ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბევრი ადამიანისთვის ფეხბურთის ყურება ჰობიზე მეტია და ცხოვრების სტილსაც კი ქმნის. საყვარელი გუნდის თამაშის ნახვა ადამიანებს ყოველდღიური რუტინისგან გაქცევაში ეხმარება და მათ განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს საკუთარი საყვარელი გუნდის ნახვა, რა თქმა უნდა, საფეხბურთო მოედანზე ურჩევნიათ, მაგრამ ეს პროცესი არც სახლიდან არის ურიგო, მითუმეტეს, თუ თქვენ გვერდით მეგობრები იმყოფებიან, აგემოვნებთ გემრიელ სასუსნავებსა და ლუდს, ოთახში კი სასიამოვნო და კომფორტული ატმოსფერო დგას. სწორედ ამ უკანასკნელის შესაქმნელად, რამდენიმე დიზაინერული ხრიკი არსებობს.

 

ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

იდეალური დივანი

კომფორტული დივანი ის აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც საყვარელი გუნდის გულშემატკივრობას უფრო სასიამოვნო პროცესად გარდაქმნის. გამართული დივანი იდეალურია იმისთვის, რომ კონცენტრაცია მთლიანად ფეხბურთისკენ მიმართოთ და დისკომფორტმა არ შეგაწუხოთ. რბილი ბალიშების დამატებით კი  კომფორტის დონეს გაიორმაგებთ.

სკამები და პუფები

 

ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს — ფოტო 2

ფეხბურთის ნახვა უფრო საინტერესო და გასართობი ხდება მაშინ, როდესაც საყვარელ გუნდს მეგობრებთან ერთად გულშემატკივრობთ. ეს დეტალი ოთახის დიზაინშიც უნდა გაითვალისწინოთ და სკამები პუფებთან ერთად დაამატოთ. ასევე კარგი იდეაა, თუ დაბალი სიმაღლის სკამებს იგივე ოტომანებს დივნის წინ დაიდგავთ, მასზე კი შეგიძლიათ საჭმელი ან სასმელი შემოდგათ.

 

ავეჯი სასმელისა და სასუსნავებისთვის

ლუდის სმა ხშირად ფეხბურთის ყურებასთან ასოცირდება. ეს ორი რამ ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. იმისთვის, რომ ტელევიზორს თვალი არ მოწყვიტოთ, სივრცის მოწყობისას ერთი მთავარი წესი გაითვალისწინეთ: გვერდითა მაგიდა და ოტომანი ისე ახლოს დადგით, რომ ხელის გაწვდენა სირთულეს არ წარმოადგენდეს. ეს თქვენს მეგობრებსაც დაეხმარება, რომ ფეხბურთის ყურებასთან ერთად ისიამოვნონ ცივი ლუდითა და გემრიელი სასუსნავებით.

 

მარტივად გასაწმენდი ქსოვილები

ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სპორტია და მისი მაყურებლებიც ემოციურობით გამოირჩევიან ხოლმე. ხშირად ხდება, რომ საჭმლით და სასმლით ისვრება იატაკი და დივანი. სწორედ, ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი დიზაინი, რომელიც მარტივად იწმინდება და ხარისხით გამოირჩევა. მაგალითად, თეთრი ხალიჩის ნაცვლად იატაკის საფარად ვინილის ფილები ან ლინოლიუმი შეარჩიეთ. ასევე, დივანზე გადააკარით ტყავი, რომელსაც მარტივად გაწმენდთ.

READ  ვინტაჟური სტილის სახლი კანადაში

თემატური ოთახი

ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს — ფოტო 3

საყვარელ გუნდთან დაკავშირებული ატრიბუტები ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისთვის უძვირფასესია. ამ ატრიბუტების დიზაინში გადმოტანით კი გულშემატკივრობა უფრო ემოციური და ამაღელვებელი ხდება ხოლმე. ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი იმ ფერების შემოტანაა, რომელიც თქვენს საყვარელ გუნდს უკავშირდება. ასეთი ფერის ფარდები, ქსოვილები ან ბალიშის ქსოვილები თემატურ გარემოს ქმნის. აქსესუარებს, ბურთებს, მაისურებსა თუ თემატურ ჭიქებს ინტერიერში საფეხბურთო სულისკვეთება შემოაქვს და კარგ განწყობაზე გაყენებთ.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2017). ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს. 18 ივლისი, 2017. https://sheniinterieri.ge/interieris-dizaini-mattvis-visats-fekhburti-dzalian-uyvars/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2017 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/interieris-dizaini-mattvis-visats-fekhburti-dzalian-uyvars/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network