მიქსს გულისხმობს. ეკლექტურ ინტერიერში სხვადასხვა სტილი, ელემენტი, ფერები და ტექსტურა ერთიანდება, რაც საერთო ჯამში უნიკალურ დიზაინს ქმნის. ეს სტილი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც  საკუთარი თავის გამოხატვა კრეატიულად უყვართ. ეკლექტური ინტერიერის შექმნისას, სხვადასხვა სტილი ისე უნდა შეუხამოთ ერთმანეთს, რომ თითოეული დეტალი გაითვალისწინოთ. ეკლექტურ სტილში მრავალი ფოკალური წერტილია და ბევრი ფერი სჭარბობს. ყველა დეტალის ცოდნა კი დაგეხმარებათ გემოვნებიანი დიზაინი შექმნათ.

 

ინდუსტრიული

 

ინდუსტრიული იგივე ლოფტის სტილი სათავეს მე-20 საუკუნის მანჰეტენიდან იღებს. ეს ის პერიოდია, როცა დახურულ ფაბრიკებში ხელოვანმა ადამიანებმა შესახლება დაიწყეს. ხე და აგური ის მთავარი მასალებია, რომლებსაც ამ სტილში იყენებენ. ასევე ინდუსტრიული სტილი ხასიათდება მაღალი ჭერით, მეტალის სანათურებითა და ფუნქციური ავეჯით. ნეიტრალურ ფერების სქემას აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშები ან ფოტოგრაფია ამშვენებს ხოლმე.

წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები