რამდენიმე რჩევა ინტერიერის დაბალი ბიუჯეტით მოსაწყობად

2 წუთიანი წაკითხვა

დაბალი ბიუჯეტით დახვეწილი ინტერიერის შექმნა რთულია, თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ამის მიღწევა შეგიძლიათ. ბალიშები, ფარდები თუ ხალიჩა შეიძლება ინტერიერის იმ დეტალად იქცეს, რომელიც იაფია და ამასთანავე ელეგანტურ ელფერს ქმნის. ამ სტატიაში 7 მარტივ ხრიკს აღმოაჩენთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენს სახლში შეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად, დახვეწილი გარემო შექმნათ.

1. ორნამენტების მსგავსი დეტალები არ დაივიწყო;

ყველაფერი დეტალებით იქმნება და ეს ინტერიერის შემთხვევაშიც ასეა. ჭერისა და კედლების დამაკავშირებელი ხაზების თუ, უბრალოდ, ჭერზე გამოსახული ორნამენტები ოთახის განწყობას სრულიად ცვლის. ელეგანტური განწყობის მიღება მცირე თანხით შეგიძლიათ, რადგან მსგავსი დეტალები საკმაოდ იაფია. ხაზოვანი ორნამენტების მრავალი სახეობა არსებობს, რომელთა ვარიაციის გამოყენება ბევრად ეფექტურად მუშაობს.

რამდენიმე რჩევა ინტერიერის დაბალი ბიუჯეტით მოსაწყობად | შენი ინტერიერი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

2. შეღებე — ფერი მნიშვნელოვანია

ფერებით თამაშს გამბედაობა;

სჭირდება, რადგან ინტერიერს მკვეთრად ცვლის, თუმცა სხვადასხვა კომბინაციების მოსინჯვა, თამამი ფერების გამოყენება და სიახლის ცდა ელეგანტური ინტერიერის მოწყობას ხელს უწყობს. თქვენი საყვარელი ტონებიდან ერთ-ერთი შეარჩიეთ — თამამი და მყვირალა ან ნაზი, პასტელური დაინტერიერის გარდაქმნას შეუდექით. მკვეთრი ფერების დეტალებით გამოკვეთა ჭკვიანური გადაწყვეტაა. შეღებეთ კარი შავად ან ფანჯრის ჩარჩო აქციეთ აქცენტად და თქვენი ბინა გამოკვეთილ ხასიათს შეიძენს.

რამდენიმე რჩევა ინტერიერის დაბალი ბიუჯეტით მოსაწყობად | შენი ინტერიერი

   3. ავეჯი ხელმისაწვდომიც შეიძლება იყოს;

მდიდრული დივანი და სავარძლები ძვირი ღირს და ელეგანტური ინტერიერის მისაღებად საჭირო სულაც არ არის. მეორეული ნივთების მაღაზიები, ონლაინ აუქციონები თუ ძველი ავეჯის გარდაქმნა ბევრად იაფია და შეიძლება უფრო განსხვავებული, ავთენტური ატმოსფეროც კი შექმნას. კრეატიული მიდგომები გამოიყენეთ და იაფიანი ნივთებისგან შექმენით ელეგანტური და თანამედროვე ავეჯი. გამოიყენეთ ხის ყუთები, დიდი ზომის ბალიშები, თუნდაც თქვენივე ხელნაკეთი დივნის დასაფენი დაეცადეთ შეზღუდული ბიუჯეტით შეძენილი თუაწყობილი ავეჯი ინტერიერისთვის ორგანულ, დახვეწილ შტრიხად აქციოთ.

რამდენიმე რჩევა ინტერიერის დაბალი ბიუჯეტით მოსაწყობად | შენი ინტერიერი

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://on.ge/story

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). რამდენიმე რჩევა ინტერიერის დაბალი ბიუჯეტით მოსაწყობად. 15 მარტი, 2024. https://sheniinterieri.ge/dabali-biujeti/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. რამდენიმე რჩევა ინტერიერის დაბალი ბიუჯეტით მოსაწყობად [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 29]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/dabali-biujeti/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network