ბლოგი, რომელიც იაპონიის მომნუსხველ ისტორიაში გამოგზაურებთ

2 წუთიანი წაკითხვა

მსოფლიოს ყველა კუთხე თავისი კულტურით, ტრადიციებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით მრავალფეროვანია. საინტერესოა რა ხდის თითოეულ ქვეყანას საინტერესოს, მრავალფეროვანსა და განსხვავებულს? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნები ერთმანეთისგან შემდეგი ნიშნებით განსხვავდებიან: კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა და ასე შემდეგ…

ყველა ქვეყანას აქვს რაღაც განსაკუთრებული და უნიკალური, რითაც საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს. იაპონიის შემთხვევაში ეს „იკებანაა“

სიტყვა “იკებანა” ჩვეულებისამებრ ითარგმნება, როგორც ,,ყვავილთა არანჟირების‘’ იაპონური ხელოვნება. იკებანას მასალა შეიძლება იყოს ახლად მოჭრილი ტოტები, მხვიარა მცენარეები, ფოთლები, ბალახი, კენკრა, ხილი, თესლი და ყვავილები, დამჭკნარი და გამხმარი მცენარეები. იკებანაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ბუნებრივი მასალა. ამ უკანასკნელთან ერთად, თანამედროვე ეპოქაში ასევე გამოიყენება მინა, მეტალი და პლასტმასი. იაპონიის ერთერთმა ტრადიციული ხელოვნების ჟანრმა, იკებანამ, შეიძინა სიმბოლური და დეკორატიული დატვირთვა და ბუნებრივი, ეფემერული ყვავილებისა და ტოტების მეშვეობით დროის სივრცე თავისი კომპოზიაციების განუყრელ ნაწილად აქცია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იკებანას წარმოშობა და ისტორია

იკებანა პირველად იაპონიაში მე-6 საუკუნეში შეიტანა ჩინელმა ბუდისტმა მისიონერმა… ერთი საუკუნის შემდეგ, იაპონიაში ყვავილების მოწყობის პირველი სკოლა, იკენობო, შექმნა ონო ნო იმოკომ, ჩინეთში ყოფილმა იაპონელმა დესპანმა, რომელიც ბუდისტი მღვდელი გახდა. მისი სკოლა ორიენტირებული იყო ჰარმონიის შექმნაზე მარტივი ხაზოვანი კონსტრუქციის ფარგლებში…

იკებანა, როგორც იაპონური ცერემონიალი

იაპონელთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცერემონიალი გახლავთ ყვავილების შეკვრის ხელოვნება _ “იკებანა”. იაპონელები ყვავილებისადმი დიდი ლტოლვითა და სიყვარულით გამოირჩევიან. ისინი ყველაფერში სიმბოლურსა და ნიშანდობლივს ხედავენ.  იკებანას სკოლა იაპონიაში დღემდე არსებობს. თითოეული მათგანი ყვავილების მოწყობას საკუთარი გზით უახლოვდება, განსაკუთრებით კომპოზიციასა და ტექნიკას. ძირითადი სკოლები მოიცავს იკენობო , ოჰარა , კო და სოგეტსუ. ამასთანავე იაპონიაში ძალიან ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი აკეთებს იკებანას, რომელებსაც არაფერი აკავშირებთ  იკებანას  რომელიმე სკოლასთან. უბრალოდ,  ეს მათი ცხოვრების  სიღრმისეული  ნაწილია. ისინი მცენარეების შეხამებებით რთავენ სახლებს და იყენებენ სპეციფიკურ მასალას გარკვეული სეზონური დღესასწაულების.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხშირად იკებანა იაპონიის სიმბოლოდაც გვევლინება.

READ  ბავშვის კვებისას რეჟიმის დაცვის მნიშვნელობა

წყარო

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). ბლოგი, რომელიც იაპონიის მომნუსხველ ისტორიაში გამოგზაურებთ. 15 თებერვალი, 2024. https://sheniinterieri.ge/ikebana/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. ბლოგი, რომელიც იაპონიის მომნუსხველ ისტორიაში გამოგზაურებთ [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/ikebana/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network