ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერისხვადასხვა ტიპის ჭერი - რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

სხვადასხვა ტიპის ჭერი – რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

სხვადასხვა ტიპის ჭერი – ჭერს ბინის ინტერიერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ის ესთეტიკურად მიმზიდველი, გამძლე და პრაქტიკული უნდა იყოს. არსებობს ჭერის მრავალი სახეობა, რომელთაგან თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს. მათი ცოდნა ხარისხიანი მასალის შერჩევას გაგიადვილებთ.

რამდენიმე რჩევა ჭერის სწორი ტიპის ასარჩევად

გასაჭიმი ჭერი

გასაჭიმი ჭერი ერთ-ერთი პრესტიჟული და მდიდრული გადაწყვეტილებაა. მისი ინსტალაცია მხოლოდ პროფესიონალებს მიანდეთ. ამ ტიპის ჭერი ყველაზე მდიდრული სურვილების ასრულებაშიც კი გეხმარებათ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოპრინტები, ნახატები ან ჭერს თაღის ფორმა მისცეთ. ასევე ის შეიძლება იყოს მრავალწახნაგიანი ან მრავალდონიანი.

დადებითი: გასაჭიმი ჭერის ერთ-ერთი უპირატესობა გამძლეობაა – მისი გარანტია 10 წლამდე აღწევს, იძლევა თავიდან დამონტაჟების საშუალებას, იწმინდება მარტივად, არ ადაბლებს ჭერს, არის ცეცხლგამძლე და მძლავრი.

უარყოფითი:  დიდი ფასი და ტემპერატურის მიმართ არამდგრადობა გასაჭიმი ჭერის ნაკლოვანებებია. მაგალითად, სიცივის დროს ის ელასტიკურობას კარგავს.

 

შეკიდული ჭერი

შეკიდულ ჭერს გამოყენების მხრივ წამყვანი ადგილი უკავია. ის საშუალებას გაძლევთ ყველაზე საოცარი დიზაინერული გადაწყვეტილებები მიიღოთ. შეკიდული ჭერისთვის ძირითად მასალად თაბაშირ-მუყაოს იყენებენ, რომელიც დეფექტიანი ზედაპირის გასასწორებლად იდეალური ვარიანტია. ამ მასალის გამოყენებით თქვენ შექმნით მრავალდონიან ჭერს. თაბაშირმუყაოსთან ერთად შეკიდული ჭერის მასალებად იყენებენ: პლასტმასის, მინის და დეკორატიულ ხეზე დაფუძნებულ პანელებს.

დადებითი: შეკიდული ჭერი არაჩვეულებრივია კომუნიკაციის ქსელების, ვენტილაციისა და მილების დასამალად, ახდენს ხმისა და სითბოს იზოლაციას და არის მარტივად მოსავლელი, ძლებს დიდხანს.

უარყოფითი: შეკიდული ჭერის უარყოფითი თვისებები კი დამონტაჟების კომპლექსურობა და ტენიანობის მიმართ არამდგრადობაა.

სხვადასხვა ტიპის ჭერი - რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

შპალერი

შპალერი ჭერის თანამედროვე და ლამაზი საფარია. კედლებთან შედარებით ჭერისთვის სქელ შპალერს იყენებენ. ასევე თანამედროვე და ტრენდული ვარიანტი თხევადი შპალერია.

დადებითი: შპალერის ერთ-ერთი უპირატესობა მისი დაბალი ფასი და გაკვრის სიმარტივეა.

უარყოფითი: შპალერი ჭერისთვის გამძლე მასალა არ არის, ის შეიძლება მარტივად გაფუჭდეს, დაიხეს და სულ რაღაც რამდენიმე წელში შესაცვლელიც კი გაგიხდეთ.

 

შეთეთრებული ჭერი

ჭერის შეთეთრება ტრადიციული ვარიანტია, რომელიც ნელ-ნელა მოდიდან გადადის, თუმცა მასაც აქვს თავისი უპირატესობები.

დადებითი: ჭერის შეთეთრება მარტივად, საკუთარი ხელით შეიძლება. შესაბამისად, მასალასა და ხელობაზე ეკონომიას აკეთებთ.

უარყოფითი: ცოტაოდენ სინესტესაც კი ჭერისთვის სერიზოული ზიანის მიყენება შეუძლია, ასევე მას ბზარები მარტივად უჩნდება.

 

ჭერის შეღებვა

ჭერის შეღებვა შეთეთრების მსგავსი ვარიანტია, მაგრამ ვიზუალურად უფრო მრავალფეროვანი ჭერი შეგიძლიათ მიიღოთ. ჭერს უმეტესწილად წყალზე დამზადებული საღებავებით ღებავენ.

დადებითი: შეღებილი ჭერის უპირატესობებია: ფერების მრავალფეროვანი არჩევანი, პრაქტიკულობა – მარტივია მისი მოვლა, დაბალი ფასი – შეღებილი ჭერის უპირატესობებია.

უარყოფითი: შეღებილი ჭერი მარტივად იბზარება.

სხვადასხვა ტიპის ჭერი - რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

პოლისტიროლის იგივე წებოვანი ჭერი 

ამ ტიპის ჭერი მრგვალი პოლისტიროლის ფილებისგან მზადდება და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის შეგიძლიათ სხვადასხვა პატერნისა და ფერის აარჩიოთ.

დადებითი: პოლისტიროლის ფილები მარტივად დასამონტაჟებელია, ასევე მარტივია დაზიანებული ფილების გამოცვლა. ამ ტიპის ჭერი ზედაპირზე გაჩენილ ყველანაირ ბზარს ფარავს.

უარყოფითი: ამ ტიპის ჭერს ძალიან დაბალი დეკორატიული თვისებები გააჩნია და ვიზუალურად არც ისე ლამაზია.

 

კასეტური ჭერი

ეს დიზაინი ეფუძნება თხელ მეტალის თეფშებს, რომლებსაც სპეციალურ კასეტებს უწოდებენ. ამ ტიპის ჭერის ნახატები და ფერები საუცხოოდ და ძალიან ლამაზად გაოიყურება.

დადებითი: კასეტური ჭერის გაწმენდა და მოვლა მარტივია. ასევე მარტივია მისი კონსტრუქციაც. უძლებს ნებისმიერი სახის ტემპერატურას და სინესტეს.

უარყოფითი: კასეტურ ჭერს მისი ხარისხიდან გამომდინარე მაღალი ფასი აქვს. ერთ-ერთი უარყოფითი რამ, რაც ამ ტიპის ჭერს ახასიათებს ხმის იზოლაციის არარსებობაა.

წყარო

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები