03/01/2023
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემასთან უწევთ შეხება.
როგორც ფხაკაძე წერს, საახალწლო პიროტექნიკა უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, უნდა კონტროლდებოდეს მისი ხარისხი და მათი მოხმარება მხოლოდ პროფესიონალებს უნდა შეეძლოს.
„არ მინდოდა ამ პოსტის დადება დღეს მაგრამ სამწუხაროდ მე პირადად ეს შემეხო
ჩემი მეგობარი დაზარალდა,
კარგად ნახეთ ეს სურათები, ეს არის საახალწლო პიროტექნიკის შედეგი,
ყოველ წელს ერთი და იგივე რენტგენის სურათები გვაქვს,
საახალწლო პიროტექნიკა უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალების ხელში
საახალწლო პიროტექნიკა უნდა იყოს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ხარისხი უნდა კონტროლდებოდეს,
2021 წელს საქართველოში ახალი წლის აღნიშვნის შედეგად:
დაიღუპა ერთი ადამიანი.
31 დეკემბერსა და 1 იანვარს საქართველოს მასშტაბით პიროტექნიკის დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 36 მათგანს ჰოსპიტალიზირება დასჭირდა.
2023 წლის მდოფლიო მოკლე მიმოხილვა:
ჰოლანდია https://nltimes.nl/…/17-fireworks-victims-treated-eye…
ფილიპინები https://newsinfo.inquirer.net/…/total-fireworks…/amp
გერმანია https://www.thelocal.de/…/germanys-nye-celebrations…
ჩეხეთი https://www.expats.cz/…/prague-rings-in-2023-as…
შრი-ლანკა http://www.adaderana.lk/…/50-persons-hospitalised-due…
ავსტრალია https://www.news.com.au/…/bd5bf8ac7b872ec3a9b626d6f15d1…
უგანდა https://www.mirror.co.uk/…/children-among-nine-killed…
როდემდე“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil