ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიB ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

B ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

B ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV).
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა. მას ხშირად იწვევს სპეციფიკური ვირუსები – A, B, C, D და E. 

B ჰეპატიტი სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ ინფექციად და გლობალური ჯანდაცვის პრობლემად მიიჩნევა. მისი ქრონიკული ფორმის დროს იმატებს ღვიძლის ისეთ დაზიანებათა რისკი, როგორებიცაა ციროზი და კიბო. საბედნიეროდ, B ჰეპატიტი იშვიათად იძენს ქრონიკულ ხასიათს (ათიდან ცხრა შემთხვევაში), ხოლო ვაქცინა, რომელიც 1982 წლიდან გამოიყენება, შემთხვევათა 95%-ში ეფექტურია.

გადაცემის გზები:
• ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტი
• სქესობრივი კონტაქტი
• საზიარო საინექციო ჭურჭლის გამოყენება
• დედიდან შვილზე, მშობიარობის დროს
შესაძლოა, B ჰეპატიტის ვირუსმა გამოიწვიოს ღვიძლის როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექციები. მაშინ როცა, მწვავე ინფექციის დროს გამოჯანმრთელება გრძელვადიანი ეფექტების გარეშე ხდება, ქრონიკული B ჰეპატიტი შეიძლება გახდეს ღვიძლის სერიოზული პრობლემების მიზეზი, მათ შორის ციროზის და ღვიძლის კიბოსი. არსებობს ეფექტური ვაქცინა B ჰეპატიტის პროფილაქტიკისთვის და ის ეძლევა ჩვილებს, როგორც რუტინული იმუნიზაციის ნაწილი.
რეკომენდებულია, რომ 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა ზრდასრულმა ჩაიტაროს სკრინინგი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც.
B ჰეპატიტი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს: სიყვითლით, უსიყვითლოდ და სუბკლინიკურად (სწორედ ამ უკანასკნელს ვუწოდებთ ვირუსმატარებლობას). სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. ცალკე გამოვყოფთ B ჰეპატიტის ელვისებურ, ფულმინანტურ ფორმას, რომელსაც 24-48 საათში ლეტალურ შედეგამდე მივყავართ. ის დაავადებულთა 1%-ს უვითარდება.
აღნიშნული (HBV და HCV) ინფექციები არის ჰეპატოცელულარული კარცინომის (HCC), ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპის რისკ-ფაქტორები. ამ ვირუსებით გამოწვეულმა ქრონიკულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ანთება, ფიბროზი და ციროზი და საბოლოო ჯამში ღვიძლის კიბო, რაც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

თუ ორსულად ხართ, შესაძლოა ვირუსი თქვენს პატარას მშობიარობის დროს გადაეცეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს თქვენი ორსულობის დროს.

თუ ბავშვს ვირუსი გადაეცემა და არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მას შეიძლება ხანგრძლივად ჰქონდეს ღვიძლის პრობლემები. ყველა ახალშობილმა, რომელსაც ჰყავს B ჰეპატიტით ინფიცირებული დედა, უნდა მიიღოს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და ჰეპატიტის ვაქცინა დაბადებისას და სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.

B ჰეპატიტი არ გადაეცემა

  • ჰაერწვეთოვანი გზით (ხველებით, ცემინებით);
  • დაბინძურებული წყლით;
  • დაბინძურებული, ცუდად დამუშავებული საკვებით;
  • ინფიცირებულთან ჩახუტებით;
  • ინფიცირებულისთვის ხელის ჩამორთმევით;
  • ინფიცირებულის გვერდით ჯდომით;
  • საერთო ჭურჭლით.

B ჰეპატიტით დაავადებულ ქალს შეუძლია, ჩვილს ძუძუ აწოვოს, თუ ბავშვს დაბადებისთანავე გაუკეთებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინს (HBIG) და ვაქცინას. 

სადღეისოდ საქართველოში მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები დაავადების ფორმის დასადგენად და მკურნალობის შესარჩევად. ამის შემდეგ პაციენტს უტარდება მკურნალობა თანამედროვე, მაღალეფექტური მედიკამენტებით, რომლებიც პაციენტებისთვის სრულიად უფასოა. განკურნების მაჩვენებელი აღემატება 95%-ს.

მკურნალობა

მწვავე B ჰეპატიტი მკურნალობას უმეტესად არ მოითხოვს. მთავარია საკვებით და სითხეებით ნუტრიციული ბალანსის შენარჩუნება. ქრონიკული B ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობა სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა სისხლის ანალიზებში  ღვიძლის დაზიანების ნიშნები ჩანს. მათ შესაძლოა ანტივირუსული მედიკამენტები დაუნიშნონ, რათა შეფერხდეს ციროზის განვითარება და შემცირდეს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. ნებისმიერი სხვა წამლისა თუ საკვები დანამატის მიღების თაობაზე საქმის კურსში უნდა იყოს მკურნალი ექიმი.

ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პირიც დაბალანსებულ, ჯანსაღ კვებაზე უნდა იყოს. არ უნდა მოიმატოს წონა, რადგან სიმსუქნე ზრდის ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების (NAFLD) განვითარების რისკს, ეს უკანასკნელი კი – ღვიძლის დაზიანების ალბათობას. უნდა მოერიდოს ალკოჰოლსაც, რომელსაც ასევე შეუძლია, ღვიძლი უფრო მეტად დააზიანოს.

ჰეპატიტის პრევენცია და პრევენციის სხვა მეთოდები

ჰეპატიტის პრევენციის რამდენიმე გზა არსებობს:

  • დაცული სქესობრივი კავშირი კონდომით;
  • ნემსებისა და შპრიცების არასაზიაროდ გამოყენება;
  • პირადი მოხმარების ბასრი ჰიგიენური ნივთების არასაზიაროდ გამოყენება;
  • ვაქცინაცია – ვაქცინა 95%-ით ეფექტურია ჰეპატიტის პრევენციისთვის. ვაქცინის გაკეთება სრულიად უფასოა იმ ადამიანებისთვის, ვინც PrEP მედიკამენტს იღებს ან ჩართულია არვ მკურნალობაში.

რა უნდა იცოდეთ A ჰეპატიტის შესახებ

#datashvil

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

ოქტომბერი 30, 2024
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

31 ოქტომბერი 2024
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოქტომბერი 30, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

ოქტომბერი 30, 2024
III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

30 ოქტომბერი 2024
ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები