26/08/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში უმძიმეს ეპიდვითარებას ეხმაურება და საზოგადოების საერთო ტრაგედიას უწოდებს.
მისი თქმით, ქვეყანაში სრული „ლოქდაუნია“ საჭირო.
„79 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია – 160. ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ვიზიარებ თითოეული მათგანის მწუხარებას. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა.
ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი. სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება… დამნაშავე ვინ არის, ჩემზე უკეთ იცით.
ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე. ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე. სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა. დღეს წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია.
ამ ომში ერთად უნდა გავიმარჯვოთ, ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ. ყველამ კარგად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. შეგახსენებთ: ვაქცინაცია “ფაიზერით” 12 წლის ასაკიდან; ბუსტერი (“ფაიზერის” მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის; სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში); ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა; კომენდანტის საათი 20:00- 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა); სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტსანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე; კოვიდ საშვების ამოქმედება. ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.
ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან. ყველა “არგამოყენებული” რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინიგის დროებით მართვაში – 2 თვით. ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება, ეს შესაძლებელია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil