პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები"თოჯინა დღეს აღარ არის დახლზე მჯდომი სათამაშო, ის ხელოვნების ნიმუშია..."- ექსკლუზიური ინტერვიუ...

“თოჯინა დღეს აღარ არის დახლზე მჯდომი სათამაშო, ის ხელოვნების ნიმუშია…”- ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მეთოჯინე ბაჩო ცანავასთან

sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მეთოჯინე ბაჩო ცანავასთან, რომლის ნამუშევრების გამოფენა სულ მალე გაიმართება. 21 მარტს მსოფლიოს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და ბაჩო რიგით მე-4 პერსონალური გამოფენისთვის ემზადებს.

ბაჩო ცანავას მიერ შექმნილი თოჯინები დიდი ხანია, პოპულარულია, თუმცა ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი მეთოჯინე ბავშვებს ასწავლის, თავად შექმნან სათამაშოები...

ბაჩო, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ… რამ გიბიძგათ, მეთოჯინე ამხდარიყავით? 

– თოჯინების დამზადება მოგვიანებით დავიწყე – 13 14 წლის ასაკში. მანამდე პლასტილინით სხვადასხვა ფიგურებს ვძერწავდი. ძირითადად ძველებურ სამოსში გამოწყობილი პერსონაჟები იყვნენ ჩემი გმირები. მაშინ მხოლოდ თიხა და პლასტილინი იყო და ჩემთვის მარტივი იყო მათზე მუშაობა, ამიტომ პლასტილინისგან სხვადასხვა ფიგურებს ვაკეთებდი. რადგან  პლასტილინი მალე დნება, გადავწყვიტე, ნაკეთობებზე იატაკის ლაქი გადამესვა, რაც სიმყარესა და გამძლეობას უნარჩუნებდა ფიგურებს.

“თოჯინა დღეს აღარ არის დახლზე მჯდომი სათამაშო, ის ხელოვნების ნიმუშია…”- ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მეთოჯინე ბაჩო ცანავასთან | შენი ინტერიერი

იმ პერიოდში პროფესია მეთოჯინე თუ არსებობდა, არც კი ვიცოდი, შესაბამისად, მასწავლებელიც არავინ მყავდა და ჩემით ვაკეთებდი აღმოჩენებს მასალებსა და ტექნიკაში. მოგვიანებით გაჩნდა სახე, ემოცია , პლასტიკა.

“თოჯინა დღეს აღარ არის დახლზე მჯდომი სათამაშო, ის ხელოვნების ნიმუშია…”- ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მეთოჯინე ბაჩო ცანავასთან | შენი ინტერიერი

ყველაზე მთავარი კი ის დადებითი შეფასებები იყო, რასაც ჩემი ოჯახისგან და ახლობლებისგან ვიღებდი. ეს ყოველივე კი სტიმულს მაძლევდა. პროფესიით ვეტერინარი ექიმი ვარ, თუმცა – მხოლოდ დიპლომით… 🙂

არ იყო მარტივი გზა, რომელიც არც კი ვიცოდი, ბოლოს სად მიმიყვანდა, თუმცა ვიცოდი, რომ მიყვარდა ჩემი საქმე და ბევრი შრომისა და საქმის სიყვარულმა მიმიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩემს ნამუშევრებს თითქმის ყველა იცნობს.

დღეს თოჯინური ხელოვნება ხელოვნების მაღალ მწვერვალად ითვლება მსოფლიოსა და საქართველოში. თოჯინა აღარ არის დახლზე მჯდომი ლამაზ კაბაში გამოწყობილი სათამაშო. ის არის ხელოვნების ნიმუში თავისი ემოციით, ხასიათით, პლასტიკითა და შინაარსით.

როგორც ვხედავ, ორი მიმართულებით საქმიანობთ – ქმნით ბავშვებისთვის არაჩვეულებრივ თოჯინებს და თან ბავშვებს ასწავლით, თავად შექმნან სათამაშოები… გვიამბეთ ამ საკითხზე დეტალურად …

READ  როგორ გამოვიყენოთ საშემოდგომო ფერები ინტერიერში

– რაც შეეხება ჩემს პედაგოგობას, დიახ, ვასწავლი დეფანის ხელოვნების სახლში, სადაც ყველა ასაკის ადამიანი გვსტუმრობს თოჯინების დამზადების ტექნიკის შესასწავლად.

“თოჯინა დღეს აღარ არის დახლზე მჯდომი სათამაშო, ის ხელოვნების ნიმუშია…”- ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მეთოჯინე ბაჩო ცანავასთან | შენი ინტერიერიეს საინტერესო და შრომატევადი პროცესია, თუმცა  დროის სიმცირიდან გამომდინარე, მათი ემოციები ყოველგვარ დაღლას მიბათილებს და მათთან ერთად ვიღებ იმ სიხარულს, რასაც პირველი ნამუშევრის დაბადება ჰქვია.

  გვიამბეთ გამოფენაზე – სად და როდის გეგმავთ – ყველა დეტალი…

-21 მარტს მსოფლიოს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება,  ამიტომ მე რიგით მე-4 პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. სხვათაშორის, სპონტანურად დაიგეგმა გამოფენა და ძალიან მოკლე დროში შევძელი ნამუშევრების დამზადება, თუმცა ამწუთასაც მუშაობის პროცესში ვარ.

“თოჯინა დღეს აღარ არის დახლზე მჯდომი სათამაშო, ის ხელოვნების ნიმუშია…”- ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მეთოჯინე ბაჩო ცანავასთან | შენი ინტერიერი მხოლოდ ერთს გეტყვით – გამოფენაზე 10 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

ნამუშევრები გარდა იმისა, რომ ტიპაჟურად იქნება საინტერესო, ასევე, მათი მასშტაბებიც შთამბეჭდავი იქნება. ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს ადამიანების შეფასებები, რაც ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ძალიან ვნერვიულობ. ვფიქრობ, სანახაობასთან ერთად, საინტერესო გამოფენა გამოვა … მადლობა ყურადღებისთვის!

ავტორები: თათია გოჩაძე, ლიზი გრიგოლავა

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

 

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები