ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიარქიტექტურა/მშენებლობაქვემო ქართლში ძველი გერმანული სოფლის, ელიზაბეტთალის, სახასიათო არქიტექტურა და კულტურა მრავალ დამთვალიერებელს...

ქვემო ქართლში ძველი გერმანული სოფლის, ელიზაბეტთალის, სახასიათო არქიტექტურა და კულტურა მრავალ დამთვალიერებელს განაცვიფრებს

ასურეთი (ელიზაბეტთალი) ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ძველი ქართული სოფელია, სადაც მე-19 საუკუნის დასაწყისში მეფის რუსეთმა გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლა და გერმანული კოლონია – “ელიზაბეტთალი” შექმნა. შემდეგ კი ისევ ძველი სახელწოდება დაუბრუნდა. გერმანელები ეწეოდნენ მევენახეობას, ავითარებდნენ სოფლის მეურნეობის სხვა დარგებსაც და ყურადღების მიღმა არც სულიერი განვითარება რჩებოდათ. მათ სოფელში ჰქონდათ სასეირნო პარკი, გასართობი კლუბი, თეატრი, სკოლა… იკრიბებოდნენ ყოველ უქმეებზე და სასიამოვნოდ ატარებდნენ თავისუფალ დროს. სოფელში დღესაც შემორჩენილია უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა “მარანი”, რომელიც ტურისტების დიდ ყურადღებას იწვევს… ასევე, აბანო, ლუთერანული ტაძარი…

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები შუა აზიაში გადაასახლეს, მათ ადგილას კი რაჭველები ჩამოასახლეს. სოფელში ყურადღებას იქცევს გოთიკური სტილის უძველესი სახლები, ქუჩების სიმეტრიული განლაგება, საკანალიზაციო არხები… რაჭული კულტურა ადვილად მოერგო გერმანული მარნის იდენტობას და დღესაც სოფლის ტრადიცია მეღვინეობაა… ასურეთში თითქმის ყველა სახლში ნახავთ გერმანულ მარანს რაჭული ლორითა და ღვინის უნიკალური სახეობით “შალა”, რომლის ჯიშიც გერმანელმა მეღვინემ გამოიყვანა…

ელიზაბეტთალის სახასიათო არქიტექტურა, ისტორია, ტრადიციები და კულტურა მრავალ დამთვალიერებელს იზიდავს.ქვემო ქართლში ძველი გერმანული სოფლის, ელიზაბეტთალის, სახასიათო არქიტექტურა და კულტურა მრავალ დამთვალიერებელს განაცვიფრებს | შენი ინტერიერი

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  კიბის 10 თანამედროვე დიზაინი თქვენი სახლისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები