ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიიაპონური სტილი ინტერიერში

იაპონური სტილი ინტერიერში

იაპონური სტილი ინტერიერში მინიმალიზმის ეთნიკური მიმართულებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეუცვლელ ესთეტიკურ მუხტთან ერთად, ინტერიერის დიზაინი თავისი ლაკონურობითა და ფერების მიქსით გამოირჩევა. თავად იაპონური სტილი დაკავშირებულია ბუდისტურ ფილოსოფიასთან და ინტერიერში ბუნებისა და სახლის შეუცვლელ კავშირს ითვალისწინებს. სილამაზე ხომ სახლიდან იწყება?! იაპონელები ქმნიან ისეთი სტილის სახლებს, სადაც ბუნებრივი სილამაზე იგრძნობა, დიზაინს კი მაცხოვრებლისთვის სიმშვიდე მოაქვს. იაპონური სტილის მახასიათებლების გაცნობით, თქვენ შეგეძლებათ ეს სტილი თქვენს სახლშიც გადმოიტანოთ.

 

ფერები

 

 

ბუნება მთელი თავისი არსებით სახლში რომ ასახონ, იაპონელები ამისთვის ფერთა პალიტრას იყენებენ. პრედომინანტური ფერები მიიღება ხისა და მცენარეების ელემენტებისგან, შესაბამისად, ყავისფერი და მწვანე იაპონურ სახლში მნიშვნელოვანი როლის მატარებელი ფერებია. ხოლო, წამყვანი პოზიცია ნეიტრალურ ფერებს უჭირავთ, მაგალითად, თეთრი და მისი ნათელი ჩრდილები: ღია ბეჟისფერი, რძისფერი და კრემისფერი.

 

მასალები

 

იმისთვის, რომ იაპონური სტილის ელემენტები თქვენს სახლში შემოიტანოთ, მისთვის დამახასიათებელი მასალები გაითვალისწინეთ:

 

  • ხე (ცედარი, ნაკერჩხალი)
  • ბუნებრივი ქვის ფილები
  • ბამბუკის ხე, ლერწამი
  • როტანგი
  • აბრეშუმი და ტყავი

 

ავეჯი

 

 

იაპონური ფილოსოფია მიწიერ, ამქვეყნიურ წესრიგს აიდეალებს. თავად ცნობილი ჩაის ცერემონიის დროსაც, იაპონელები ბალიშებზე სხედან და ჩაის ისე მიირთმევენ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იაპონური სტილის მახასიათებელი სწორედ დაბალი ავეჯია. ტრადიციული იაპონური სახლები ითვალისწინებს: ჩაის სმისთვის განკუთვნილ დაბალ მაგიდებს, საწოლის ნაცვლად ხშირად გამოყენებულია მატრასები, კაბინეტის ფორმის სათავსოებს კი მოძრავი კარი აქვთ.

 

განათება

 

იაპონური დიზაინი მინიმალისტური სტილისა და ღია სივრცის პრინციპებს იზიარებს. ამ ესთეტიკის მისაღწევად კი ბუნებრივი სინათლე გამოიყენება. ეს უკანასკნელი სახლს ათასი ფერითა და ბუნების ხედით ავსებს. სწორედ ამიტომ იაპონური სახლები გამორჩეულია დიდი და მასიური ფანჯრებით, საიდანაც მზის უხვი სინათლე შემოდის.

 

რაც შეეხება სახლის განათებას, იაპონური სტილი უპირატესობას გაფანტულ განათებას ანიჭებს. აბაჟურით გაფორმებული სანათურები უზრუნველყოფენ მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროს შექმნას. მსგავსი განათებით ასევე შესაძლებელია კონკრეტული დეტალების გამოკვეთა და ზონირება.

READ  მილანის ინტერიერის დიზაინის კვირეული - 5 გამორჩეული ინსტალაცია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

 

ტექსტილი

 

 

ნეიტრალური ჩრდილებით შექმნილი ბუნებრივი ქსოვილები იმის გასაღებია, რომ შექმნათ მინიმალისტური მყუდრო ატმოსფერო. აბრეშუმი, ბამბა ან შერეული ქსოვილები ტრადიციული პატერნითა თუ იეროგლიფებით ქმნის სივრცეს, რომელიც იაპონურ მუხტს გაძლევთ. იაპონური ტექსტილი ყველაზე კარგად ფარდებზე შეგიძლიათ ასახოთ, სახლში კი აღმოსავლური სულისკვეთება შექმნათ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კლასიკური ჭვიშტარი

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კლასიკური ჭვიშტარი

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები