ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია

2 წუთიანი წაკითხვა

ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს ყველაზე აქტუალურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გაგაცნობთ ამ სამ ფერთა კომბინაციას

ცისფერი და ყავისფერი

სამზარეულოში ცისფრისა და ყავისფრის კომბინაციის გამოყენება დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია. ცისფერი შესანიშნავად ერწყმის ყავისფრის როგორც ღია, ისე მუქ ელფერებს. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენებია სამი თვალსაჩინო მაგალითი: პირველ ფოტოზე მოცემული სამზარეულოსთვის შერჩეულია ღია ხისფერი კარადები, ხოლო კედლები ცისფრად არის შეღებილი. მეორე მაგალითში დიზაინერმა საპირისპირო გზა აირჩია — მან კედლებისთვის ღია ნაცრისფერი გამოიყენა, კარადებისთვის — ცისფერი, ხოლო სამზარეულოს ზედაპირისა და კუნძულისთვის — მუქი ყავისფერი. მესამე ფოტოზე კი, სამზარეულოში ყავისფრის ელფერები ჭარბობს, ცისფერი კი აქცენტურ ფერს წარმოადგენს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია | შენი ინტერიერი
ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია | შენი ინტერიერი
ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია | შენი ინტერიერი

წითელი და მეწამული

თუ გსურთ, რომ თქვენი ინტერიერი მხიარული, ენერგიული და თვალშისაცემი იყოს, შესაძლოა, წითლისა და მეწამულის კომბინაცია მოგეწონოთ. ეს მიქსი შეიძლება წარმატებით გამოიყენოთ ოთახებში, რომლებშიც დღის ძირითად ნაწილს არ ატარებთ. ქვემოთ მოცემულ პირველ ფოტოზე ხედავთ, რომ სხვენის გასაფორმებლად წითლისა და მეწამულის მუქი ელფერებია გამოყენებული, ხოლო მეორე მაგალითში ბიბლიოთეკის ინტერიერი ამ ორი ფერის უფრო რბილი, ღია ვარიანტებით არის გაფორმებული. ეს ყუთის მსგავსი ჩაშენებული თაროები, რომლებიც კედლიდან ოდნავ არის გამოწეული, შესანიშნავად გამოიყურება და მონარინჯისფრო წითელ ფერს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია | შენი ინტერიერი
ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია | შენი ინტერიერი

მოყავისფრო-ყვითელი და ყავისფერი/შავი

სასიამოვნოდ მდიდრული და, ამავდროულად, რატომღაც რუსტიკული და მიწიერი მოყავისფრო-ყვითელი დახვეწილი ფერია. საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები გვიჩვენებს, რომ ეს ფერი შესანიშნავად ერწყმის როგორც მუქ ყავისფერ, ასევე შავ ხეს. პირველ ფოტოზე ნაჩვენებ სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში მდებარე სახლში მოყავისფრო-ყვითელი საუცხოოდ ერწყმის ხის შავ პარკეტს. მეორე მაგალითში, სასადილო ოთახის ინტერიერში იგივე ელფერი ხის შავ ავეჯთან არის შეხამებული. ხოლო ბოლო ფოტოზე, სახლის კაბინეტში წიგნების კარადა გარედან შავ ფერშია გაფორმებული, ხოლო შიგნიდან — მდოგვისფერში.

READ  ეპოქსიდის დეკორი✨️გაგაცნობთ ელენე დალაქიშვილის უნიკალურ, ხელით…

ეს არის ის ფერების სამი კომბინაცია ყველაზე აქტუალურია 2024 წელს.

ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია | შენი ინტერიერი
ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია | შენი ინტერიერი
ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია | შენი ინტერიერი
წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2023). ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია. 15 მარტი, 2023. https://sheniinterieri.ge/ferebis-sami-kombinatsia-romelits-tsels-gansakutrebit-aqtualuria/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ფერების სამი კომბინაცია, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალურია [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ferebis-sami-kombinatsia-romelits-tsels-gansakutrebit-aqtualuria/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network