ვიზუალური კომფორტი მნიშვნელოვანია სამუშაოს წარმატებით განხორციელებისათვის. ეს გულისხმობს, რომ სამუშაო ადგილის პროექტირებისას ოთახის განათება ერგონომიკული პრინციპების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. აუცილებელია საკმარისი განათება, მაგრამ არამკვეთრი შუქი, რომ დოკუმენტების წაკითხვის საშუალება გქონდეთ. ანარეკლი არ უნდა ხვდებოდეს კომპიუტერის მონიტორს. არის ანარეკლის ორი ტიპი: პირდაპირი ანარეკლი გამოწვეულია მკვეთრი სინათლის წყაროს სხივის უშუალოდ თვალებში მინათებით, მაგალითად, ფანჯრიდან მზის მინათებით; არაპირდაპირი ანარეკლი წარმოადგენს მკვეთრ ლაქებს, რომლებიც აღმოცენდება კომპიუტერის მონიტორიდან ან სამუშაო ზედაპირიდან არეკლილი სხივის თვალებში მოხვედრისას. ვიზუალური კომფორტის გაუმჯობესებისთვის და ანარეკლების შემცირებისთვის საჭიროა: არაპირდაპირი განათების უზრუნველყოფა; პლაფონებზე კარგი დიფუზორები; განათების საერთო შემცირება სამუშაო ზონაში;ასევე თითოეული სამუშაო ზონისათვის განათების უზრუნველყოფა (მაგ.: შუქი მიმართული კონკრეტული სამუშაოსკენ, დოკუმენტებისკენ); ფანჯრებზე მზის სხივების ასარეკლი საშუალებების დამატება. ასევე საჭიროა ზემოდან მკვეთრი განათების გამორიცხვა, რათა თავიდან აიცილოთ ჩრდილების წარმოქმნა კომპიუტერის ვიზუალური კომფორტი ოფისის ერგონომიკა, საქართველოს ერგონომიკის ასოციაციის გზამკვლევი მონიტორზე. ანარეკლების მართვა შესაძლებელია შემდეგი მეთოდების გამოყენებით: მაგიდის განთავსებით ისე, რომ შუქის წყარო (მაგ.: ფანჯარა) პერპენდიკულარულად იყოს მონიტორთან და არა უშუალოდ თქვენი ან მონიტორის უკან. დახრის კუთხის შერჩევით ან მონიტორის ისე განლაგებით, რომ იგი არ ასახავდეს შუქის წყაროს; მონიტორთან ახლოს მდებარე ფანჯარაზე დარაბების დაყენებით; მონიტორზე სიმკვეთრის და კონტრასტის რეგულირებით;კომპიუტერის მონიტორზე ფილტრის გამოყენებით დაფილტრისა და მონიტორის სისუფთავის დაცვით.მეორე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ვიზუალურ კომფორტზე, არის თვალის რქოვანას სიმშრალე. თუ გრძნობთ თვალების სიმშრალეს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ჰაერის ნაკადი ვენტილაციის სისტემიდან. ამ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია ჰაერის ნაკადის მიმართულების შეცვლა ან სამუშაო მაგიდის გადაადგილება. შეეცადეთ კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალები ახამხამოთ უფრო ხშირად და დროდადრო მზერა გადაიტანოთ მონიტორიდან. თუ სათვალეს ატარებთ, ვიზუალური კომფორტისათვის უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორი: თქვენი სათვალის რეცეპტი, შესაძლებელია, კორექტირებული იყოს იმისდა მიხედვით, თუ რა მანძილზე გიხდებათ სამუშაოს შესრულება. მაგ:თუ მუშაობთ კომპიუტერთან, თქვენ უნდა შეძლოთ წაიკითხოთ ის, რაც არის მონიტორზე. არ უნდა დახაროთ თავი წინ ან უკან. ეს არის განსაკუთრებით პრობლემატური მათთვის, ვინც ატარებს ბიფოკალურ სათვალეს. სამუშაო კომფორტის უზრუნველსაყოფად და კითხვისთვის, შეიძლება დაგჭირდეთ სათვალე. მიმართეთ თვალის ექიმს, თუ შეიგრძნობთ თვალში სიმშრალეს ან დაძაბვას. აუცილებლად აღწერეთშესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა და გარემო,სადაც ამ სამუშაოს ასრულებთ. ეს არა მარტოდაეხმარება თვალის ექიმს, გაიგოს, რა შეიძლება იყოს თქვენი პრობლემის მიზეზი, არამედ მისცემს მას დროული რეაგირების შესაძლებლობას. გახსოვდეთ, რომ თქვენი მხედველობა იცვლება ასაკთან ერთად და აუცილებელი ხდება ექიმთან პერიოდული ვიზიტი.
საქართველოს ერგონომიკის ასოციაცია/ ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფხაკაძე
მასალის გამოყენების პირობები