5 რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ფანჯრების ქვედა სივრცე

2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სახლში ერთ-ერთი შეუმჩნეველი ადგილი ფანჯრის ქვედა სივრცეა, რომელსაც ხშირად გათბობის რადიატორი იკავებს ხოლმე. ორიგინალური იდეებითა და სწორი დეკორირებით ეს ადგილი შეგიძლიათ შესამჩნევთან ერთად ყველაზე კომფორტულ და მყუდრო სივრცედ გადააქციოთ. სათავსო, მინიბიბლიოთეკა, სამუშაო მაგიდა თუ მოსასვენებელი, ბალიშებიანი სივრცე – ამ ყველაფრის შექმნა სწორედ ფანჯრის ქვეშ შეგიძლიათ.

 

მოსასვენებელი სივრცე

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

5 რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ფანჯრების ქვედა სივრცე

 

სამი ღრმა სათავსოსგან დამზადებული საწოლი ზუსტად ფანჯრების ქვეშ შეგიძლიათ დაამონტაჟოთ. წიგნების კითხვისთვის, მზის სხივების მისაღებად, დასასვენებლად თუ დასაძინებლად მსგავსი ფანჯრის ქვედა საწოლი ძალიან მყუდრო და კომფორტული ადგილი იქნება. მეტი კომფორტისთვის დაამატეთ ლეიბები და ფუმფულა ბალიშები. დასვენების გარდა, მსგავსი კომფორტული კონსტრუქცია ფუნქციურიცაა და ძალიან ლამაზიც.

 

სამუშაო სივრცე

 

ფანჯრების ქვეშ სამუშაო სივრცე მოიწყვეთ. ფანჯრების გასწვრივ გრძელი მაგიდა დაამონტაჟეთ. უმჯობესი იქნება, თუ მას მუქ მწვანე ფერში გადაწყვეტთ, რათა ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები არ აირეკლოს და მუშაობაში ხელი არ შეგეშალოთ. ბუნებრივი სინათლე და ლამაზი ხედებით ტკბობა სამუშაო პროცესს ბევრად კრეატიულს და საინტერესოს გახდის.

 

ყვავილების ბაღი

 

5 რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ფანჯრების ქვედა სივრცე — ფოტო 2

 

მცენარეებს ნებისმიერი სახლის დამშვენება შეუძლიათ, ფანჯრის გარშემო მოწყობილი ყვავილების ბაღი კი მართლაც რომ უნიკალურ ინტერიერს ქმნის. თუ პატარა ზომის სახლში ცხოვრობთ, მცენარეებით გაფორმებული ფანჯრით ფართს ვიზუალურად გაზრდით. ასევე ეს იდეალური ვარიანტია, შექმნათ ულამაზესი ყვავილების კუთხე, რომელიც სიმყუდროვითა და ესთეტიკური მიმზიდველობით თქვენი უსაყვარლესი ადგილი გახდება.

 

პატარა ბიბლიოთეკა

 

ფანჯრების ქვეშ მოწყობილი პატარა ბიბლიოთეკა ნებისმიერ სტუმარს დანახვისთანავე მოსჭრის თვალს. ზოგჯერ სახლის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ცალკე ბიბლიოთეკა გააკეთოთ. თუ წიგნები ძალიან გიყვართ, ჩაშენებული კარადა იდეალური ვარიანტია ისეთი სათავსო შექმნათ, რომელიც ფუნცქიურთან ერთად ვიზუალური ეფექტების მატარებელიც იქნება. თუ ამ ყველაფერს ფანჯრების ქვედა სივრცეში მოაწყობთ, კითხვა უფრო საინტერესო პროცესად გარდაიქმნება. მზის სხივები და ულამაზესი ხედები დაგეხმარებათ განიტვირთოთ და საყვარელ წიგნში ჩაიკარგოთ.

READ  სასარგებლო რჩევები თქვენი ეზოს მცენარეებისთვის

 

სამზარეულოს კუნძული

 

5 რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ფანჯრების ქვედა სივრცე — ფოტო 3

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2022). 5 რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ფანჯრების ქვედა სივრცე. 9 თებერვალი, 2022. https://sheniinterieri.ge/5-rcheva-tu-rogor-unda-moatsyot-fanjrebis-qveda-sivrtse/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. 5 რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ ფანჯრების ქვედა სივრცე [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2022 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/5-rcheva-tu-rogor-unda-moatsyot-fanjrebis-qveda-sivrtse/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network