სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიფილიპ სტარკის ცნობილი წვენსაწური, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს

ფილიპ სტარკის ცნობილი წვენსაწური, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს

Juicy Salif მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წვენსაწურია, რომლის დიზაინიც ლეგენდარულ ფილიპ სტარკს ეკუთვნის. ამ პროდუქტზე მუშაობა სტარკმა 1990 წელს დაიწყო, როდესაც იტალიური ბრენდის, Alessi-ს მიერ დაკვეთილი უჯრის დიზაინზე ფიქრობდა ადგილობრივ კაფეში და უეცრად წვენსაწურის იდეა გაუჩნდა. ცოტახნის შემდეგ მან Juicy Salif-ის სახელით ცნობილი წვენსაწურის ესკიზი Alessi-ს დამფუძნებელს გაუგზავნა, რომელიც სტარკის ნამუშევარმა აღაფრთოვანა და მოგვიანებით თავად ბრენდის მუზეუმშიც კი განათავსა.

პოსტმოდერნიზმის შესაბამისად, ფილიპ სტარკი უარყოფდა დადგენილ პრინციპებს იმის შესახებ, რომ ფორმა ყოველთვის მიჰყვება ფუნქციას, რის გამოც რაიმე ისეთის შექმნა სურდა, რომელსაც არაორდინალური და განსხვავებული გარეგნობა ექნებოდა. ის ეძებდა ინოვაციას, რადგან იცოდა, რომ ფორთოხლის დაწურვის პროცესში მისი ქერქი, რბილობი და წვენი საწურის სხვადასხვა ნაწილებში ხვდებოდა, შედეგად კი ადამიანები სრულ ქაოსს იღებდნენ, ხოლო წვენსაწური უმალვე უნდა გარეცხილიყო, რათა ზედაპირს ლაქების კვალი არ დატყობოდა.

Juicy Salif მზადდება გაპრიალებული, ჩამოსხმული ალუმინისგან და ციტრუსისთვის ზუსტად შესაფერისია. წვენსაწური განკუთვნილია ლიმონის, ფორთოხლისა და მსგავსი ხილის დასაწურად. მის ქვეშ შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის კონტეინერის/ჭურჭლის მოთავსება, რაც ციტრუსის დაწურვის პროცესში კომფორტსა და სისუფთავეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს. ამ დიზაინის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა, გარდა მისი კომფორტული და ფუნქციური აგებულებისა, იყო ის, რომ მისი ღირებულება არასოდეს აღემატებოდა $100-ს.

შედეგად, წვენსაწური ისეთი პოპულარული გახდა, რომ 10 წლის იუბილე მისი მოოქრული მოდელით აღინიშნა, თუმცა თავად სტარკი ამბობდა, რომ პროდუქტის ამ ვერსიით ციტრუსის დაწურვა არ იყო რეკომენდებული, რადგან ის ოქროს საფარს დააზიანებდა. ასე რომ, სტარკმა მოოქრული წვენსაწურების შეზღუდული რაოდენობით გამოშვება გადაწყვიტა, რომლის შეძენაც მხოლოდ ათი ათას ადამიანს შეეძლო.

 

ფილიპ სტარკის ცნობილი წვენსაწური, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს

 

სტარკის ამ დიზაინზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და დღემდე არ განელებულა. დღეს მისი ორიგინალი ვერსიის შეძენა Alessi-ს შოუ რუმებსა და ვებ-გვერდზეა შესაძლებელი და მისი ღირებულება $79-ია.

წყარო
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

ნოემბერი 26, 2024
ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები