15/12/2022
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს ეხმიანება.
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება
გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში სამედიცინო ეთიკის ფუნდამენტი მიწასთან არის გასწორებული:
„ბუმერანგივით დაუბრუნდება ქვეყანას ის, რაც დღეს ხდება.
ჩემთვის მიუღებელია, როცა სნეული ადამიანის ირგვლივ ასეთი რამ ხდება!
სამედიცინო ეთიკის ფუნდამენტი არის გასწორებული მიწასთან საქართველოში.
არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი და არაანგარიშვალდებულება! დიახ ეს კლავს სახელმწიფოს“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები, რომელიც, უწყების განმარტებით, სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს. ერთ-ერთ ბოლო კადრი 12 დეკემბრით თარიღდება.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil