ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedთუ არ იცით, როგორ გააფორმოთ სახლი ლამაზი და დეკორატიული ნივთებით, გსმენიათ თვითნასწავლ...

თუ არ იცით, როგორ გააფორმოთ სახლი ლამაზი და დეკორატიული ნივთებით, გსმენიათ თვითნასწავლ ხელოვანზე? – ინტერვიუ ხათო მურვანიძესთან

ავტორი: თეონა შაინიძე

თუ ჯერ კიდევ არ იცით ჩვენ გაგაცნობთ ხელოვანს,  რომლის ნამუშევრებიც მდიდრულ და ორიგინალურ იერს შესძენს თქვენს ინტერიერს…

გაგაცნობთ ხელოვანს, რომელის ნამუშევრებიც გამოირჩევა თავისი სტილით და გამოხატავს თავად ხელოვანს. ასევე, გაჩვენებთ თავად ხელოვნების ნიმუშებს…

ხელოვანი, თავად არის მიწიერი შემოქმედი, იგი თავისი გონების ვიზუალებით ქმნის უნიკალურობას,  ამიტომაც, არის მიმსგავსებული თავად შემოქმედთან.

– გვიამბეთ, ცოტა რამ თქვენს შესახებ…

– მე ვარ თვითნასწავლი ხელოვანი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ხელსაქმე, თოჯინებისთვის სხვადასხვა ქსოვილისგან ვკერავდი კაბებს, ვუკეთებდი ვარცხნილობებს, ვქსოვდი მათთვის ჩანთებს. შემდეგ ვალაგებდი ოთახში და მსიამოვნებდა მათი ცქერა. ყოველთვის მინდოდა დიზაინერი გამოვსულიყავი, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება და შესაბამისად ჩემი პროფესიაც, თუმცა ხელოვნებისადმი სიყვარული არასდროს გამნელებია. როდესაც ჩემი პირველი შვილი წამოიზარდა  დაბადების დღეებს ჩემი შექმნილი დეკორაციებით ვულამაზებდი. მეორე შვილის შეძენის შემდეგ სამსახურში გასვლას ვეღარ ვახერხებდი და დავიწყე თიხაზე მუშაობა, ვქმნიდი ნაძვის ხის სათამაშოებს, პატარა ანგელოზებს, დეკორატიულ სახლებს და ა.შ. თუმცა ყოველთვის მინდოდა უფრო მეტად ჩახედული ვყოფილიყავი ამ საკითხში და მოგვიანებით გადავწყვიტე სკულპტურული თაბაშირის ნაკეთობები შემექმნა. გამოვიწერე ფორმები და ყოველგვარი სწავლების გარეშე გამომივიდა ის, რაც გამომივიდა და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

– ხელოვნება, როგორც ადამიანის აქტივობების ფართო ცნება, თქვენთან საიდან წამოვიდა იდეა და  რამ შთაგაგონათ დეკორატიული ნივთები შეგექმნათ?

– ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის ჩემი საყვარელი აქტივობაა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი ხელით ვქმნი ნივთებს, მათი შექმნისას შემოქმედებითად სრულიად თავისუფალი ვარ, რაც დამატებით კომფორტია ჩემთვის.

– როგორ აბალანსებთ შემოქმედობითობას და პრაქტიკულობას?

– შემოქმედებითობა ხელს არ მიშლის პრაქტიკულობაში, მეტიც საკუთარი ხელებით შექმნილი ნივთები მეტ სტიმულს მაძლევს, რომ სამყარო უფრო ფერადი და მრავალფეროვანი დავინახო.

– შეგიძლიათ, გაგვაცნოთ შემოქმედებითი პროცესი?  როგორ მოდის იდეები და როგორ აქცევთ შემდეგ მას მზა პროდუქტად? რა გამოწვევებთან ერთად გიწევთ მუშაობა?

READ  ჩინური ვაქცინები ფაიზერის ბუსტერის გარეშე ვერ უმკლავდებიან დელტა ვარიანტს, სანამდე ასეთი...

– სანამ გარკვეულ ნივთზე მუშაობას დავიწყებ არასოდეს ვიცი რა გამოვა. მუშაობის პროცესში მომდის იდეა, რომელი ფერი და როგორი გაფორმება მოუხდება ამა თუ იმ სკულპტურას, მომწონს უკვე  ჩამოსხმული  ფიგურების მოხატვა.

– რაც მთავარია თქვენ ქმნით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. გვიამბეთ, ბაზარზე არსებულისგან რით განსხვავდება?

– მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის სპეციალურად სკულპტურებისთვის განკუთვნილი თაბაშირი. საღებავებიც და ლაკიც მაღალი ხარისხის გახლავთ. ეს და ჩემი ინდივიდუალიზმი ვფიქრობ გამომარჩევს დანარჩენებისაგან.

– რა რჩევას მისცემთ დამწყებ ხელოვანებს, რომელთაც საკუთარი ხელებით სურთ შექმნან მსგავსი დეკორატიული ნივთები?

– დამწყებ ხელოვანებს ვურჩევდი, რომ თუ მათ სიამოვნებთ თავიანთი ხელებით აკეთონ მსგავსი ნამუშევრები არასოდეს თქვან უარი ამ სურვილზე. ეს არის ნივთები, რომლებიც არ მეორდება და თითოეული ნამუშევარი თავიანთ ინდივიდუალიზმს ხაზს უსვამს. მომხმარებლის ინტერესი რომ არ დაკარგონ სხვების ნამუშევრები არ გაიმეორონ. ეს არის ცალკე აღებული სამყარო, რომელშიც თავისუფალი ხარ, კარგად გამოხატავ საკუთარ თავს, ემოციებს, მიზნებს, წარსულსა და მომავალს ერთად. ეს არის ყველაზე საინტერესო სამყარო, სადაც პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ. უნდა გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ და ძალიან უნდა მოინდომოთ, მიზანი აუცილებლად გადააჭარბებს მოლოდინს. ყველა ხელოვანს წარმატებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი უფალს ყოველი დღისთვის და ყველაფრისთვის და თქვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებისთვის.

– ბოლოს, შეგიძლიათ თქვენს სამომავლო გეგმებზე უამბოთ ჩვენს მკითველს…

– სამომავლოდ სურვილი მაქვს ქართული ელემენტები შევიტანო ნაკეთობებში ან თავად დავამზადო ყალიბი, რომელიც ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის მტკიცე ხასიათს ძალიან მოუხდება და უცხოელებისთვისაც ერთგვარი გზამკვლევი იქნება, რათა უკეთ შეძლონ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ესოდენ ღირსეულ ისტორიასა და წარსულს.

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ მწვანილი დიდხანს და დავიცვათ გაფუჭებისგან

როგორ შევინახოთ მწვანილი დიდხანს და დავიცვათ გაფუჭებისგან

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები