10/01/2021
გაეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე თავის მორიგ ლაივჩართვაში მოსახლეობას პოსტკოვიდურ სიმპტომებზე ესაუბრება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები არ უნდა მოდუნდნენ და ისევ ყურადღებით დააკვირდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.
ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პოსტკოვიდური სიმპტომები, როგორიცაა: უძილობა, დეპრესიული განწყობები და ფილტვებში სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები.
სწორედ კორონავირუსის მიერ ფილტვების დაზიანების გამო ფხაკაძე კოვიდგადატანილ ადამიანებს ურჩევს არ მოწიონ სიგარეტი.
„ბევრი ამბობს, რომ ამის გამო წონაში მოიმატებს, ნუ გეშინიათ, არ მოიმატებთ, ერთ კვირაში ძალიან კარგ დიეტას გასწავლით, მე ვიყენებ, ეს იქნება ფხაკაძის დიეტა“ – ამბობს ის და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ატარონ პირბადე, რადგან ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil